ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებასტან დაკავშირებით ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. სემეკის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ ტარიფის გაზრდა არ მოხდება დარგის დანგრევის საშიშროება დადგება და ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებაზე საუბარი შეიძლება რეალური გახდეს.
“კომისიას აუცილებლად მოუწევს ტარიფის გაზრდა, შემდეგ ალბათ სახელმწიფოს მოუწევს სუბსიდირება, წინააღმდეგ შემთხვევაში დარგი დაინგრევა და ენერგო-პროს განცხადება, რომ მოსალოდნელია გრაფიკი, მათ ეს არ უთქვამთ ხუმრობით, ეს აბსოლუტურად რეალურია,“ – აცხადებს გურამ ჩალაგაშვილი.