Tag Archives: #აზერბაიჯანი

სოკარმა საწვავი გააიაფა

სოკარის ბენზინგასამართ სადგურებს უკრაინაში სასწრაფოებისთვის საწვავის უფასოდ მიწოდება დაევალათ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან საუბრის შემდეგ სოკარის ბენზინგასამართ სადგურებს დაევალათ, რომ უკრაინაში სასწრაფო დახმარების მანქანებს საწვავი უფასოდ მიაწოდონ. “აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ჩემი საუბრის შედეგად, სოკარის ყველა ბენზინგასამართ სადგურს უკრაინაში დაევალა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანებსა და გადაუდებელი დახმარების სახელმწიფო სერვისებს საწვავი უფასოდ მიაწოდონ. ღამით აზერბაიჯანისგან თვითმფრინავს ველოდებით, სადაც მედიკამენტები იქნება”, — წერს ის Twitter-ზე.

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა 106 აშშ დოლარს გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 5,42 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 106,22 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

LUKOIL-მა შაჰ-დენიზის პროექტში წილი 19.9%-მდე გაზარდა

„ლუკოილმა“ შაჰ-დენიზის პროექტში წილი გაზარდა. კომპანიამ PETRONAS-თან მიღწეული გარიგების დახურვაზე განაცხდა. „ლუკოილმა“ 1.45 მლრდ დოლარად 9.99%-იანი წილი შეიძინა და აზერბაიჯანული საბადოს ათვისების პროექტში ახლა 19.9%-ს ფლობს. პროექტის პარტნიორები არიან bp – 29,99% , TPAO – 19%, SOCAR – 14,35%, NIC​O – 10% и SGC – 6,67%. შაჰ-დენიზის საბადოდან 2021 წელს დაახლოებით 23 მლრდ უბ. მეტრი გაზი და 4 მლნ ტონაზე ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 3,08 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 97,68 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ალიევმა და სტოლტენბერგმა ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

სამშაბათს, 15 თებერვალს, ნატო–ს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა უკრაინის ირგვლივ შექმნილ ვითარებასა და რეგიონული უსაფრთხოების, მათ შორის ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე. იენს სტოლტენბერგმა ტვიტერზე დაწერა, რომ „კარგი სატელეფონო საუბარი გამართა“ პრეზიდენტ ალიევთან. „ჩვენ რეგიონული უსაფრთხოება და უკრაინის საზღვრებთან და უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის საკითხები განვიხილეთ. ასევე შევეხეთ ამ მოვლენების გავლენებს ენერგეტიკულ ბაზრებზე. მე მადლობა გადავუხადე ...

Read More »

იანვარში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდის შემოსავალმა აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოებიდან $683,114 მილიონი შეადგინა

მიმდინარე წლის იანვარში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდის (SOFAZ) შემოსავალმა აზერი-ჩირაგ-გუნეშლის (ACG) ნავთობისა და გაზის საბადოების ბლოკიდან 683,114 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2,8-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამის პერიოდს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 244,946 მილიონი დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, ACG ფონდის მთლიანმა შემოსავალმა 2001 წლიდან (ფუნქციონირების დასაწყისი) 2022 წლის 1 თებერვლამდე 156,056 მილიარდ დოლარს მიაღწია. წყარო: bfm.ge

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარს უახლოვდება

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,77 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 98,23 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

SOCAR-ის პრეზიდენტი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გახდა

როვნაგ აბდულაევი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას SOCAR-ს ტოვებს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა SOCAR -ის პრეზიდენტის როვგან აბდულაევის გათავისუფლების ბრძანებას ხელი მოაწერა. კომპანიის სათავეში 17 წლიანი მმართველობის შემდეგ აბდულაევი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გახდა. SOCAR-ის პრეზიდენტის მოვალეობას როვშან ნაჯაფი შეასრულებს. ის უკვე დაინიშნა პირველ ვიცე-პრეზიდენტად. ამ დრომდე SOCAR-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. როვგან აბდუალევი 2005 წლიდან იკავებდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ...

Read More »

ევროკავშირი აზერბაიჯანის მხრიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდას მიესალმება

ევროკავშირი მიესალმება აზერბაიჯანის მხრიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდას წელიწადში 10 მილიარდ კუბურ მეტრამდე. ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში ქადრი სიმსონმა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ იჰამ ალიევთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირს აზერბაიჯანთან აქვს მჭიდრო ურთიერთობა, რომელიც ევროპისთვის „ენერგიის სანდო მიმწოდებელია“. „აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების ზრდა მნიშვნელოვანია ენერგეტიკულ ბაზარზე შეფერხებებისა და ფასების ზრდის ფონზე“, – განაცხადა ევროკომისარმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თქმით, გასულ წელს მისმა სახელმწიფომ სულ ...

Read More »

ილჰამ ალიევი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტში მონაწილე ქვეყნების მადლობას უხდის

მინდა, მადლობა გადავუხადო „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტში მონაწილე ქვეყნების, თურქეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, ალბანეთისა და იტალიის მთავრობებს, ჩვენ ნამდვილად გუნდურად ვმუშაობთ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ ქადრი სიმსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ილჰამ ალიევის თქმით, გასულ წელს მისმა სახელმწიფომ სულ 19 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაატარა, საიდანაც თურქეთმა 8,5 მილაირდი კუბური მეტრი მიიღო, ხოლო იტალიამ კი თითქმის 7 მილიარდი კუბური მეტრი ...

Read More »