Tag Archives: #ჰიდროელექტროსადგური

ოთარ ანგურიძე: საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის დიდი ჰესების მშენებლობის საკითხზე საზოგადოებაში შეთანხმება უნდა შედგეს

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე Facebook-ზე საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო კამპანიას გამოეხმაურა. ანგურიძე აცხადებს, რომ დიდი ჰესების მშენებლობის საკითხზე საზოგადოებაში შეთანხმება უნდა შედგეს. „რა თქმა უნდა, თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების განვითარების კვალობაზე იზრდება ელექტრო ენერგიის მოთხოვნა და შესაბამისად, მეტი სიმძლავრეების გამომუშავების მიმართ იზრდება მოთხოვნილება და ყველა სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ის შესაძლებლობა, რომლებიც მათ ბუნებრივი რესურსებიდან გააჩნიათ. არც, საქართველოა გამონაკლისი ...

Read More »

მერაბ გაფრინდაშვილი: ჟინვალისა და ზაჰესის ჰესების სწორმა ოპერირებამ თბილისის რიყის უბანი დატბორვას გადაარჩინა

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ქვედა ნამახვანჰესის საპროექტო არეალში გეოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, ავტორების მოსაზრებებს არ იზიარებს და იმ დადებითზე ამახვილებს ყურადღებას, რისი მოტანაც გარემოს დაცვის კუთხით ჰესებს შეუძლიათ. “არავინ აქცევს ყურადღებას იმ დადებითს, რაც გარემოს დაცვის კუთხით ჰესს შეუძლია მოგვიტანოს. ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც, ისეთ ტერიტორიებზე, სადაც მეწყრულ-გრავიტაციული და ეროზიულ-დატბორვითი პროცესები ხშირია, ...

Read More »

ბახმაროში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ბახმაროში ჰესის მშენებლობა აქციით გააპროტესტეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ელენე ხოშტარიამ განაცხადა, ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან ჰესის მშენებლობას და ამ აქციით სოლიდარობა გამოუხადეს მათ. მისივე თქმით, მსგავსი სოლიდარობის აქციები დაგეგმილია თბილისსა და თელავშიც. პარლამენტთან ასევე მიიტანეს ჰესის საწინააღმდეგო პეტიციაც და მოქალაქეებს ადგილზე შეეძლოთ ხელმოწერა. “ის რაც ბახმაროში ხდება ეს არის კლასიკური მაგალითი მაფიოზური მართვის, რომელიც მოქალაქეების ინტერესებს აზიანებს. უნიკალური კურორტი გაქვს ბახმარო, ...

Read More »

პაატა ცინცაძე: საქართველოში მზის და ქარის ენერგიით ჰიდროენერგეტიკის ჩანაცვლება შეუძლებელია

საქართველოს საინჟინრო და ენერგეტიკის აკადემიების წევრის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის პაატა ცინცაძის შეფასებით, საქართველოში მზის და ქარის ენერგიით ჰიდროენერგეტიკის ჩანაცვლება შეუძლებელია. თემაზე მან BMG-ის გადაცემა Forbes Talk-ში ისაუბრა. „ქარის და მზის ენერგიები ძალიან კარგია და უნდა განვავითაროთ, მაგრამ მას წინ უძღოდეს ისეთი სიმძლავრეების შექმნა, რომელიც მათი გამოყენების საშუალებას მოგვცემს; სხვანაირად არ გამოვა. ამდენად, ჰიდრორესურსების ათვისება მნიშვნელოვანია და აუცილებელი”, – ამბობს ის. საქართველოს ...

Read More »

მერაბ გაფრინდაშვილი: ტყუილია, თითქოს მეწყერები გააქტიურდება, მოხვდება წყალსაცავში, ეს კი წარმოშობს 30-მეტრიან ტალღას, რომელიც წალეკავს დასავლეთ საქართველოს ნახევარს

„არსებობს მოსაზრება, თითქოს ეს მეწყერები გააქტიურდება, მოხვდება წყალსაცავში, ეს კი წარმოშობს 30-მეტრიან ტალღას, რომელიც წალეკავს დასავლეთ საქართველოს ნახევარს. მსგავს მოსაზრებებს კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. მეტიც, პირდაპირ გეტყვით, რომ მოსახლეობა შეჰყავთ შეცდომაში და არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ“ – ამ სიტყვებით ეხმაურება გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ქვედა ნამახვანჰესის საპროექტო არეალში გეოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.  გაფრინდაშვილი ავტორების მოსაზრებებს არ ...

Read More »

GREDA: 20-მდე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა შეჩერებულია

20-მდე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა შეჩერებულია, რისი მიზეზიც მოსახლეობის პროტესტია – ამის შესახებ განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციაში აცხადებენ. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, საუბარია როგორც მცირე, ასევე დიდი ზომის ჰესებზე. ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტენდენცია ქვეყანაში არსებული ენერგოდეფიციტის ფონზე განსაკუთრებით სახიფათოა. 2020 წელს ეკონომიკური ვარდნის გამო ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების მიუხედავად, ქვეყანას მაინც დასჭირდა 59 მლნ დოლარის მოცულობის ელექტროენერგიის იმპორტი. “20-მდე პროექტი გაჩერებულია ე.წ. სოციალური ...

Read More »

თურნავა: ახალი ჰიდროელექტროსადგურები უნდა აშენდეს, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და სერიოზულ კვლევევზე დაყრდნობით

„ახალი ჰიდროელექტროსადგურები უნდა აშენდეს, მათ შორის მსხვილი და მცირეც, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და სერიოზულ კვლევევზე დაყრდნობით“, – – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“. „პირველ რიგში გვინდა, რომ ადგილობრივი მეწარმე განვითარდეს და გავხდეთ ექსპორტიორები, ვიდრე იმპორტიორები, იგივე შეეხება ენერგეტიკას, ჩვენ სამწუხაროდ არ ვართ ნავთობით და გაზით მდიდარი ქვეყანა, მაგრამ სიმდიდრე, რომელიც ნაბოძები გვავქს, ეს არის წყალი და ...

Read More »

IDFI – 2020 წელს აფხაზეთის მზარდმა ენერგომოხმარებამ „ენგურჰესის“ გენერაციის 93% შეადგინა

2020 წელს აფხაზეთის მზარდმა ენერგომოხმარებამ „ენგურჰესის“ გენერაციის 93% შეადგინა და აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის ერთ სულზე მოხმარება 3.3-ჯერ აჭარბებს დანარჩენ საქართველოში მოხმარებას,- ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიმოხილვაშია აღნიშნული. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” ინფორმაციით, 2020 წელს 24%-ით გაიზარდა და რეკორდულად მაღალი იყო აფხაზეთის ელექტრო ენერგიის მოხმარება, რაც გარკვეულწილად გამოწვეულია “ენგურჰესის” გენერაციის შემცირებით. ამასთან, 2020 წელს მაღალი ელექტროენერგიის დეფიციტის დასაბალანსებლად 59 ...

Read More »

რომან გოცირიძე: თუკი ჰესებს არ ავაშენებთ, რუსეთის ენერგეტიკულ ტყვეობაში აღმოვჩნდებით

“მუდმივი არაფერია. ხელისუფლებას ცვლის ოპოზიცია და უკვე გახელისუფლებულ ოპოზიციას მოუწევს ხუდონის, ნამახვანის, ნენსკრას აშენება. წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოვჩდნებით რუსეთის ენერგეტიკულ ტყვეობაში”, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე თავის Facebook გვერდზე წერს. “თუ ხელისუფლებას მხარს არ დაუჭერ ამ საქმეში, ხელი მაინც არ უნდა შეუშალო. ეს პოლიტიკური პრაგმატიზმის თვალსაზრისითაც სწორი იქნება. საქმეს წინ წაიგდებ, თანაც უმტკივნეულოდ. სხვისი ხელით ჭინჭრის მოკრეფას ...

Read More »

EMC: ნამახვანის ჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – EMC მიიჩნევს, რომ რიონის ხეობაში, ქვემო ნამახვანის ჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა. ორგანიზაცია დღეს, 10 თებერვალს, ოფიციალური განცხადებით მიმართავს  ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და ითხოვს, რომ სააგენტომ დაუყოვნებლივ განახორციელოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქვემო ნამახვანის ჰესზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირება და შეაჩეროს მშენებლობის ნებართვის გარეშე მიმდინარე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოები. შპს „ენკა რინიუებლზის“ ...

Read More »