Tag Archives: #ენერგეტიკა

„თელასი“ მოსახლეობას მიმართავს

ელექტროტრავმატიზმის პრევენციის მიზნით, „თელასი“ მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, დაუყოვნებლივ აცნობონ ინფორმაცია კომპანიის ობიექტებზე უსაფრთხოების ტექნიკის ნორმების დარღვევის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით „თელასი“ განცხადებას ავრცელებს. „საჰაერო ხაზის გაწყვეტილი ან ჩამოკიდებული სადენის, გაშიშვლებული კაბელის, სატრანსფორმატორო ქვესადგურების, ძალოვანი კარადების და ელექტრომრიცხველების ღია კარების აღმოჩენის შემთხვევაში, სს „თელასი“ თხოვს მოსახლეობას შეატყობინონ ეს ინფორმაცია კომპანიას ოპერატიული რეაგირებისთვის. მომხმარებლებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია ან ფოტომასალა: „თელასი“-ს ვებ-გვერდის ონლაინ ჩატის (www.telasi.ge) ...

Read More »

შმიგალი: უკრაინაში ყოველდღიურად დაახლოებით 8.5 ათასი გენერატორი შემოდის

უკრაინის ენერგოსისტემა რუსი ოკუპანტების ახალი თავდასხმებისთვის ემზადება, წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ფეისბუქზე 20 ნოემბერს. “უკრაინის ენერგოსისტემა ახალი თავდასხმების ქვეშაა. ამიტომ მთავრობა ემზადება მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარისთვის”, – წერს ის. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინა გაააქტიურებს ენერგოწარმომქმნელი ობიექტების იმპორტს. “თითოეულ უკრაინელს შეუძლია გენერატორის ან დამტენი სადგურის შემოტანა საზღვარგარეთიდან გადასახადისა და დღგ-ს გადახდის გარეშე. დაახლოებით 8500 გენერატორის კომპლექტი შემოდის დღეში”, – თქვა ...

Read More »

ვინც ნამახვანის და სხვა ჰესების მშენებლობა გააჩერა, დასასჯელია – რომან გოცირიძე

“ენგურის ჰესის წყალსაცავში წყლის ზამთრის მარაგი ისე ამოიწურა, რომ ზამთარი არც კი დამდგარა.ვინც ნამახვანის და სხვა ჰესების მშენებლობა გააჩერა (მთავრობა პირველ რიგში, რუსეთიდან მართულ მავნებლებთან ერთად), არის დასასჯელი.” წერს სოციალურ ქსელში ენმ-ს დეპუტატი რომან გოცირიძე.

Read More »

ლევან დავითაშვილი – ​AGRI-ის პროექტმა, რომელიც გულისხმობდა ევროპისთვის საქართველოს გავლით კასპიის ზღვის გაზის მიწოდებას, წელს განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა

პროექტმა AGRI-მ, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს ჯერ კიდევ 2015 წელს ჰქონდათ დაწყებული და გულისხმობდა საქართველოს გავლით კასპიის ზღვის გაზის მიწოდებას ევროპისთვის, მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელმაც „NLG ტერმინალის“ მშენებლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. ლევან დავითაშვილის ...

Read More »

უნგრელი მინისტრი Rosatom-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმს ესწრება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოჭში ჩაფრინდა სახელმწიფო ჰოლდინგ Rosatom-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ უნგრელი ოფიციალური პირი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას. „Atomexpo ბირთვული ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა. გლობალური ენერგეტიკული კრიზისის პირობებში ქვეყნისთვის უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანია საჭირო რაოდენობის ენერგიის წარმოება. პაკსის ატომური ელექტროსადგური მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ფორუმი 21-22 ნოემბერს ...

Read More »

ზელენსკი: კიევის, ოდესისა და ხარკოვის რეგიონებში ელექტროენერგიის პრობლემაა ყველაზე მწვავედ დგას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ღამის მიმართვაში განაცხადა, რომ მუშაობა გრძელდება ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით იმ ადგილებში, რომელთა ინფრასტრუქტურაც ამ კვირაში რუსული დარტყმების სამიზნე იყო. „ჩვენ ვმუშაობთ მთელი ქვეყნის მასშტაბით სიტუაციის სტაბილიზაციისთვის“, – განაცხადა მან. „ელექტროენერგიაზე ყველაზე მეტი პრობლემაა ქალაქ კიევსა და კიევის ოლქში, ქალაქ ოდესასა და ოდესის ოლქში, ქალაქ ხარკოვსა და ხარკოვის ოლქში. ვინიცია, ტერნოპოლი, ჩერკასი, ჩერნიგოვი და სხვა რეგიონები ...

Read More »

ოქტომბერში ელექტროენერგიის იმპორტი 14-ჯერ გაიზარდა

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტი განაახლა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში ქვეყანამ 5,981 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია იყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 14-ჯერ აღემატება. გასული წლის ოქტომბერში საქართველომ მხოლოდ 414,4 ათასი დოლარის დენი შეიძინა. აღსანიშნავია, რომ წელს ოქტომბერში საქართველომ ელექტროენერგია თითქმის სულ რუსეთში იყიდა – 5,979 მლნ დოლარის ღირებულების, მხოლოდ 2,42 ათასი დოლარის შეიძინა აზერბაიჯანში. შეგახსენებთ იმასაც, რომ ...

Read More »

ძლიერი აფეთქება სანკტ-პეტერბურგში – წინასწარი მონაცემებით, აფეთქებულია გაზსადენი

19 ნოემბერს დღისით აფეთქება მოხდა „ბელოუსოვო-ლენინგრადის“ მაგისტრალის გაზსადენზე, რასაც შემდგომში ხანძარი მოჰყვა. კომპანია „გაზპრომ სანქტ-პეტერბურგის“ ცნობით, რაც შემდეგ გუბერნატორმა, ალექსანდრ დროზდენკომაც დაადასტურა თავის ტელეგრამის არხში, – აფეთქება მოხდა პეტერბურგის საზღვართან სოფლებს, ბერნგარდოვკასა და კოვალიოვოს შორის. ლენინგრადის რეგიონის გუბერნატორი დარწმუნებულია, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და არ არსებობს ხანძრის საცხოვრებელ ადგილებში გავრცელების საშიშროება.

Read More »

რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შედეგად, უკრაინის ენერგოსისტემის 50 პროცენტი მწყობრიდან გამოვიდა

რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შედეგად, უკრაინის ენერგეტიკული სისტემის, თითქმის, 50% მწყობრიდან გამოვიდა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. როგორც ცნობილია, რუსეთი განაგრძობს სარაკეტო დარტყმებს უკრაინის სამოქალაქო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რითაც ებრძვის მშვიდობიან მოსახლეობას და ართმევს მათ შუქს, წყალს, სითბოს და კომუნიკაციას ზამთრის პერიოდში. „მხოლოდ 15 ნოემბერს რუსეთმა 100-მდე რაკეტა ესროლა უკრაინის ქალაქებს. ჩვენი ენერგოსისტემის თითქმის ნახევარი გათიშულია“, – დასძინა უკრაინის მთავრობის ...

Read More »

სიცივე და თოვლი ენერგოკრიზისის ფონზე

რუსეთი აგრძელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე. ამ დროს კიევში პირველი თოვლი მოვიდა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ხალხის ტანჯვას, რომელიც საკვების, წყლისა და ელექტროენერგიის დეფიციტს ებრძვის. კიევი აცხადებს, რომ 10 მილიონი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რუსეთის სარაკეტო დარტყმების ბოლო ტალღის შემდეგ. სულ უფრო მეტი მცხოვრები დგება რიგში დახმარების მისაღებად ხერსონში. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ელექტრომომარაგების აღსადგენად, ხელისუფლებამ გააფრთხილა ხალხი, რომ ...

Read More »