Tag Archives: #პოლონეთი

პოლონეთმა „გაზპრომისა“ და რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

პოლონეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა სანქციების პირველი სია, რომელშიც შესულია რუსული „გაზპრომი“ და რიგი რუსი და ბელორუსი ოლიგარქები – სულ 50 იურიდიული და ფიზიკური პირი. ამის შესახებ, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მარიუშ კამინსკი აცხადებს. „სანქციების მიზანია რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობისას რუსული მხრის დაფინანსების შეზღუდვა. კანონი სანქციების შესახებ ვრცელდება იმ ოლიგარქებზე, რომლებიც პოლონეთში აწარმოებენ ბიზნესს“, – ნათქვამია ინფორმაციაში. სანქციების პირველ პაკეტშია 50 პუნქტი, რომელშიც არიან ...

Read More »

„როიტერი“: რუსეთმა პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

რუსეთმა პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ პოლონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, პოლონეთის გაზის სახელმწიფო კომპანია PGNIG SA-ში, რომელიც გაზს რუსული კომპანია „გაზპრომისგან“ ყიდულობს, კომენტარის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

Read More »

პოლონეთში ქვანახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

პოლონეთის ქალაქ სილეზიაში ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა და შვიდი დაიკარგა. აფეთქება დაახლოებით ათასი მეტრის სიღრმეზე, პავლოვიცეში მდებარე პნიოვეკის მაღაროში მოხდა, რომელსაც მართავს სამთო კომპანია Jastrzebska Spolka Weglowa (JSW). კომპანიის წარმომადგენლის თქმით, სამაშველო ოპერაცია უნდა შეჩერებულიყო ხანძრის გამო. ხელისუფლების განცხადებით, ოპერაციის დროს შვიდ მაშველთან კონტაქტი დაიკარგა. ექიმების თქმით, ზოგიერთი დაშავებულის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია. მათ ფილტვებისა და ...

Read More »

პოლონეთმა რუსული ქვანახშირის შესყიდვაზე ემბარგო დააწესა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრე ერმაკის ინფორმაციით, პოლონეთმა რუსული ქვანახშირის შესყიდვაზე ემბარგო დააწესა. მისივე ცნობით, ქვეყანა სხვა სანქციებსაც უწესებს აგრესორ სახელმწიფოს. “რუსეთთან ეკონომიკური ომი გრძელდება. პოლონეთმა რუსულ ქვანახშირზე ემბარგო დააწესა. ასევე, მიიღო სპეციალური გადაწყვეტილებების შესახებ აქტი, რომელსაც ხელს აწერს პოლონეთის პრეზიდენტი და რომელიც იმ სუბიექტების აქტივების გაყინვის შესაძლებლობას განიხილავს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში”, – აცხადებს ერმაკი. ანდრე ერმაკი ...

Read More »

პოლონეთის ხელისუფლებას სურს, წლის ბოლომდე რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტზე უარი თქვას

პოლონეთის ხელისუფლებას სურს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტზე უარი თქვას. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს. როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, პოლონეთი გეგმავს, ყველაფერი გააკეთოს, რომ 2022 წლის ბოლომდე რუსეთიდან ნავთობის იმპორტი შეწყვიტოს. „ჩვენ წარმოვადგენთ ევროპაში ყველაზე რადიკალურ გეგმას რუსულ ნავთობზე, რუსულ გაზზე, რუსულ ქვანახშირზე უარის თქმის შესახებ. ეს გეგმა აუცილებელია ევროპისთვის, რომ ის საბოლოოდ მოვიდეს ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

პოლონეთი 2023 წლიდან რუსული გაზის შესყიდვას მთლიანად წყვეტს

პოლონეთი წლის ბოლოდან რუსეთისგან გაზის შესყიდვას წყვეტს. ამის შესახებ RMF FM-ის ეთერში პოლონეთის მთავრობის კომისარმა, პეტრე ნაიმსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად, რუსული გაზი პოლონეთის იმპორტის დიდ ნაწილს წარმოადგენს, თუმცა, მისი ჩანაცვლება სახელმწიფო კომპანია PGNiG-ს შეუძლია. ნაიმსკის განმარტებით, კომპანიას კონტრაქტების პორტფელი აქვს, რომლებიც რუსულ მიწოდებას ჩაანაცვლებს. პეტრე ნაიმსკი ამბობს, რომ „ოქტომბერში გაზსადენი Baltic Pipe ექსპლუატაციაში შედის და ჩვენ უკვე გვაქვს გაფართოებული ...

Read More »

ქვანახშირის მოპოვების სამუშაოების გაგრძელების გამო, ევროპული კომისია ევროკავშირის დაფინანსებიდან თანხებს დაუკავებს პოლონეთს

ევროპულმა კომისიამ პოლონეთს აცნობა, რომ ევროკავშირის რეგულარული დაფინანსებიდან დაუკავებს ფულად სახსრებს, რათა დაიფაროს პოლონეთისთვის ევროსასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმები, რომელიც ამ ქვეყანამ არ გადაიხადა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. როგორც მედია აღნიშნავს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპული კომისია უჩერებს დახმარების გაცემას წევრ სახელმწიფოს, რადგანაც ის არ ემორჩილება ევროკავშირის უმაღლესი სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას. შარშან, სექტემბერში სასამართლოს გადაწყვეტილებით პოლონეთს ყოველდღიურად 500 ათასი ევროს ჯარიმის ...

Read More »

პოლონეთი უკრაინას ამერიკულ თხევად გაზს მარტში მიაწოდებს

პოლონურმა ენერგეტიკულმა კომპანიამ PGNiG-მ გააფორმა ხელშეკრულება ამერიკულ-უკრაინულ კომპანია Energy Resources of Ukraine-თან უკრაინაში თხევადი ბუნებრივი აირის ერთჯერად მიწოდებაზე, რომელიც პოლონეთმა შეერთებული შტატებიდან მიიღო. აღნიშნულის შესახებ თავად PGNiG იტყობინება. „ამერიკული LNG ტანკერი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკის სახელობის LNG ტერმინალში მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს შევა. რეგაზიფიკაციის შემდეგ, საწვავი მიეწოდება პოლონეთის გადამცემ სისტემას. ERU Europe მიიღებს შეძენილ საწვავს, რომელიც შეასრულებს პოლონეთსა და უკრაინას შორის ...

Read More »

პოლონეთი რუსულ ბუნებრივ აირზე საბოლოოდ უარის თქმას აპირებს

დასრულებულია მილსადენის ყველაზე რთული მონაკვეთის მშენებლობა, რომლითაც პოლონეთი ნორვეგიიდან ბუნებრივ აირს მიიღებს. პროექტის საბოლოო დასრულება 2022 წლის ბოლოსთვის იგეგმება, ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. გაზსადენის ამოქმედების შემდეგ პოლონეთი რუსულ ბუნებრივ აირზე საბოლოოდ უარის თქმას შეძლებს. გაზსადენის, Baltic Pipe-ის ყველაზე რთული ნაწილის, ბალტიის ზღვის მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა. მილსადენის ბოლო ნაწილის დასრულების შემდეგ დანია და პოლონეთი ერთმანეთს დაუკავშირდა. პროექტი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. მილსადენის ...

Read More »

პოლონეთის პრემიერი – პოლონეთი საჭიროდ თვლის, დაუყოვნებლივ შეჩერდეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი

პოლონეთი საჭიროდ თვლის, დაუყოვნებლივ შეჩერდეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი და აპირებს, ამ ნაბიჯის გადადგმისკენ გერმანიის მომავალ კანცლერს, ოლაფ შოლცს მოუწოდოს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ გერმანულ „ბილდთან“ საუბარში განაცხადა. „ჩვენ ახლა პოლონეთში ევროკავშირის საზღვრებს ვიცავთ. თუ უფრო ფართო პერსპექტივაზეა საუბარი, მაშინ ერთად ვიმუშაოთ მშვიდობისთვის და არ მივცეთ ვლადიმირ პუტინს დამატებითი თანხები, რომლითაც მას შეუძლია გააგრძელოს შეიარაღება“, – აღნიშნა მორავიეცკიმ. მანამდე, 16 ნოემბერს, ქსელების თაობაზე ფედერალურმა სააგენტომ (BNetzA) ...

Read More »