Tag Archives: #ბირჟა

ლაშა ხუციშვილი: ზამთარი არ არის საუკეთესო პერიოდი იმისთვის, რათა ენერგეტიკულმა ბირჟამ ფუნქციონირება დაიწყოს

საკმაოდ ღრმა ანალიზის საფუძველზე მიიღო ქვეყანამ გადაწყვეტილება, რომ ზამთარი არ არის საუკეთესო პერიოდი იმისთვის, რათა ენერგეტიკულმა ბირჟამ ფუნქციონირება დაიწყოს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან განმარტა, თუ რატომ ვერ დაიწყო ფუნქციონირება აღნიშნულმა ბირჟამ. „ენერგეტიკული ბირჟის გადავადება მოხდა, თუმცა, ჩვენი სქემა ითვალისწინებს სწორედ იმას, რომ ენერგეტიკული ბირჟა უნდა არსებობდეს, ღია უნდა იყოს, საბაზრო პრინციპებით ...

Read More »

ამოქმედდება თუ არა ენერგეტიკული ბირჟა 1-ელი სექტემბრიდან

სემეკის წევრის, გიორგი ფანგანის რწმუნებით, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება აღარ გადავადდება და 1-ელი სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. როგორც ფანგანმა “ბიზნესპარტნიორთან” განმარტა, ენერგეტიკული ბირჟის გადავადების მთავარი მიზეზი კოვიდ პანდემია იყო. “1-ელ სექტემბერს ჩვენ ველოდებით ენერგეტიკული ბირჟის გაშვებას. ეს იქნება ენერგეტიკული რეფორმის საბოლოო ფაზა, რომლის დასრულების შემდეგაც შეიძლება ითქვას, რომ შესრულებული გვექნება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება ენერგეტიკის სექტორში. ენერგეტიკული ბირჟის გასაშვებად მზად ...

Read More »
რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

„გაზპრომი“ პირველი რუსული კომპანიაა, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟა დატოვა

ლონდონის საფონდო ბირჟამ განაცხადა, რომ კომპანიის მოთხოვნით, რუსული ენერგეტიკული კომპანია „გაზპრომის“ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის დაშვება გააუქმა. ამის შესახებ Reuters LSE-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაზე დაყრდნობით წერს. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ავალდებულებს ყველა რუსულ კომპანიას ამოიღონ უცხოური ბირჟებიდან და განათავსონ თავიანთი აქციები რუსულზე. კანონი ითვალისწინებდა გამონაკლისს – ქვეყნის მთავრობას კვლავ შეეძლო აქციების უცხოურ ბირჟაზე რუსული კომპანიების აქციების მიმოქცევის დაშვება. ...

Read More »

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟასა და ნორდ პულს შორის შეთანხმებებს ხელი მოეწერა

2022 წლის 31 მარტს საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟასა და ნორდ პულს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობისა და ოპერირების შესახებ შეთანხმებებს. საქართველოს დღით ადრე და დღიური ბაზრები ნორდ პულის მომსახურე ბაზრები გახდნენ. მხარეები თანხმდებიან  დღით ადრე და დღიური ბაზრების შექმნისა და ფუნქციონირების საკითხებში თანამშრომლობაზე. შეთანხმებებით განსაზღვრულია, რომ ქართული ბაზრის ოპერირება განხორციელდება ნორდ პულის მიერ ოპერირებული სკანდინავიური / ბალტიისპირეთის ბაზრების ძირითადი პრინციპების შესაბამისად, ევროკავშირის ...

Read More »

ირინა მილორავა: ენერგეტიკულ ბირჟას ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მოწყობაც დაევალა

ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორის, ირინა მილორავას განცხადებით, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების თარიღს ადგენს მთავრობა. დღეს კი ამოქმედების თარიღად 1 მარტია განსაზღვრული. რაც შეეხება იმას, არის თუ არა ბირჟა მზად სრულფასოვნად ამოქმედებისთვის, მილორავა აცხადებს, რომ მზაობა არსებობს. „ჩვენ გვევალება ორგანიზებული ბაზრის ორი სეგმენტის გაშვება, ერთი არის დღით ადრე ბაზარი, რომლის ამოქმედებაც 1-ელ მარტს უნდა მოხდეს და მეორე – დღიური ბაზარი, რომლის გაშვებაც 1-ელ ...

Read More »

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟასა და USAID-ს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟასა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო. მემორანდუმი მიზნად ისახავს სენბისთვის სავაჭრო პლატფორმისა და ყველა იმ თანმდევი საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებას, რომელიც საჭიროა გამჭვირვალე და კონკურენტული ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის ჩამოყალიბებისთვის. შეგახსენებთ, რომ USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა USAID-ის მიერ 2020 წელს შემუშავებული  ქვეყნის განვითარების ხუთწლიანი სტრატეგიის ნაწილია.  სტრატეგიის მთავარი მიზანია ...

Read More »

გამოიწვევს თუ არა ელექტროენერგიაზე ფასების უკონტროლო ზრდას ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება?

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის დაწყება კიდევ ერთხელ, 2022 წლის პირველ მარტამდე გადაიდო. ბირჟის ამოქმედების ვადის გადაწევის მთავარ მიზეზებად სიახლეებთან დაკავშირებით ბაზრის მონაწილეების ნაკლები მზაობა და შიშებია, რაც, არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბირჟის ამოქმედებამ თავდაპირველად ბევრ ქვეყანაში გამოიწვია ფასების უკონტროლო ზრდა, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა გარკვეულ ბიზნესებს. ქართულ რეალობაში, ენერგიის ფასების მნიშვნელოვნად მატების შემთხვევაში შესაძლოა ზოგ კომპანიას რამოდენიმე ...

Read More »

კვლავ გადაიდება თუ არა ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება?

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის დაწყება კიდევ ერთხელ, 2022 წლის პირველ მარტამდე გადაიდო. როგორც ბირჟის გენერალური დირექტორი ირინა მილორავა განმარტავს, ვადის გადაწევის მიზეზი სიახლეებთან დაკავშირებით ბაზრის მონაწილეების ნაკლები მზადობაა. იმის გასარკვევად, არის თუ არა საფრთხე, რომ ბირჟის ამოქმედება კვლავაც გადაიდოს, რასთან იქნება აღნიშნული დაკავშირებული და თუ არის შემუშავებული პრევენციული ზომები აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, “ენერგონიუსი” საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალურ დირექტორს ირინა მილორავას ესაუბრა: ქ-ნი ...

Read More »
ენგურჰესის ფინანსური მდგომარეობა

ენგურჰესის როლი ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციონირებაში

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის დაწყება 2022 წლის პირველ მარტისთვის იგეგმება. ბირჟის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაკუთრებით საინტერესო ენგურჰესის როლია, რომელიც, როგორც ვიცით, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორისთვის,  რადგან  წარმოადგენს იაფი ელექტროენერგიის წყაროს. აღნიშნული განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც წარმოიშვა იმის საშიშროება, რომ დაახლოებით ექვს დღეში სადგური გაჩერდეს. ენგურჰესის გენერალურმი დირექტორის ლევან მებონიას ინფორმაციით, პრობლემა არასაკმარის წყლის რესურსს უკავშირდება და ...

Read More »

საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრების დანერგვის პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა

დღით ადრე, დღიური, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრების დანერგვის პროექტის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში საკონსულტაციო კომპანიების (Nord Pool Consulting AS, Omnia და SIEMENS) ექსპერტების, სსე-ის თანამშრომლებისა და „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ენერგეტიკული ბაზრის კონცეფცია, ელექტროენერგიის ბაზრის წესები, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის დანერგვის მექანიზმები და პროექტის სამოქმედო გეგმა. შეხვედრები დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ენერგეტიკული ბაზრის ...

Read More »