Tag Archives: #ევროპა

„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მსოფლიოში ენერგორესურსებზე ფასების კატასტროფულ ზრდას გამოიწვევს“

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაგრძელება მთელ მსოფლიოში ენერგორესურსებზე ფასების კატასტროფულ ზრდას გამოიწვევს. კრემლის ლიდერი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ეკონომიკური ომის გამოცხადებად აფასებს. როგორც ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს, დასავლეთის მოწოდებებმა, რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების შესახებ, გლობალურ ბაზრებზე ნავთობისა და გაზის „ცხელება“ გამოიწვია.

Read More »

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის აგვისტოს ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 8%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 945 დოლარი შეადგინა. 1000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 1 ივნისს ასცდა. ზოგადად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა: თუ 23 თებერვალს ფიუჩერსების საანგარიშსწორებო ფასი 1038,6 დოლარი იყო ათასი კუბურ ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის აგვისტოს ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 1%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 750 დოლარი შეადგინა. 1000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 1 ივნისს ასცდა. ზოგადად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა: თუ 23 თებერვალს ფიუჩერსების საანგარიშსწორებო ფასი 1038,6 დოლარი იყო ათასი კუბურ ...

Read More »

დასავლეთმა რუსული ნავთობის ფასზე შესაძლოა, 40-60-დოლარიანი ლიმიტი დააწესოს

აშშ და მისი მოკავშირეები განიხილავენ რუსულ ნავთობზე ფასის ჭერის დადგენას ბარელზე 40-60 დოლარის ფარგლებში. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. ფასის განსაზღვრისას დასავლეთი ითვალისწინებს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდელ ფასებს და ასევე რუსული ნავთობის წარმოების რენტაბელურობას. სააგენტოს წყაროს ცნობით, ამერიკულ ადმინისტრაციაში ამ საკითხზე კვირაში რამდენიმე შეხვედრა იმართება და მომდევნო კვირებში ისინი კიდევ უფრო ინტენსიურს გახდიან მიზნის მისაღწევად საკითხზე მუშაობას. გარდა ...

Read More »

გერმანია „გაზის ლოკდაუნისთვის“ ემზადება

გერმანია რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების სრული გათიშვისთვის ემზადება, რასაც იქ უკვე უწოდებენ „გაზის ლოკდაუნს“. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. ყველაზე მეტად გაზი სამრეწველო საწარმოებს მოაკლდება. გაზის დეფიციტი მთელ ქვეყანას დაეტყობა, ხოლო ის გაზი, რომელიც იქნება, ეღირება ძალზე ძვირი. ამასთანავე, დეფიციტის სიმწვავე ჯერ უცნობია, ასევე, უცნობია ის, გათიშავს თუ არა რუსეთი ბუნებრივ აირს საერთოდ, თუ მის მიწოდებას ევროპისთვის მინიმუმამდე შეამცირებს. გერმანიის კანონმდებლობის ...

Read More »

ჩინეთი, გერმანია, იტალია – რომელი ქვეყნები აგრძელებენ რუსული ენერგორესურსების შესყიდვას

მიუხედავად არაერთი სანქციისა თუ დასავლეთის მიერ იმპორტის შეზღუდვისა, რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან 100 დღეში 97.7 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო წიაღისეული საწვავის ექსპორტით, 1 დღეში საშუალო შემოსავალი კი 977 მილიონი დოლარი იყო. ეს შემოსავალი მნიშვნელოვან როლს თამაშობს რუსეთის სამხედრო აგრესიის დაფინანსებაში. ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც რუსული ენერგომატარებლების შესყიდვას აგრძელებენ, შემდეგნაირად გამოიყურება: წყარო: Centre for Research on Energy and Clean Air (CREA).   ...

Read More »

იტალიაში, რუსული გაზის გარეშე, მძიმე ზამთარს პროგნოზირებენ

რუსეთიდან იტალიაში გაზის მიწოდება 15%-ით შემცირდა და თუ ის მთლიანად შეჩერდება, ქვეყანას რთული ზამთარი ელის, – განაცხადა იტალიის გარემოსდაცვითი გარდაქმნების მინისტრმა რობერტო ჩინგოლანმა ტელეარხ SkyTg24-თან ინტერვიუში. „თუ მოსკოვი გათიშავს გაზს, ზამთარი შეიძლება რთული იყოს”, – თქვა მან. მინისტრმ ამჟამად მთავარ ამოცანად ზამთრისთვის გაზის მიწოდების გარანტიები დაასახელა, როდესაც სწორედ აღნიშნულ პერიოდში იქნება სამრეწველო და საყოფაცხოვრებო მოხმარების პიკი. მისივე თქმით, უკრაინაში კონფლიქტის გამო, რუსეთიდან მიწოდება ...

Read More »

ევროპაში 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა, $1 600-ს გადააჭარბა

ევროპაში, 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა, $1 600-ს გადააჭარბა, აღნიშნულს ლონდონის ბირჟის მონაცემები ადასტურებს. ნიდერლანდებში, აგვისტოს ფიუჩერსის ფასმა 1 000 კუბურ მეტრზე $1 606,5 შეადგინა. ჯამში, ვაჭრობის დაწყებიდან 1 000 კუბური მეტრი გაზის ფასი 6,5%-ით გაიზარდა. ბოლო რამდენიმე კვირაა რუსეთმა გაზის მიწოდება შეუმცირა იტალიას, გერმანიას, საფრანგეთსა და ავსტრიას. მოსკოვმა თქვა, რომ ტექნიკური პრობლემების გამო ბალტიის ზღვის ქვეშ გამავალი „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენის ...

Read More »

რუსეთი „ჩრდილოეთ ნაკადის“ ორივე მილსადენს 10 დღით კეტავს

რუსული მხარე იუწყება, რომ „ჩრდილოეთ ნაკადის“ ორივე მილსადენი 10 დღით მუშაობას შეწყვეტს. მილსადენების ჩაკეტვის მიზეზი დაგეგმილი ტექნიკური ინსპექტირებაა. „2022 წლის 11 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით „ჩრდილოეთი ნაკადის“ გაზსადენის ორივე ხაზი დაგეგმილი ინსპექტირების მიზნით დროებით იკეტება. კერძოდ, შემოწმდება მექანიკური კომპონენტების და ავტომატიზაციის სისტემების მუშაობა. განრიგი და სამუშაო გეგმა წინასწარ იყო შეთანხმებული სატრანსპორტო ჯაჭვის ყველა მხარესთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Read More »

უკრაინა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტს იწყებს

ევროპულ სისტემასთან ახალი შეთანხმება უკრაინას წლის ბოლომდე 1,6 მილიარდი დოლარის შემოსავალს მოუტანს. კიევი წარმატებით იწყებს ევროპის ენერგეტიკული ბაზრის დაპყრობას, რაც მას ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის საშუალებას მისცემს. აღნიშნული კარგი შესაძლებლობაა მძიმე ომში მყოფი ქვეყნისთვის, ასევე თავად ევროპისთვისაც რომელიც ცდილობს განთავისუფლდეს რუსეთზე ყველანაირი სახის ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან გალუშჩენკომ სამშაბათს განაცხადა, რომ ევროპის ენერგეტიკული სისტემა ENTSO-E ხუთშაბათს დაიწყებდა ელექტროენერგიის ...

Read More »