Tag Archives: #ტყე

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ამ წუთებში ადგილზე მიმდინარეობს დარჩენილი კერების დამუშავება. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ავიაციაც.

Read More »

შავნაბადაზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ავიაციაც ჩაერთო

შავნაბადაზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ავიაციაც მონაწილეობს. შავნაბადაზე რამდენიმე ფერდი იწვის. შეინიშნება ცეცხლის რამდენიმე კერა და ძლიერი გაკვამლიანება. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვერტმფრენებთან ერთად ცეცხლის ქრობის პროცესში ასევე ჩართულია თურქული თვითმფრინავიც, რომელსაც 8-ტონიანი წლის ავზი აქვს. შავნაბადაზე ცეცხლი ფიჭვის ხეებს უკიდია. ადგილზე შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ფართობზე გავრცელდა ცეცხლი.

Read More »

შავნაბადაზე ძლიერი ხანძარია

ამ წუთებში, ძლიერი ხანძარია შავნაბადას ტერიტორიაზე. ცეცხლი ტყის მასივს და ბალახს უკიდია. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ დროისთვის, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

Read More »

ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა – უახლესი ცნობები ბორჯომის ხეობიდან

ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის ქრო­ბის პრო­ცე­სი დას­კვნით ეტაპ­ზე გა­და­ვი­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის ცე­ცხლის დარ­ჩე­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე მცი­რე მას­შტა­ბის აქ­ტი­უ­რი და მხრჩო­ლა­ვი კერა მუ­შავ­დე­ბა. გაყ­ვა­ნი­ლია გზე­ბი მძი­მე ტექ­ნი­კის დახ­მა­რე­ბით და გრძელ­დე­ბა დარ­ჩე­ნილ კე­რებ­თან გზე­ბის მიყ­ვა­ნის პრო­ცე­სი. მა­თი­ვე ცნო­ბით, დი­ლი­დან სა­ლო­კა­ლი­ზა­ციო-სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს ავი­ა­ცია. “ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­ნა­ყო­ფე­ბის მიერ ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ხან­ძრის სა­ლო­კა­ლი­ზა­ციო-სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში ...

Read More »

ბორჯომში ხანძარს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების 400-ზე მეტი თანამშრომელი ებრძვის

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად არიან ჩართულები. დაცული ტერიტორიების სააგენტოს 135 რეინჯერი, ეროვნული სატყეო სააგენტოს 160 მეტყევე და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 120 თანამშრომელი ამ დრომდე იმყოფება შემთხვევის ადგილზე და ხანძრის სრულ ლიკვიდირებამდე ტერიტორიას არ დატოვებენ. ამ დროისთვის, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ძალები, მეხანძრე-მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა ...

Read More »

შსს – ბორჯომში ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები გაძლიერებული ძალებით, მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, კვლავ აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. „დილიდან მუშაობა განაახლეს ...

Read More »

ქვაბისხევის მიმდებარედ ცეცხლის ფართობი იზრდება და ტყის მასივზე ვრცელდება

ქვაბისხევის მიმდებარედ, ცეცხლი უკვე ტყის მასივზე ვრცელდება და ფართობი იზრდება. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ქარი. ტყის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 100 მეხანძრე (როგორც ადგილობრივი, ასევე მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან) და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც თავდაპირველად შეასრულა სამუშაო. შემდეგ კი დროებით გაჩერდა. ვერტმფრენმა მუშაობა ახლახან განაახლა. რელიეფი არის კლდოვანი და მიუვალი. გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე გამოჩნდა კიდევ ერთი ვერტმფრენი, რომელმაც სადაზვერვო სამუშაოები შეასრულა.

Read More »

როგორ უნდა დავიცვათ ტყე-პარკები ხანძრისგან

ძალიან სამწუხაროდ ტყისა და ველის ხანძრებს 90%-ზე მეტი არის ადამიანის დაუდევრობით გამოწვეული და ეს რისკი ძალიან მაღალია ზაფხულში, აქტიური დასვენების პერიოდში, – როგორ უნდა დავიცვათ ტყე-პარკები ხანძრისგან ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა „ქრონიკაში“ ისაუბრა. „ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც არა მხოლოდ უყურადღებოდ დატოვებული კოცონი გამხდარა ხანძრის წარმოშობის წყარო, არამედ ის ნარჩენებიც, რომელსაც ჩვენ გადაადგილებისას ვტოვებთ. არ სჭირდება ...

Read More »

საფრანგეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან – ათასობით ადამიანი სახლებს ტოვებს

ხანძრის გამო უკვე გაანადგურა 16 სახლი, დაიწვა 6 000 ჰექტარი და 6 000-მა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დატოვა. კიდევ ერთი ხანძარი მეინ და ლუარის ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც 650 ჰექტარი უკვე დაიწვა და კიდევ 500 საფრთხის ქვეშაა. ცნობისთვის, სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში ხანძრები ივლისის თვეშიც მძვინვარებდა. მანამდე გაჩენილმა ორმა ხანძარმა 20 000 ჰექტარზე მეტი ტყე გაანადგურა და თითქმის 40 000 ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია.

Read More »