“ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის გაზსადენის საბოლოო ლიცენზიის გაცემა სავარაუდოდ 2022 წლის პირველ ნაწილში არ მოხდება. ამის შესახებ გერმანიის ენერგო-რეგულატორი აცხადებს. „ბუდესნეტზაგენტურმა“ ნოემბერში გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა. რეგულატორი, მილსადენის ოპერატორი კომპანიისგან, გერმანიაში ლეგალური რეგისტრაციის გავლას ითხოვს. რეგულატორის თქმით, მათ არ მიუღიათ საკმარისი დოკუმენტაცია, რათა ხელახლა დაიწყონ სერტიფიცირების პროცესი. „გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული შემდეგი წლის პირველ ნაწილში“, – განაცხადა ჯოხენ ჰომანმა, რეგულატორის ხელმძღვანელმა. ...
Read More »