Tag Archives: #ევროპა

Wall Street Journal: „გაზპრომმა“ პირი აზიისკენ იბრუნა

გაზპრომს ევროპაში ექსპორტი 2022 წელს შესაძლოა, 1/3 -ით შეუმცირდეს

რუსული გაზის გიგანტ „გაზპრომს“, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, შესაძლოა ევროპაში გაზის ექსპორტი წლის ბოლომდე 1/3-ით შეუმცირდეს. ამის შესახებ Reuters ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს. რუსეთი ევროპას მოხმარებისთვის საჭირო გაზის 40%-ს აწვდის, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროპა ცდილობს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შეამციროს. ანალიტიკოსების შეფასებით, მას შემდეგ რაც რუსეთმა „არამეგობრულ ქვეყნების“ გაზის საფასურის გადახდა რუბლში დააკისრა, კრემლის გადაწყვეტილებამ რუსული გაზის ექსპორტის პერსპექტივები შეარყია. „ევროპამ ...

Read More »

ავსტრიამ რუსეთიდან ნავთობის მიღება შეწყვიტა

ავსტრიამ რუსეთიდან ნავთობის მიღება შეწყვიტა. ამის შესახებ Kronen Zeitung წერს. ავსტრიის ნავთობგაზის კომპანიის OMV -ის წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყანა ყოველთვის მცირე მოცულობის რუსულ ნავთობს ყიდულობდა. „რუსეთში შეძენილი ნავთობის მოცულობა ყოველთვის მცირე იყო, ომის დაწყების შემდეგ ჩვენ ის სხვა ნავთობით ჩავანაცვლეთ“,- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. ავსტრიის სტატისტიკის სამსახურისა და ნავთობის მრეწველობის ასოციაციების მონაცემებით, რუსეთიდან ნავთობის იმპორტი 7,8 %-ს შეადგენდა. ავსტრიისთვის ყველაზე დიდი ნავთობ იმპორტიორი ...

Read More »
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

იტალია გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე უარს ამბობს

Bloomberg-ის ინფორმაციით, იტალია უარს იტყვის მოსკოვის მიერ მოთხოვნილი გაზის საფასურის გადახდის ახალი პირობების შესრულებაზე, თუ ევროკავშირი დაასკვნის, რომ ეს დაწესებულ სანქციებს დაარღვევს. საუბარია ბუნებრივი აირის საფასურის რუსულ რუბლში გადახდაზე. პუტინის 31 მარტის განკარგულების თანახმად, გაზის ევროპელმა მყიდველებმა უნდა გახსნან ორი ანგარიში, ერთი უცხოურ ვალუტაში და ერთი რუბლში. Gazprombank-ი პასუხისმგებელი იქნება უცხოური ვალუტის რუბლებში კონვერტაციაზე და შემდგომ ამ თანხის Gazprom-ისთვის გადახდაზე. ...

Read More »

ევროკომისია ნავთობის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო შემდგომ სანქციებზე მუშაობს

ევროკომისია აცხადებს, რომ ნამდვილად მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო შემდგომ სანქციებზე ნავთობის სფეროში. ევროკომისიის მთავარი სპიკერი, ერიკ მამერი აცხადებს, რომ ამ დროისთვის მას არ შეუძლია დამატებითი დეტალების დასახელება. ევროკავშირმა ამ დრომდე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ხუთი პაკეტი დაამტკიცა, თუმცა გაურკვეველია, იქნება თუ არა სანქციების მეექვსე პაკეტი და თუ იქნება, როდის. მანამდე საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დონეზე რუსულ ნავთობზე ემბარგოს ...

Read More »
აზერბაიჯანს გაზის დეფიციტის შევსებაში გაზპრომი ეხმარება

ნიდერლანდებმა თავის კომპანიებს რუსული გაზის საფასურის რუბლით გადახდა აუკრძალა

ნიდერლანდების მთავრობა ევროკომისიის დასკვნას ეთანხმება, რომლის თანახმადაც რუსული ბუნებრივი აირის შეძენა რუბლებში, სანქციების დარღვევაა. კომპანიებს ეკრძალებათ დაეთანხმონ ამ პირობებს. აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი იუწყება. „ნიდერლანდები ეთანხმება ევროკავშირის შეფასებას, რომ პირობების მიღება, რომელიც მოითხოვს რუბლებში გადახდას, სანქციების დარღვევა იქნება“, – განაცხადა ნიდერლანდების ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა. რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სურს, რომ ევროპამ „გაზპრომს“ რუსული ვალუტით გადაუხადოს. ენერგეტიკულმა კომპანიებმა „გაზპრომბანკში“ ორი ანგარიში უნდა გახსნან, ...

Read More »

ეგვიპტე ევროპას რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარება

იტალიურმა Eni-მ ხელი მოაწერა შეთანხმებას ეგვიპტეში გაზის მოპოვების გაზრდისა და ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდების გაზრდის შესახებ. ამის შესახებ Reuters წერს. Eni-მ, რომელმაც აღმოაჩინა ეგვიპტის სუპერგიგანტური გაზის საბადო Zohr 2015 წელს, განაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას ეგვიპტის ბუნებრივი გაზის ჰოლდინგ კომპანიასთან (EGAS) გაზარდოს გაზის წარმოება და გაზარდოს საძიებო სამუშაოები არსებულ და ახალ საბადოებზე. ამით ევროპა აძლიერებს ძალისხმევას გაზის იმპორტის ალტერნატიული ...

Read More »

იტალია რუსულ ენერგიაზე ემბარგოს ვეტოს არ დაადებს, თუ EU ფასებზე ზედა ზღვარს დააწესებს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ CNN-თან საუბრის დროს აღნიშნა, რომ იტალია ნავთობისა და გაზის ფასების გაზრდის მიუხედავად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. “ამ ეტაპზე ენერგიის ღირებულება ჩვენი პირველი საზრუნავია. იტალია რუსულ ენერგიაზე ემბარგოს ვეტოს არ დაადებს. […] არსებობენ კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიაში 400%-ით მეტს იხდიან. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ის სპეკულაცია, რასაც ენერგიის ფასზე ზედა ზღვრის დაწესება იწვევს. ჩვენ ამის მიღწევას ევროპული ენერგო ...

Read More »

ავსტრიის კანცლერი: ვენა, ბერლინი და ბუდაპეშტი რუსული გაზის ემბარგოს ეწინააღმდეგებიან

ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ ვენა, ბერლინი და ბუდაპეშტი ეწინააღმდეგებიან რუსულ გაზზე ემბარგოს დაწესებას. “რუსულ გაზზე ემბარგოს წინააღმდეგი მხოლოდ ავსტრია არ არის. მეორე მხრივ, ავსტრია მხარს უჭერს ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მაგრამ სანქციებმა უფრო მეტად რუსეთს უნდა დაარტყას, ვიდრე ევროკავშირს”, – თქვა ნეჰამერმა.

Read More »

OPEC ევროკავშირს: რუსული ნავთობის ჩანაცვლება „თითქმის შეუძლებელია“

OPEC-ის გენერალური მდივნის ბარკინდოს თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და სხვა შეზღუდვების შედეგად მსოფლიო ბაზარმა შეიძლება დაახლოებით 7 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი დაკარგოს დღე/ღამეში. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა შესაძლოა გამოიწვიოს ნავთობის მიწოდების ერთ-ერთი ყველაზე უარესი შეფერხება ისტორიაში, დაკარგული მოცულობის ანაზღაურება შეუძლებელია. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისა და სხვა შეზღუდვების შედეგად მსოფლიო ბაზარმა შეიძლება დაკარგოს დაახლოებით 7 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი და ...

Read More »
აზერბაიჯანული გაზის პირველი მიწოდება ევროპაში 2019 წლის ბოლოსთვის დაიწყება

ევროკავშირი და ეგვიპტე ბუნებრივი აირით ვაჭრობის კუთხით თანამშრომლობას გააღრმავებენ

ევროკავშირი და ეგვიპტე ენერგორესურსებით ვაჭრობის ინდუსტრიაში თანამშრომლობას გააღრმავებენ, – ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლებამ ეგვიპტის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა მადბულისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანსს შორის კაიროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ირკვევა, დელეგაციებმა მიმოიხილეს როგორც ეგვიპტური თხევადი ბუნებრივი აირის ევროკავშირში მოკლე ვადაში მიწოდების პერსპექტივა, ასევე სახელმწიფოში მწვანე წყალბადის საწარმოს აშენების საკითხი, რომელიც ამ პროდუქტის წარმოების კუთხით, ეგვიპტეს რეგიონის წამყვან ქვეყნად აქცევს. ამასთანავე, ...

Read More »