Tag Archives: #ელექტროსადგური

თუ ახლა არ ვუშველეთ ენერგეტიკას ზამთარში შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვექმნას

“ექვსივე ბლოკი ერთად რომ აფეთქდეს, ევროპაში ყველაფერი დამთავრდება” – ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის აფეთქების შემთხვევაში?

“ზა­პო­რო­ჟი­ეს ელექტრო­სად­გუ­რი ჩერ­ნო­ბილ­ზე 6-ჯერ მეტი სიმ­ძლავ­რის სად­გუ­რია – ერთ-ერთ ბლოკ­ზე მა­ინც რომ მოხ­დეს ის, რაც ჩერ­ნო­ბილ­ში, ეფექ­ტი 10-15 ჯერ უფრო უა­რე­სი იქ­ნე­ბა” – ამის შე­სა­ხებ ენერ­გე­ტი­კოს­მა გია არა­ბი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა “ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და. კი­თხვა­ზე, რა ზი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის ჰერ­მე­ტუ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ენერ­გე­ტი­კო­სის თქმით, ეს სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, მათ შო­რის ქა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. “ზა­პო­რო­ჟი­ეს ექ­ვსი­ვე ბლო­კი ერ­თად რომ ...

Read More »

ბორის ჯონსონი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარის გამო გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ უახლოეს ხანში გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს. მისივე თქმით, სხდომაზე განიხილება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი მდგომარეობა. „პუტინის უგუნური ქმედებები შეიძლება, დაემუქროს ევროპის უსაფრთხოებას“,- განაცხადა ჯონსონმა. ლიდერები სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ საჭიროა რუსეთმა შეწყვიტოს თავდასხმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე და საგანგებო სიტუაციების სამსახურებს მიეცეთ საშუალება, იმუშაონ ადგილზე.

Read More »

ზაპოროჟიეს საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსი – ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება დაცულია

ზაპოროჟიეს საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრ სტარუხის განცხადებით, ამბობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება დაცულია. ალექსანდრ სტარუხმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ის ესაუბრა ატომური ელექტროსადგურის უფროსს და მან დაარწმუნა, რომ სადგურის უსაფრთხოება დაცულია. უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში ატომურ ელექტროსადგურში ხანძარია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი რუსეთის მიერ ატომურ ელექტროსადგურზე მიტანილი იერიშის შედეგად გაჩნდა. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები ბირთვული ტერორიზმია.

Read More »

რუსეთის ჯარი უკრაინაში უდიდეს ატომურ სადგურს უახლოვდება

უკრაინის ატომური ენერგიის ინდუსტრიის ხელმძღვანელმა საერთაშორისო დამკვირვებლებს მოუწოდა ჩაერთონ ქვეყნის 15 ბირთვული რეაქტორის დაცვაში, რადგან რუსული ჯარი ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს უახლოვდება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო სიტუაციის შესაფასებლად 2 მარტს ვენაში საგანგებო სხდომას მოიწვევს. სააგენტო რამდენიმე დღეა ავრცელებს გაფრთხილებას, რომ ომი ქმნის უფრო ფართო ტრაგედიის რისკს ბირთვული ენერგიის ინფრასტრუქტურის დაზიანებით. “უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ძალიან ყურადღებით და სერიოზული შეშფოთებით ვაკვირდები, განსაკუთრებით ...

Read More »

როგორ მუშაობს ბირთვული რეაქტორი — ყველაფერი ატომური ენერგიის შესახებ

რა არის ბირთვული ენერგია? 1945 წლის 6 აგვისტოს იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ციდან 3 მეტრი სიგრძის მქონე ატომური ბომბი ჩამოვარდა. ამ მომენტიდან ერთი წუთის გასვლაც არ გამხდარა საჭირო იმისათვის, რომ ყველაფერი, რაც ბომბის აფეთქებიდან 2 კილომეტრის მანძილზე იყო, განადგურებულიყო და იმისათვის, რომ ამ 3-მეტრიან ბომბს ათიათასობით ადამიანის სიკვდილი გამოეწვია. 1986 და 2011 წლებში ამას დაემატა ორი ყველაზე ძლიერი ბირთვული კატასტროფა ჩერნობილსა და ფუკუშიმაში, ...

Read More »

კლიჩკო: კიევის მე-6 თესის სიახლოვეს 5 აფეთქება დაფიქსირდა

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევის მე-6 თბოელექტროსადგურის სიახლოვეს 3-5 წუთის ინტერვალში 5 აფეთქება დაფიქსირდა. თესი კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს და უკრაინაში მსგავსი ტიპის უდიდეს სადგურად ითვლება. ის უკრაინას, მათ შორის კიევს, ელექტროენერგიით ამარაგებს. კლიჩკოს განცხადებით, დეტალები დგინდება. მანამდე უკრაინის მერმა განაცხადა, რომ ქალაქი თავდაცვის ფაზაზე გადადის. რუსეთი კიევის დაკავებას ცდილობს.

Read More »

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: ჩერნობილს საჰაერო-სადესანტო ძალები აკონტროლებენ

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რაიონს სრულად აკონტროლებენ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების ქვედანაყოფები. ამის შესახებ, როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, დღეს, 25 თებერვალს, მოსკოვში განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა. მისი მტკიცებით, „რუსი მედესანტეების და ატომური ელექტროსადგურის დაცვის უკრაინული ბატალიონის სამხედროების ერთობლივი მოქმედება არის იმის გარანტია, რომ ნაციონალისტური ფორმირებები, ან სხვა ტერორისტული ორგანიზაციები ვერ შეძლებენ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამოყენებას ბირთვული პროვოკაციის ...

Read More »

რუსმა სამხედროებმა ჩრდილოეთ ყირიმში კახოვკას ჰიდროელექტროსადგური აიღეს

უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვაია-კახოვკას თავზე სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პირებმა რუსეთის ფედერაციის დროშა აღმართეს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი ვიდეოები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა ჩრდილოეთ ყირიმის არხის მთავარი შენობა და კახოვსკის ჰიდროელექტროსადგური დაიკავეს.

Read More »

დონეცკში სეპარატისტებმა ელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს

უკრაინულ მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ასახულია, რომ ოკუპირებულ დონეცკში სეპარატისტებმა ელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს. ცნობისთვის, გუშინ ვლადიმირ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე. წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი” ცნო.

Read More »
მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

ისრაელი, იორდანია და საამიროები შეთანხმდნენ, რომ იორდანიაში მზის ელექტროსადგური ისრაელში მდებარე საწარმოსთვის ენერგიას გამოიმუშავებს

ისრაელი, იორდანია და არაბთა გაერთიანებული საამიროები მომდევნო კვირას ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომლის მიხედვით, იორდანიის უდაბნოში მზის ელექტროსადგური გამოიმუშავებს ენერგიას ისრაელში ზღვის წყლისგან მარილის გამოცალკევების საწარმოსთვის, რომლითაც იორდანია სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Times of Israel იტყობინება. არსებული ცნობებით, შეთანხმებების გაფორმება დუბაიში მომავალ კვირას სამ ქვეყანას შორის ფარული მოლაპარაკებების შემდეგ იგეგმება. მედიის ინფორმაციით, ამ ტიპის მოლაპარაკებებში ამერიკული მხარეც იყო ჩართული, კლიმატის საკითხებზე ...

Read More »