მიმდინარე წლის იანვარში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდის (SOFAZ) შემოსავალმა აზერი-ჩირაგ-გუნეშლის (ACG) ნავთობისა და გაზის საბადოების ბლოკიდან 683,114 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2,8-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამის პერიოდს.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 244,946 მილიონი დოლარი შეადგინა.
გარდა ამისა, ACG ფონდის მთლიანმა შემოსავალმა 2001 წლიდან (ფუნქციონირების დასაწყისი) 2022 წლის 1 თებერვლამდე 156,056 მილიარდ დოლარს მიაღწია.
წყარო: bfm.ge