Tag Archives: #ინფრასტრუქტურა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვითარება გართულებულია

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვითარება გართულებულია. სააგენტოს დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, კავშირი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების კონტროლის სისტემებთან, საიდანაც სააგენტო მონაცემებს დისტანციურად იღებდა, შეწყვეტილია. ამასთან, გროსის თქმით, უკრაინულმა მხარემ აცნობა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხო მართვის უზრუნველსაყოფად, სულ უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი ხდება დაახლოებით 210 ტექნიკური და უსაფრთხოების პერსონალის შეცვლა, რომლებიც ქარხანაში მუშაობენ მას შემდეგ, ...

Read More »

რუსეთის ჯარი უკრაინაში უდიდეს ატომურ სადგურს უახლოვდება

უკრაინის ატომური ენერგიის ინდუსტრიის ხელმძღვანელმა საერთაშორისო დამკვირვებლებს მოუწოდა ჩაერთონ ქვეყნის 15 ბირთვული რეაქტორის დაცვაში, რადგან რუსული ჯარი ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს უახლოვდება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო სიტუაციის შესაფასებლად 2 მარტს ვენაში საგანგებო სხდომას მოიწვევს. სააგენტო რამდენიმე დღეა ავრცელებს გაფრთხილებას, რომ ომი ქმნის უფრო ფართო ტრაგედიის რისკს ბირთვული ენერგიის ინფრასტრუქტურის დაზიანებით. “უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ძალიან ყურადღებით და სერიოზული შეშფოთებით ვაკვირდები, განსაკუთრებით ...

Read More »

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა უარყვეს, რომ რუსულმა ძალებმა მსოფლიოში უდიდეს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაამყარეს

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა უარყვეს, რომ რუსულმა ძალებმა მსოფლიოში უდიდეს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაამყარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო ბირთვულმა კომპანიამ მოსკოვის ოფიციალურ განცხადებებს, რომ ელექტოსადგური დაიკავეს და ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, აბსოლუტური სიცრუე და სიყალბე უწოდა.

Read More »

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: ჩერნობილს საჰაერო-სადესანტო ძალები აკონტროლებენ

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რაიონს სრულად აკონტროლებენ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების ქვედანაყოფები. ამის შესახებ, როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, დღეს, 25 თებერვალს, მოსკოვში განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა. მისი მტკიცებით, „რუსი მედესანტეების და ატომური ელექტროსადგურის დაცვის უკრაინული ბატალიონის სამხედროების ერთობლივი მოქმედება არის იმის გარანტია, რომ ნაციონალისტური ფორმირებები, ან სხვა ტერორისტული ორგანიზაციები ვერ შეძლებენ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამოყენებას ბირთვული პროვოკაციის ...

Read More »

რუსი სამხედროების მიერ ჩერნობილის სადგურის აღების შემდეგ იქ რადიაციის დონე გაიზარდა

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ზონაში, რომელიც 24 თებერვალს საღამოს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს, რადიაციის დონის მატება შეინიშნება. ამის შესახებ vlasti.net იუწყება. ინფორმაციას უკრაინის ბირთვული რეგულირების ინსპექცია ავრცელებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, რადიაქტიური კონტროლის ავტომატიზებული სისტემა გამა-გამოსხივების სიმძლავრის მნიშვნელოვან ზრდას აფიქსირებს. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის ზონაში რუსი სამხედროები 24 თებერვალს შევიდნენ. მათ სადგურის პერსონალი მძევლად აიყვანეს.  

Read More »

ლუკ კოფი: ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის მილსადენი მარილიანი წყლით უნდა გაივსოს

“ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, ლუკ კოფი პუტინის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას ეხმაურება და წერს, რომ რუსეთს უმძიმესი ეკონომიკური სანქციები უნდა დაუწესდეს. “პუტინი კიდევ ერთ ევროპულ ქვეყანას ანადგურებს. ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის მილსადენი მარილიანი წყლით უნდა გაივსოს. რუსეთს უმძიმესი ეკონომიკური სანქციები უნდა დაუწესდეს”, – წერს ლუკ კოფი.

Read More »

ლევან დავითაშვილი – „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ყოველთვის მზად ვიყავით ღია დიალოგისთვის და მე დღესაც მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში საუბრისთვის

პლატფორმაში, რომელიც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მეშვეობით შეიქმნა, სამწუხაროდ, ვერ დავინახეთ „რიონის ხეობის მცველების“ აქტივობა და ენთუზიაზმი, ვთხოვდი, რომ ეს პლატფორმა გამოვიყენოთ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის კომპეტენტური ორგანო, რომელიც ასეთი ტიპის კომუნიკაციის კუთხით გამოცდილია. ამასთან, დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრო დიალოგისთვის მზად არის და მისივე ...

Read More »

ლევან დავითაშვილი „ენკასთან“ ხელშეკრულებაზე: ზოგადად ეს კომპლექსური საკითხია, ამიტომ უნდა დაველოდოთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შესახებ სრული ინფორმაცია ექნება საზოგადოებას

რაც შეეხება „ენკას“, ეს პროცესი საკმაოდ რთულია, კომპანია „ენკას“ თავისი პრეტენზიები გააჩნია, ისინი შეფერხდნენ მუშა პროცესში. მათ ასევე, გარკვეული წინადადებები აქვთ, თუმცა ჩვენ შეიძლება რაღაცებს ვითვალისწინებდეთ და რაღაცებში არ ვეთანხმებოდეთ, ამიტომ ეს პროცესი იქნება სამართლებრივი და ბუნებრივია, რომ ვიდრე არ იქნება ამ სამართლებრივი პროცესის პროგრესი, ჩვენ ამაზე მეტ ინფორმაციას ვერავის მივაწვდით, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად. ...

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

2015 წლიდან ავტოგასამართი სადგურების რიცხვი 29%-ით გაიზარდა და 1 232 შეადგინა

2015 წლიდან 29%-ით გაზრდილია ავტოგასამართი სადგურების რიცხვი და ის 1232-ია. ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, 5 მსხვილი კომპანიის წილი ავტოგასამართი სადგურების კომპენენტში 40%-ს აღწევს. „2012 წელს, ბაზრის იმპორტის დონეზე წარმოდგენილი იყო 8 ეკონომიკური აგენტი, 2021 წელს მათი რიცხვი 39-ია. საცალო ბაზარზე 5 ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი 58%-ია, მაშინ როდესაც, 2013 წელს მხოლოდ 5 იყო. 2015 წლიდან ...

Read More »

ბაიდენი: უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში არავითარი Nord Stream 2 არ იქნება

გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ ისაუბრა გერმანიაში მიმავალი რუსული გაზსადენის, Nord Stream 2-ის შესახებ. “თუ რუსული ტანკები და ჯარისკაცები კიდევ ერთხელ გადაკვეთენ უკრაინის საზღვარზე, გაზსადენს ბოლო მოეღება. გპირდებით ჩვენ ამას შევძლებთ”,- თქვა პუტინმა. ამასთანავე ბაიდენს არ დაუკონკრეტებია თუ კონკრეტულად რა მექანიზმებით შეაჩერებს Nord Stream-ს. გაზსადენის შესახებ დასმულ კითხვაზე პირდაპირ პასუხს თავი ააარიდა გერმანიის კანცლერმა. ...

Read More »