Tag Archives: სემეკი

სს „თელასის“ ტარიფთან დაკავშირებით მორიგი წინასწარი განხილვა გაიმართა

სს „თელასის“ ტარიფთან დაკავშირებით მორიგი წინასწარი განხილვა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში სს „თელასის“ კაპიტალური დანახარჯების შესახებ წინასწარი საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანიის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. შეხვედრაზე, კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტმა წარმოადგინა სს „თელასის“ კაპიტალური დანახარჯების შესახებ პროექტის პრეზენტაცია, რომელიც განთავსებულია კომისიის ვებ გვერდზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია კომისიაში წარადგინოს ...

Read More »
ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებაზე საუბარი რეალურია

ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებაზე საუბარი რეალურია

ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებასტან დაკავშირებით ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. სემეკის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ ტარიფის გაზრდა არ მოხდება დარგის დანგრევის საშიშროება დადგება და ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებაზე საუბარი შეიძლება რეალური გახდეს. “კომისიას აუცილებლად მოუწევს ტარიფის გაზრდა, შემდეგ ალბათ სახელმწიფოს მოუწევს სუბსიდირება, წინააღმდეგ შემთხვევაში დარგი დაინგრევა და ენერგო-პროს განცხადება, რომ მოსალოდნელია გრაფიკი, მათ ეს არ უთქვამთ ...

Read More »
ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა გარდაუვალია და ამას უნდა შევეგუოთ

ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა გარდაუვალია და ამას უნდა შევეგუოთ

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი რეგიონებში გაიზარდა და ენერგოპროს შემთხვევაში ტარიფის მატებამ 3,95 თეთრი შეადგინა. სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით სემეკს კომპანია თელასმაც მიმართა და ამ საკითხზე საჯარო განხილვები უკვე მიმდინარეობს. ეკონომიკის ექსპერტი ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ ტარიფების ზრდა პირველადი მოხმარების პროდუქტებზეც აისახება, თუმცა ეს გარემოება გარდაუვალი რეალობაა. ექსპერტის აზრიტ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბოლომდე გასაჯაროვდეს ის დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც ხდება ტარიფების დათვლა. “ელექტროენერგიის ...

Read More »
ტარიფის კორექტირება ნიშნავს რომ შესაძლოა უცვლელი დარჩეს გაიზარდოს ან შემცირდეს

ტარიფის კორექტირება ნიშნავს რომ შესაძლოა უცვლელი დარჩეს გაიზარდოს ან შემცირდეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) 31 ივლისის სხდომაზე გადაწყდა და ს/ს ,,თელასის” განაცხადი ტარიფის კორექტირების შესახებ, წარმოებაში მიიღეს. ეს ნიშნავს, რომ ,,ენერგოპრო ჯორჯიას” მსგავსად, ტარიფის გაზრდას ,,თელასიც” ითხოვს. კანონის თანახმად, სემეკს განაცხადის განსახილველად 150-დღიანი ვადა აქვს, თუმცა 31 ივლისის სხდომაზე უკვე გაირკვა, რომ მარეგულირებელმა კომისიამ გადაწყვეტილება 2015 წლის 18 დეკემბრამდე უნდა მიიღოს. სწორედ ამ პერიოდში გაირკვევა, გაიზრდება ...

Read More »
სემეკ-ში თელასის ნორმატიული დანაკარგების გადაანგარიშების განხილვა გაიმართება

სემეკ-ში თელასის ნორმატიული დანაკარგების გადაანგარიშების განხილვა გაიმართება

სემეკ-ში დღეს “თელასის” განაწილების ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გადაანგარიშების წინასწარი საჯარო განხილვა გაიმართება. სემეკ-ის ინფორმაციით, შეხვედრას დარგის ექპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან. განხილვა საჯაროა და დასწრება ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია. “საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში, კომისიის 2015 წლის 31 ივლისის №41/1 გადაწყვეტილების თანახმად, დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების ...

Read More »
კახეთი ერთადერთი რეგიონია სადაც ელექტროენერგია არ გაძვირდება

კახეთი ერთადერთი რეგიონია სადაც ელექტროენერგია არ გაძვირდება

კახეთი ერთადერთი რეგიონია, სადაც ელექტროენერგია არ გაძვირდება. როგორც „კომერსანტს“ კახეთის ენერგოდისტრიბუციაში განუცხადეს, ისინი არ აპირებენ სემეკში სატარიფო განაცხადის შეტანას. კომპანიაში ამბობენ, რომ 2013 წელს ტარიფების შემცირება კახეთს არ შეხებია და აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ტარიფების გაზრდის აუცილებლობის წინაშე არ დგაგან. ენერგოდისტრიბუციაში არ გამორიცხავენ,  რომ კომერციული მომხმარებლისთვის ტარიფის გაზრდის თხოვნით სემეკს რამდენიმე თვის შემდეგ მიმართონ, თუმცა დანამდვილებით ამ ეტაპზე ვერც ამაზე ...

Read More »
ენერგო პროსა და სემეკ-ის ურთიერთობით ხელისუფლება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს

ენერგო პროსა და სემეკ-ის ურთიერთობით ხელისუფლება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს

ექსპერტ გია ხუხაშვილიის განცხადებით, ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდა კითხვებს ბადებს, მითუმეტეს თუ ,,ენერგო-პროს“ საეჭვო საქმიანობას გადახედავენ. გია ხუხაშვილმა ეს, გაზეთ ,კვირის პალიტრასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ,,ველოდი, რომ სემეკ-ი ტარიფს გააძვირებდა, მაგრამ ისმის კითხვა: რამდენით უნდა გაძვირებულიყო ტარიფი? ერთ საკითხს მივაქცევ თქვენს ყურადღებას: მოგეხსენებათ, დენის გაძვირებისთვის აქტიურობა დაიწყო ,,ენერგო პრომ”, რომელმაც განაცხადა – საქართველოდან მივდივარო. რაც უფრო მაღალი იქნება ელექტროენერგიის ტარიფი, კომპანია ...

Read More »
დენის ტარიფი 12 თეთრზე მეტი არ უნდა იყოს

დენის ტარიფი 12 თეთრზე მეტი არ უნდა იყოს

რეგიონების მოსახლეობა, კახეთის გარდა, ელექტროენერგიის გაძვირებულ ტარიფს უკვე 1-ლი აგვისტოდან გადაიხდის. სემეკ-მა “ენერგო პრო ჯორჯიას” მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოთხოვნილი 4,8 თეთრის ნაცვლად, 1 კილოვატ საათზე ელექტროენერგიის ტარიფი 3,348 თეთრით გაზარდა. ამას თუ დამატებული ღირებულების გადასახადსაც დავარიცხავთ, გამოდის, რომ “ენერგო პრო ჯორჯიას” აბონენტებს” 1 კილოვატი 3,95 თეთრით უძვირდებათ. რეგიონების შემდეგ, დენის ტარიფის ზრდა თბილისის მოსახლეობასაც ემუქრება, რადგან სემეკ-ს ტარიფის გადახედვის ...

Read More »
ჯერჯერობით უცნობია რამდენით გაზრდება ელექტროენერგიის ტარიფი თბილისში

ჯერჯერობით უცნობია რამდენით გაზრდება ელექტროენერგიის ტარიფი თბილისში

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის რა ოდენობით ზრდას ითხოვს “თელასი”, ჯერჯერობით უცნობია. როგორც “თელასში” განაცხადეს, კომპანიის განაცხადში საუბარია მხოლოდ იმ მიზეზებზე, თუ რის გამო დადგა დღის წესრიგში ტარიფის ზრდა, კერძოდ, იმაზე, რომ გაძვირდა ელექტროენერგია და არ არის დასახელებული კონკრეტული ციფრი, რა ოდენობით უნდა გაიზარდოს ტარიფი. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში კი აცხადებენ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რა მოთხოვნები აქვს “თელასს” საჯარო-ადმინისტრაციული წარმოების ...

Read More »

ვისთვის მოხდება ტარიფების სუბსიდირება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სოციალურად დაუცველ ფენას მძიმე ტვირთად არ დააწვეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ტარიფების სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 20 მილიონი ლარი გამოიყოფა. “მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ სემეკის გადაწყვეტილება მძიმე ტვირთად არ დააწვეს, პირველ რიგში, სოციალურად დაუცველ ჩვენ მოსახლეობას. ჩემი დავალებით მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა დაამუშავა სუბსიდირების ...

Read More »