თურნავა: ახალი ჰიდროელექტროსადგურები უნდა აშენდეს, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და სერიოზულ კვლევევზე დაყრდნობით

„ახალი ჰიდროელექტროსადგურები უნდა აშენდეს, მათ შორის მსხვილი და მცირეც, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და სერიოზულ კვლევევზე დაყრდნობით“, – – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„პირველ რიგში გვინდა, რომ ადგილობრივი მეწარმე განვითარდეს და გავხდეთ ექსპორტიორები, ვიდრე იმპორტიორები, იგივე შეეხება ენერგეტიკას, ჩვენ სამწუხაროდ არ ვართ ნავთობით და გაზით მდიდარი ქვეყანა, მაგრამ სიმდიდრე, რომელიც ნაბოძები გვავქს, ეს არის წყალი და ამ რესურსის გამოყენებით საქართველო ენერგეტიკულად უფრო მეტად დამოუკიდებელი ხდება და როდესაც საჭიროდ ჩავთვლით, მაშინ შემოვიტანთ იმპორტს და არა იმიტომ, რომ სხვა გზა არ გვექნება.

ენგურჰესი არის ჩვენი ეროვნული სიმდიდრე, რომელიც გვაწვდის დიდ წილს ელექტროენერგიის, მაგრამ აშენებულია ნახევარი საუკუნის წინ და პერიოდულად, საკმაოდ მასშტაბური, კაპიტალური რემონტი სჭირდება. ეს ერთი სადგური რაც არ უნდა ვარემონტოთ, ყველაფერს აქვს თავისი დრო – აქედან გამომდინარე ახალი ჰიდროელექტროსადგურები უნდა აშენდეს, მათ შორის მსხვილი და მცირეც, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და სერიოზულ კვლევევზე დაყრდნობით. ეს არის გზა, რომ ჩვენ გავამყაროთ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა, რომ ჩვენი საზოგადოების მიერ გადახდილი საფასური ელექტროენერგიაში, დარჩეს ქვეყანაში და აქაურ ბიზნესს მოხმარდეს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

Leave a Reply