Tag Archives: #გერმანია

გერმანიამ რუსული გაზის მოხმარება თითქმის გაანახევრა, ხოლო რუსულ ნავთობს საბოლოოდ ემშვიდობება

რუსული გაზის მოხმარების თითქმის განახევრებით, გერმანია ემზადება მთლიანად მიატოვოს რუსული ნავთობი, დაბლოკოს მიწოდების ბოლო არხი, რომელიც არ მოექცა ევროკავშირის ემბარგოს ქვეშ. გერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამამუშავებელი ქარხანა Schwedt, რომელიც ბერლინს და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს საწვავს აწვდის, იანვრიდან “დრუჟბას” მილსადენით რუსეთიდან ნავთობის შესყიდვას შეწყვეტს. ქარხანა, რომელიც ომამდე ეკუთვნოდა “როსნეფტს”, შემდეგ კი ნაციონალიზდა და ენერგეტიკული რეგულატორის კონტროლის ქვეშ მოექცა, „ბოლო თვეების განმავლობაში ემზადებოდა ...

Read More »

გერმანულმა კონცერნმა RWE-მ აშშ-დან თხევადი გაზის შეძენაზე კონტრაქტს ხელი მოაწერა

გერმანულმა ენერგეტიკულმა კონცერნმა RWE-მ ხელი მოაწერა კონტრაქტს 2.25 მილიონი ტონა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) შეერთებული შტატებიდან შეძენაზე, მაგრამ გაზის მიწოდება შეიძლება არ დაიწყოს 2027 წლამდე. ამ ინფორმაციას RWE Supply & Trading 28 დეკემბერს ავრცელებს. შეთანხმებული მოცულობები ითვალისწინებს 30 თხევადი გაზის ტანკერის ან დაახლოებით 3 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი გაზის გერმანიაში შეტანას, კონტრაქტი 15 წლიანია. RWE-ს ამერიკული კომპანია Sempra Infrastructure-ის პარტნიორია, ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

ახალი წლიდან გერმანიაში მომხმარებლებს გაზი 112%-ით გაუძვირდებათ

გერმანელ მომხმარებლებს 2023 წლიდან ბუნებრივ აირზე და ელ-ენერგიაზე გაზრდილი გადასახადის გადახდა მოუწევთ, მიუხედავად ხელისუფლების მიერ გატარებული მთელი რიგი ღონისძიებებისა, რომელიც მიმართული იყო ენერგიაზე ფასის ზრდის შესაკავებლად. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Handelsblatt წერს. მისი მონაცემებით, საოჯახო მეურნეობებს, რომლებიც წლიურად 20 ათას კუბურ მეტრზე მეტ გაზს მოიხმარენ, იანვრიდან მოუწევთ საშუალოდ 2756 ევროს გადახდა, ნაცვლად 1457 ევროსი, რაც 112%-იანი მატებაა 2021 წლის შემოდგომასთან ...

Read More »
ბრიტანეთის ხელისუფლება ქვანახშირის ენერგიაზე უარს ამბობს

გერმანიამ ელექტროენერგიის წარმოებისთვის ნახშირის წვა გაზარდა

გერმანიამ ხელახლა გახსნა ნახშირზე მომუშავე რამდენიმე ელექტროსადგური, “უპრეცედენტო” ენერგეტიკული კრიზისთან საბრძოლველად. ამის შესახებ  წერს Bloomberg. გამოცემა წერს, რომ გერმანია ახლა სულ მცირე ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ტემპით წვავს წიაღისეულსს ელექტროენერგიის წარმოებისთვის. გერმანიის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, ქვეყანა ახლა  ელექტროენერგიის მესამედზე მეტს გამოიმუშავებს სწორედ ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებიდან. ასევე, მესამე კვარტალში ნახშირის გენერაციით მიღებული ელექტროენერგიის ოდენობა გაზრდილია 13,3%-ით წინა წლის ამავე ...

Read More »

გერმანია 2023 წლიდან რუსულ ნავთობს აღარ შეისყიდის

გერმანია მომავალი წლის დასაწყისიდან რუსულ ნავთობს აღარ შეიძენს და მის იმპორტს ყაზახეთიდან განახორციელებს, – ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი გერმანიის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. გერმანიის ხელისუფლებამ მანამდეც განაცხადა, რომ წლის ბოლომდე რუსული ნავთობის შესყიდვის შეჩერებას აპირებდა, მაგრამ ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, როდესაც რუსეთის ნავთობსადენის ოპერატორის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ გერმანიისგან 2023 წლის პირველ კვარტალში ნავთობის მიწოდების მოთხოვნა მიიღეს. „ცნობები იმის ...

Read More »
საქართველოდან უკრაინაში გაზის მიწოდება შესაძლოა 2-3 წელიწადში დაიწყოს

ყაზახეთი გერმანიაში ნავთობის გადაზიდვის შესაძლებლობას განიხილავს

ყაზახეთი გერმანიაში, ნავთობის საცდელი გადაზიდვის შესაძლებლობას 2023 წლის იანვარისთვის განიხილავს. ამის შესახებ ნავთობისა და გაზის ეროვნული კომპანიის KazMunayGas-ის ხელმძღვანელმა მაგზუმ მირზაგალიევმა განაცხადა. კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, ასტანაში გაიმართა მოლაპარაკებები KazMunayGas-ის გამგეობის თავმჯდომარეს მაგზუმ მირზაგალიევსა და გერმანიის მემარცხენე პარტიის საპარლამენტო ჯგუფის ბუნდესტაგის დეპუტატ კრისტიან გორკეს შორის. ასევე, მირზაგალიევმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით მოლაპარაკება გამართა გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან მიხაელ კელნერთან. ...

Read More »

გერმანიის ბუნდესრატმა გაზსა და ელექტროენერგიაზე “ფასის მუხრუჭი” დაამტკიცა

16 დეკემბერს გერმანიის ბუნდესრატმა (გერმანიის პარლამენტის ზედა პალატა) დაამტკიცა გაზისა და ელექტროენერგიის ე.წ. ღონისძიება, რომელსაც წინა დღეს ბუნდესტაგმა დაუჭირა მხარი. ამით ენერგეტიკული კრიზისის დროს მოქალაქეების ფინანსური ტვირთი შემცირდება. ამ ინფორმაციას DW ავრცელებს. გერმანული ოჯახებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაზზე “ფასის მუხრუჭი” 2023 წლის მარტიდან ამოქმედდება. იანვარსა და თებერვალში ეს ღონისძიება რეტროსპექტულად გავრცელდება. ფიზიკური პირებისთვის გაზის ღირებულება კილოვატ საათზე 12 ცენტამდე შეიზღუდება და ...

Read More »

გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ტერმინალი გაიხსნა

გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ტერმინალი გაიხსნა. ობიექტის გახსნას კანცლერი ოლაფ შოლცი, ასევე ქვეყნის ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები დაესწრნენ. როგორც შოლცმა აღნიშნა, ტერმინალის მეშვეობით გერმანიის ენერგომომარაგება “რუსეთის მილსადენებისგან დამოუკიდებელი გახდება”. არსებული ინფორმაციით, ტერმინალს ყოველწლიურად გერმანიაში მოხმარებადი გაზის 6 პროცენტის მიწოდება შეუძლია. მთლიანობაში გერმანია რუსული გაზის ჩასანაცვლებლად თხევადი გაზის ოთხი მცურავი ტერმინალის გახსნას გეგმავს. მეორე ტერმინალის გახსნა 2023 წლის დასაწყისშია დაგეგმილი.

Read More »

გერმანია უკრაინას ენერგოინფრასტრუქტურის აღსადგენად €100 მილიონს გამოუყოფს

უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მორიგი სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, გერმანია კიევს 100 მილიონი ევროს დახმარებას გამოუყოფს. ამ ინფორმაციას უკრაინაში გერმანიის საელჩო ავრცელებს. “დღეს რუსეთი კიდევ ერთხელ დაესხა თავს უკრაინის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. საერთაშორისო პარტნიორები და გერმანია უკრაინის გვერდით დგანან ამ ბნელ საათებში. გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო დამატებით 100 მილიონი ევროს გამოყოფს უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდისთვის. წლის ბოლომდე ფონდი 130 მილიონ ევროს მიიღებს ...

Read More »

გერმანია უკრაინას დამატებით 50 მილიონ ევროს გამოუყოფს, რომელიც რუსული თავდასხმებისგან დაზარალებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხმარდება

გერმანია უკრაინას ზამთრისთვის დამატებით 50 მილიონ ევროს გამოუყოფს, რომელიც რუსული თავდასხმებისგან დაზარალებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხმარდება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა პარიზის დონორთა კონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ქვეყანა ასევე აპირებს, უკრაინას საშობაოდ გენერატორები და საწვავი მიაწოდოს. „რუსეთის პრეზიდენტს სურს, გატეხოს უკრაინელი ხალხი და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ბერბოკმა.

Read More »