საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings-მა შემდეგი ორი წლისთვის ნავთობის ღირებულების ზრდა დაანონსა.
აღნიშნული გულისხმობს ნავთობზე მოთხოვნის უფრო მეტად ზრდას, ვიდრე ადრე იყო ნავარაუდები – წერს IA Finmarket. როგორც თავდაპირველი სცენარით იყო მოსალოდნელი, 2021 წელს Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულება საშუალოდ 58 დოლარი იქნება ბარელზე, მაშინ როდესაც, დეკემბრის მოკვლევის თანახმად, მხოლოდ 45 დოლარი იყო 1 ბარელზე ნავარაუდები. WTI–სთვის ღირებულება მოსალოდნელი 45 დოლარიდან ბარელზე 55 დოლარამდე გაიზრდება.
პროგნოზირების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილება ასევე განპირობებულია 2020 წლის მეორე ნახევარში ეკონომიკის აღდგენის დაწყებით და ახალი შეზღუდვებისა და სხვა შემაკავებელი ღონისძიებების ნაკლები ზეგავლენით.
ყველაზე “სტრესული” სცენარის მიხედვითაც კი, მოსალოდნელია ნავთობის ფასების მნიშვნელოვნად ზრდა: 1 ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობი წელიწადში 45 დოლარი ეღირება საშუალოდ – დეკემბერში ნავარაუდებ ბარელზე 35 დოლარის ნაცვლად. WTI– სთვის ფასი ბარელზე მოსალოდნელი 32 დოლარიდან 42 დოლარამდე გაიზარდა.
”ჩვენ ველით, რომ OPEC+ გააგრძელებს მარაგების აქტიურ მართვას, მინიმუმ, საშუალოვადიან პერსპექტივაში და ზედმეტი ნავთობის მარაგი სწრაფად ნორმალიზდება”, – ნათქვანია Fitch-ის განცხადებაში.
ნინო სამადაშვილი