Tag Archives: #ტარიფები

თბილისის მოსახლეობას დენის ტარიფი გაეზარდა

ბიზნესისთვის ელექტროენერგია 40%-ით, გაზი 140%-ით, წყალი 1200%-ით ძვირია – სხვაობას მაინც მომხმარებელი იხდის

მთელი საქართველოს მასშტაბით იანვრიდან როგორც „თელასის“ ასევე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს ელექტროენერგიის ტარიფი საშუალოდ 18-24 პროცენტით გაეზარდათ. მთავრობამ სხვაობის ბიუჯეტიდან 1 წლის ვადით სუბსიდირების ვალდებულება აიღო. შეღავათები არ შეხებია ბიზნესს, რომელიც იქამდეც ენერგომატარებლებში მოსახლეობასთან შედარებით ბევრად მეტს იხდიდა და შემდეგ ტარიფს მის მიერ გამოშვებულ საბოლოო პროდუქციის ფასში ასახავდა. საყოფაცხოვრებო ნაწილში „თელასის“ აბონენტისთვის 100 კვტ/სთ-მდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური 18 თეთრია, საიდანაც მას ...

Read More »

სუეცის არხის გახსნის შემდეგ ნავთობზე ფასები ისევ შემცირდა

მას შემდეგ, რაც სუპერ გადამზიდის მიერ ბლოკირებული სუეცის არხი გაიხსნა, ნავთობზე ფასები ისევ დაეცა. 2021 წლის 30  მარტის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  64,14 (-  0.84) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  60,55 ...

Read More »

კომუნალურ სუბსიდირებაზე ნახევარ მილიარდ ლარამდე დაიხარჯა

2020-2021 წლებში სახელმწიფომ კომუნალური სუბსიდიის სახით ნახევარ მილიარდ ლარამდე გასცა. სემეკის მონაცემებით, მხოლოდ ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით პერიოდში, 267 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რაც თავდაპირველად გამოყოფილ ბიუჯეტზე, 165 მილიონ ლარზე, ბევრად მეტია. ზამთრის განმავლობაში, სუბსიდიას ელექტროენერგიის ნაწილში  ყოველთვიურად 1 მილიონზე მეტი, გაზის 900 000-მდე, ხოლო წყლის ნაწილში 600 000-ზე მეტი მომხმარებელი იღებდა. როგორც სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას აღნიშნა, ...

Read More »
Fitch-ი ნავთობისა და გაზის კორპორაციის რეიტინგზე კონკურენტის შიშს არ იზიარებს

Fitch ნავთობის ფასების ზრდას ვარაუდობს

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings-მა შემდეგი ორი წლისთვის ნავთობის ღირებულების ზრდა დაანონსა. აღნიშნული გულისხმობს ნავთობზე მოთხოვნის უფრო მეტად ზრდას, ვიდრე ადრე იყო ნავარაუდები – წერს IA Finmarket. როგორც თავდაპირველი სცენარით იყო მოსალოდნელი, 2021 წელს Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულება საშუალოდ 58 დოლარი იქნება ბარელზე, მაშინ როდესაც, დეკემბრის მოკვლევის თანახმად, მხოლოდ 45 დოლარი იყო 1 ბარელზე ნავარაუდები. WTI–სთვის ღირებულება მოსალოდნელი 45 დოლარიდან ...

Read More »
"ტესლას" ახალი ელექტრომობილი ერთჯერადად 320 კილომეტრს გაივლის

“Tesla-ს თითო აქციის ღირებულება $3000 მიაღწევს”

ქეისი ვუდსის Ark Invest Management-ის თანახმად, Tesla–ს აქციები 2025 წლისთვის, ამჟამინდელი $655-დან $3000-მდე გაიზრდება, რაც კომპანიის ღირებულებას თითქმის $3 ტრილიონამდე გაზრდის. Ark-ის პორგნოზით, Tesla– ს 50%–იანი შანსი აქვს იმისთვის, რომ მომავალ 5 წელში სრულად ავტონომიურ მართვის სისტემას მიაღწიოს, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს სწრაფად შეაფასოს რობოტაქსის დაგეგმილი მომსახურება. Ark-მა ამ პროგნოზში Tesla-ს დადაზღვევო ბიზნესიც გაითვალისწინა. კომპანიის გათვლებით, შეთავაზება მომდევნო რამდენიმე წელიწადში ...

Read More »

მოთხოვნა იგნორირებულია: დენის იმპორტი ისევ დაუზუსტებელი ტარიფებით ხორციელდება

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა თებერვლის მონაცემები გამოაქვეყნა. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მონაცემები კვლავ შეწონილი ტარიფით გამოქვეყნდა და ისევ გაუგებარია ელექტროენერგის ღირებულების დეტალური მონაცემები. ეკონომისტებისთის ეს უკვე ეჭვის სერიოზული საფუძველია. ესკოს მიერ ფასების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ტარიფების სრული და გამჭვირვალე სახით გამოქვეყნება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. „ვფიქრობ, ელექტროენერგიის იმპორტის კუთხით, დღესდღეობით ძალიან ბუნდოვანი ვითარება გვაქვს. არსებული მონაცემები ვერ პასუხობს იმ კითხვებს, რაც საზოგადოებაში ...

Read More »

„საწვავზე ფასების მატება, სამწუხაროდ, გაგრძელდება, ყველა კომპანიას მოუწევს ფასების მატება“

შავი ოქროს ფასი მსოფლიო ბაზარზე რეკორდული სისწრაფით მატულობს. ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა, პირდაპირპროპორციულია პირველადი მოხმარების, კვების პროდუქტების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, სატრანსპორტო გადაზიდვების და ა. შ. ფასების ზრდასთან. როგორც ექსპერტები ამბობენ, პროცესი გლობალური და შეუქცევადია. ფასების ზრდას აპროტესტებენ მძღოლები და ხელისუფლებისგან ფასების სტაბილიზაციას ითხოვენ. „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი“ საწვავზე ფასების ზრდის მიზეზებს ასახელებს. კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ნავთობზე ფასების ზრდა მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ...

Read More »

აფბა ესკოს საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის დარღვევაში ამხელს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ (აფბა) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს (ესკო)  საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის დარღვევაში ამხელს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, საკითხს შესაბამის სამართლებრივ მსვლელობას აუცილებლად მისცემენ. აფბას განცხადებით, ორგანიზაციამ 2021 წლის 4 მარტს ოფიციალურად, წერილობით მიმართა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს (ესკო), რათა მიეწოდებინა 2016-2020 წლის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის დეტალური ტარიფები თვეების მიხედვით. ინფორმაციაში დეტალურად უნდა ყოფილიყო ასახული იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდებობა ...

Read More »

„ელგრინი“ ელექტროენერგიის იმპორტისას საქართველოს საიმედო პარტნიორია- ზურაბ ნოღაიდელი

იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ჰესების მშენებლობა ფერხდება, რაც ელექტროენერგიის იმპორტს ზრდის, კომპანია „ელგრინი“, რომელიც  ელექტროენერგიის იმპორტს აზერბაიჯანიდან ახორციელებს, მიიჩნევს, რომ საქართველოს რუსული ელექტროენერგიის იმპორტი შეუძლია აზერბაიჯანით ჩაანაცვლოს. კომპანიის მოსაზრებით, თუკი „ესკო“ ელექტროენერგიის მაჩვენებლებს დეტალურად გამოაქვეყნებს, მათ შორის დღის და ღამის ტარიფებსაც,  ამ მოსაზრების  მართებულობა კიდევ უფრო ცხადი გახდება. როგორც ირკვევა, თებერვალში აზერბაიჯანული ელექტროენერგია გაიაფდა და სტაბილურად 4.4 ცენტი შეადგინა, მაშინ ...

Read More »

საწვავის ფასის ზრდა თბილისსა და რეგიონებში გააპროტესტეს

გუშინ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, მოქალაქეებმა სამანქანო გზის გადაკეტვა სცადეს, რამაც პოლიციასთან დაპირისპირება გამოიწვია. ისინი საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებდნენ. „გვინდოდა, რომ გადაგვეკეტა გზის სავალი ნაწილი, გადავედით ფეხით მშვიდობიანად, მაგრამ მოვიდა პატრულის ძალიან ბევრი თანამშრომელი, დაახლოებით, 80-90, შეიძლება მეტიც, გადაგვყარეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მერე, ვეცადეთ გზის გადაკეტვას და ერთ-ერთი ჩვენი აქტივისტი დააკავეს. ახლა მივდივართ, კიდევ გვინდა გავაგრძელოთ აქციის მსვლელობა, მაგრამ პატრული ...

Read More »