Tag Archives: #თურქეთი

BP კასპიის ზღვაში ორ ახალ ჭაბურღილს გაიყვანს – მიზანი გაზის რეზერვუარების აღმოჩენაა

ბრიტანული ნავთობმომპოვებელი გიგანტი BP გაზის მარაგების აღმოსაჩენად კასპიის ზღვის ფსკერზე ორი ახალი ჭაბურღილის გაყვანას იწყებს. გადაწყვეტილება ემთხვევა მოცემულობას, რომელშიც აზერბაიჯანი გაზს ირანიდან და რუსეთიდან ყიდულობს შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და საექსპორტო კონტრაქტების შესასრულებლად. 5 წელში ბაქოში ევროპაში ექსპორტის გაორმაგებასაც ისახავენ მიზნად. BP-ის თანახმად, პირველი ჭაბურღილის სიღრმე 7,000 მეტრს მიაღწევს, რათა რეზერვუარიდან ბუნებრივი აირის მოპოვება გახდეს შესაძლებელი. რეზერვუარის სავარაუდო ადგილმდებარეობა შაჰ დენიზის ...

Read More »

სტამბულში გაზის სამიტის იმართება

2023 წლის 14-15 თებერვალს სტამბული გაზის სამიტს (İstanbul Gas Summit) უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნები (ახლო აღმოსავლეთიდან, ხმელთაშუა ზღვიდან და ცენტრალური აზიიდან), რომლებიც „ლურჯ საწვავს“ აწარმოებენ. გაზის სამიტს ასევე დაესწრებიან „ლურჯი საწვავის“ მომხმარებლები ევროპიდან. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. მან ასევე ისაუბრა თურქეთში საერთაშორისო „გაზის ჰაბის“ შესაქმნელად გადადგმულ ნაბიჯებზე. მისი თქმით, დღეს თურქეთი, ბულგარეთთან ერთად, განიხილავს ...

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

რუსეთმა და თურქეთმა გაზის ჰაბის უსაფრთხოების საკითხების განხილვა დაიწყეს

რუსეთი და თურქეთი ექსპერტების დონეზე გაზის ჰაბის უსაფრთხოების დელიკატურ საკითხებს განიხილლავენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოლეგ სირომოლოტოვმა განაცხადა. „ერთობლივი ძალისხმევის შედეგი იყო [რუსეთის პრეზიდენტის] ვლადიმერ პუტინის ინიციატივა თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის შესახებ. ამჟამად ექსპერტების დონეზე განიხილება ამ იდეის განხორციელების სხვადასხვა ასპექტი. კმაყოფილი ვარ თურქი პარტნიორების ენთუზიაზმით, მათი კონსტრუქციული მიდგომით და მჭიდრო ერთობლივი მუშაობისთვის“, – განაცხადა ოლეგ სირომოლოტოვმა. სირომოლოტოვმა ...

Read More »

თურქეთი უკრაინას მცურავ ელექტროსადგურებს მიაწვდის

თურქულმა კომპანია Karpowership-მა, უკრაინის ენერგეტიკულ კომპანიასთან (ECU) 500 მეგავატი სიმძლავრის მცურავი ელექტროსადგურების მიწოდების შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი. თურქული კომპანიის ცნობით, ელექტროსადგურების მეშვეობით, უკრაინაში 1 მილიონი ოჯახი ელექტროენერგიას მიიღებს. მცურავი ელექტროსადგურების განთავსება მოლდოვისა და რუმინეთის პორტებშია შესაძლებელი. შესაბამისად, უკრაინული ქსელები ელექტროენერგიას ამ ქვეყნების გავლით მიიღებენ. უკრაინული და თურქული კომპანიები ამ საკითხზე მოლაპარაკებებს რუმინეთისა და მოლდოვის ხელისუფლებასთან გეგმავენ. ECU-ს გენერალურმა დირექტორმა ვიტალი ბუტენკომ ...

Read More »

თურქეთი შავი ზღვის საბადოდან მომხმარებლისთვის გაზის მიწოდებას მარტში გეგმავს

თურქულმა სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-მა გაზსაზომი სადგურის მშენებლობა დაასრულა და შავი ზღვის გაზს მომხმარებელი Filyos-ის საწარმოდან მიიღებს. თურქეთი განაგრძობს შავი ზღვის შელფზე საკარიას გაზის საბადოს აქტიურ განვითარებას. შავი ზღვის საკარიას საბადოდან გაზის მიწოდება თურქეთში, მომხმარებლებისთვის მიმდინარე წლის პირველ კვარტალში (მარტის ბოლომდე) დაიწყება. გაზის ტრანსპორტირება მოხდება საბადოდან, რომელიც სანაპიროდან დაახლოებით 170 კმ-ში მდებარეობს და ფილოსის ქარხანას სპეციალური მილსადენით უკავშირდება. მედიის ცნობით, პირველ ეტაპზე ...

Read More »

თებერვალში სტამბულში გაზის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა დღეს დაადასტურა, რომ სტამბულში თებერვალში, ევროპის მომხმარებლებისა და გაზის მიმწოდებლების მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. დონმეზის სიტყვებით, მომავალ შეხვედრაზე იგეგმება თურქეთის ტერიტორიაზე ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის ენერგეტიკული ცენტრის (ჰაბის) შექმნის საკითხის განხილვა. მისივე სიტყვებით, მისი მეშვეობით იგეგმება არა მხოლოდ რუსული ბუნებრივი აირის, არამედ თურქეთიდან სხვა ქვეყნების ენერგომატარებლების მიწოდება.

Read More »
"მზის სოფლები" - რატომ არ იყენებს საქართველო მზის ენერგიის დიდ რესურსს, რაც ელექტროენერგიის საფასურს სამჯერ გააიაფებს

თურქეთში შენობებში განახლებადი ენერგიის გამოყენება სავალდებულო ხდება

თურქეთში 2023 წლის პირველი იანვრიდან გარკვეული ზომის შენობებში განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება სავალდებულო ხდება. მომავალი წლიდან ყველა შენობის მიერ გამოყენებული ენერგიიდან, რომელთა ჯამური სამშენებლო ფართი 5,000 კვადრატულ მეტრს აღემატება, მინიმუმ 5% განახლებადი ენერგიის წყაროებიდან უნდა იყოს გამომუშავებული. ცნობისთვის, თურქეთში ელექტროენერგიის დამონტაჟებული სრული სიმძლავრე 100 გიგავატზე მეტს შეადგენს, რომლის ნახევარზე მეტი განახლებადი ენერგიის წყაროები, მათ შორის წყალბადის, ქარის, მზისა და გეოთერმული ...

Read More »

მილერი: რუსეთმა და თურქეთმა, გაზის ჰაბის პროექტის პრაქტიკული განხორციელება დაიწყეს

მოსკოვმა და ანკარამ უკვე დაიწყეს მუშაობა თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის პროექტის განხორციელებაზე. ამის შესახებ „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა კონფერენციაზე განაცხადა. „გაზის ჰაბი უზრუნველყოფს გამჭვირვალე და სამართლიან ფასებს ბუნებრივი აირის ბაზარზე“, – აღნიშნა მილერმა. აღსანიშნავია, რომ 12 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესთავაზა თურქეთში გაზის ჰაბის შექმნა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ჩრდილოეთ ნაკადის გავლით ტრანზიტის დაკარგული მოცულობის გადამისამართება. ასევე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ...

Read More »

ნოვაკი: თურქეთი რუსეთთან გაზის ჰაბის შექმნაზე გადაწყვეტილებას 2023 წელს მიიღებს

„გაზპრომი“ აქტიურად მუშაობს თურქეთთან და ბაზრის სხვა მონაწილეებთან გაზის ჰაბის შექმნაზე. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა. „ახლა „გაზპრომი“ აქტიურად მუშაობს თურქ კოლეგებთან, ამ პროექტში სხვა შესაძლო მონაწილეებთან ერთად სხვა ქვეყნებიდან. ეს იქნება ერთგვარი კერა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ რუსი მომწოდებლები, არამედ სხვა ექსპორტიორებიც“, – განაცხადა ნოვაკმა. ვიცე-პრემიერის თქმით, თურქეთში გაზის ჰაბის შესახებ გადაწყვეტილებები 2023 წლის განმავლობაში იქნება მიღებული. ნოვაკმა ...

Read More »

თურქეთმა შავ ზღვაში გაზის ახალი საბადო აღმოაჩინა

თურქეთმა საბურღი გემის დახმარებით შავ ზღვაში, 3023 კმ სიღრმეზე ახალი დიდი გაზის საბადოაღმოაჩინა. Report-ის თურქული ბიუროს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის მარაგი თურქეთის ტერიტორიულ წყლებში შავ ზღვაში 710 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა და შეფასებულია ერთ ტრილიონ დოლარად. „გაზის მარაგმა სულ 710 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, ჩვენი საბურღი გემის „ფათიჰის“ მიერ გაზის ახალი მარაგის აღმოჩენის წყალობით“, – ...

Read More »