რუსეთი „ჩრდილოეთ ნაკადის“ ორივე მილსადენს 10 დღით კეტავს

რუსული მხარე იუწყება, რომ „ჩრდილოეთ ნაკადის“ ორივე მილსადენი 10 დღით მუშაობას შეწყვეტს.

მილსადენების ჩაკეტვის მიზეზი დაგეგმილი ტექნიკური ინსპექტირებაა.

„2022 წლის 11 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით „ჩრდილოეთი ნაკადის“ გაზსადენის ორივე ხაზი დაგეგმილი ინსპექტირების მიზნით დროებით იკეტება.

კერძოდ, შემოწმდება მექანიკური კომპონენტების და ავტომატიზაციის სისტემების მუშაობა.

განრიგი და სამუშაო გეგმა წინასწარ იყო შეთანხმებული სატრანსპორტო ჯაჭვის ყველა მხარესთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Leave a Reply