Tag Archives: #ტარიფები

“ისევ უმუშევრობა, ისევ შიმშილი, ისევ გაზრდილი ფასები, ისევ იმპორტული დენი და ეს ყველაფერი ჩვენივე ქართველების ხელით”

ენერგეტიკოსი გიორგი მარგებაძე “ნამახვანჰესის” წინააღმდეგ ქუთაისში გუშინ გამართულ პროტესტს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება: “30 მეტრიანი ტალღა წალეკავს ქუთაისს. სურათზე, რომელიც ავტვირთე ნაჩვენებია ქუთაისი და მის თავზე კი წითლად მოხაზულია ორი ჰესი (დაახლოებით 55 წლის წინ აშენებული) გუმათი-1 და გუმათი-2 ჰესები, ყვითლად მოხაზული ნამახვანის ტერიტორიაა.შეკითხვა: 1. გაანალიზეთ და ამიხსენით, რომელ სამყაროში და რომელი გრავიტაციული კანონების მიხედვით შეიძლება ნამახვანი იყოს ქუთაისისთვის საშიში, ...

Read More »

ღია საზოგადოების ფონდი რიონის ხეობის მოსახლეობას მხარდაჭერას უცხადებს

ღია საზოგადოების ფონდი რიონის ხეობის მოსახლეობას მხარდაჭერას უცხადებს. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: “28 თებერვალს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა, მშვიდობიანი პროტესტი გამართეს. ადგილობრივ თემს საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსახლეობა შეუერთდა. ბოლო წლების განმავლობაში, სოლიდარობის  ამგვარი თვითორგანიზებული მრავალრიცხოვანი აქცია ხშირად არ გვინახავს. ენერგოდამოუკიდებლობის მოტივით, ჰესის მშენებლობა მდინარე რიონის ხეობაში, სოფელ ტვიშსა და სოფელ ჟონეთს შორის არის დაგეგმილი. ადგილობრივი მოსახლეობის მწვავე ...

Read More »

ფრანგული საინვესტიციო ჯგუფი „აქსა“ რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის პროცესიდან გავიდა

ფრანგული სადაზღვევო და საინვესტიციო ჯგუფი „აქსა“ რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის პროცესიდან გავიდა. ამის შესახებ ნათქვამია საინვესტიციო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „აქსა ჯგუფმა“ შესაბამისი გადაწყვეტილება „სხვა კომპანიების კვალდაკვალ მიიღო“. ამასთან, ამ სხვა კომპანიების სახელები დოკუმენტში არ არის დასახელებული. მანამდე, რუსულ გაზსადენში ინვესტიციების დაბანდების დასრულების შესახებ განაცხადა გერმანულმა ნავთობისა და გაზის კომპანია „უინტერშელმაც“. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის კონსორციუმთან თანამშრომლობა შეწყვიტა ...

Read More »

ენერგეტიკულ ბაზარზე დენის კონსტრუქციული ფასი დადგინდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, სემეკში, ახალი ენერგეტიკული ბაზრის შესახებ იმსჯელეს. კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ელექტროენერგიის ახალი ბაზრის პირობებში, მომხმარებელთა შესაძლებლობებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა თავისუფალი და კონკურენტული ბაზრის აუცილებლობაზე. „ახალ ენერგეტიკულ ბაზარზე მომხმარებლის როლი და ინტერესი კიდევ უფრო მეტად არის გამოკვეთილი. ჩვენი მიზანია, რომ ჩამოყალიბდეს ისეთი ბაზრის სტრუქტურა, სადაც ბაზრის მონაწილეები ისარგებლებენ თანასწორი, არადისკრიმინაციული პირობებით. მნიშვნელოვანია, ბაზარზე გამჭვირვალედ ...

Read More »

Bank of America ნავთობის ფასის 100 დოლარს ზევით გაზრდას პროგნოზირებს

უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში ნავთობის ფასი შესაძლოა 100 დოლარზე ზევით გაიზარდოს ბარელზე, აღნიშნავენ Bank of America–ის ექსპერტები მათ მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში. ექსპერტთა აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი ზრდა შესაძლებელია მოხდეს ფუნდამენტური მაჩვენებლების გაუმჯობესებისა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეკონომიკური სტიმულირების პროგრამების დანერგვების გამო. Bank of America–ის  ექსპერტებმა ასევე გაზარდეს Brent–ის ტიპის ნავთობის ფასის თავიანთი პროგნოზი მიმდინარე წლისთვის. ახალი პროგნოზის თანახმად, Brent ტიპის ნავთობის საშუალო ფასი 2021 ...

Read More »

სოსო ნიბლაძე: დენის გაძვირება თიზ-ების კონკურენტუნარიანობას შეამცირებს

ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე საწარმოო დანიშნულების ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფებზე და აქედან გამომდინარე მოსალოდნელ ნეგატიურ ეფექტზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს. მისი ინფორმაციით, ელექტროენერგიაზე ფასები მნიშვნელოვნად გაზრდილია, საუბარია 70-80%-ით მომატებაზე, რაც საკმაოდ მძიმე საკითხია. კონკრეტულად რა ნეგატიურ პროცესებს გამოიწვევს ელექტროენერგიის  ტარიფის ზრდა თიზ-ის საქმიანობაზე, ნიბლაძე განმარტავს, რომ არსებობენ ინდუსტრიები, რომლებიც ელექტროენერგიაზე უფრო მეტად არიან დამოკდებულნი და მათი ძირითადი ხარჯი ...

Read More »

ბიტკოინი გუშინდელი გაუფასურების შემდეგ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვლუტა ბიტკოინი გუშინდელი გაუფასურების შემდეგ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. დღეის მდგომარეობით ვირტუალური ვალუტის ღირებულებამ 50,000 აშშ დოლარს კვლავ გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, ბიტკოინის ფასის ზრდა ჯეკ დორსის კომპანია Square-ის მიერ 170 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინის შეძინას უკავშირდება. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კომპანიის ქმედება Twitter-ისა და Square-ის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის კრიპტოვალუტის მიმართ კეთილგანწყობითაა განპირობებული. ...

Read More »

ევროპა ნავთობპროდუქტების მარაგების შექმნას გვავალებს, საწვავის ფასი გაიზრდება

ნავთობკომპანიებს ნავთობპროდუქტების მარაგების შექმნა დაევალოს! – ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ქვეყანას ევროდირექტივა ავალდებულებს. საკითხთან დაკავშირებით კერძო სექტორთან კონსულტაციები დაწყებულია. როგორც იმპორტიორები, ასევე კომპანიების წარმომადგენლები და დარგობრივი ასოციაციების ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ ახლა ქვეყანაში ასეთი ნაბიჯების გადადგმის დრო არ არის. მით უფრო, რომ რეზერვის შექმნა საწვავის საცალო ღირებულებას გაზრდის. ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი და პანდემიაა. პროდუქციის მოხმარება ისედაც შემცირებულია. ამ დროს საწვავზე ფასის ხელოვნური ...

Read More »

ბიტკოინის ღირებულება ისევ იკლებს

ბიტკოინი კიდევ 17%-ით დაეცა და ნიუ-იორკში მცირე დროით $50,000 დოლარს ჩამოსცდა. ეს მას შემდეგ, რაც მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ელონ მასკმა, განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასი ზედმეტად მაღალია. ედ მოია Oanda Corp-ის ბაზრის უფროსი ანალიტიკოსი ამბობს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს მასკმა,  ის ” მედიის დღის წესრიგზე დომინირებას მოახდენს” ამ თვეში ბიტკოინის ღირებულება რეკორდულად გაიზარდა, რაც ასევე მასკის კომენტარებით და Tesla-ს მსხვილი ...

Read More »

Financial times: ელის თუ არა მსოფლიოს ძვირი ნავთობის მორიგი „სუპერციკლი“?

უოლ-სტრიტის 2 უმსხვილესი ბანკი JPMorgan Chase და Goldman Sachs პანდემიის შესუსტების შემდეგ ნავთობის ახალი „სუპერციკლის“ დასაწყისს ერთხმად პროგნოზირებს. კერძოდ, გავლენიანი ფინანსური ინსტიტუტები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო ფასები ნავთობზე 100 დოლარამდე გაიზრდება, და ამის მიზეზი იქნება მოთხოვნის ზრდა ზუსტად იმ დროს, როდესაც ინვესტიციები მოპოვებაში შემცირდება. სწორედ ასეთი მოთხოვნა და მიწოდება შესაძლოა „სუპერციკლის“ საფუძველი გახდეს. ეს რადიკალურად შეცვლის მდგომარეობას ნავთობინდუსტრიაში, რომელიც პანდემიის დროს ...

Read More »