Tag Archives: #ელექტრომანქანა

მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი ავტომობილი წარმოების ეტაპზე გადავიდა

ჰოლანდიურმა ავტომწარმოებელმა, Lightyear-მა, რომელიც უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში მსოფლიოში პირველი, მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილის ტექნოლოგიებს იკვლევდა, ავტომობილი საბოლოო, წარმოების ეტაპზე გადაიყვანა. კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, Lightyear 0-ის წარმოება საბოლოოდ დაიწყო და ის დღის სინათლეს სულ მალე იხილავს. Lightyear-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის განმარტებით, ბრენდის მიერ შექმნილი პირველი, მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილი დამტენ ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებული საერთოდ არ იქნება. ავტომობილი ელემენტების სრულად დამუხტვის შემთხვევაში ...

Read More »

მსოფლიოში პირველად, Rolls-Royce-მა წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავის ძრავა წარმატებით გამოცადა

ბრიტანული Rolls-Royce-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ წარმატებით გამოცადა წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავის ძრავა. აღნიშნულ საწვავზე მომუშავე ძრავის წარმატებით გამოცდა პირველად მოხდა, რაც ჰაერის გამონაბოლქვით დაბინძურების წინააღმდეგ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ბრიტანული ავტომწარმოებლის განცხადებით, გამოცდა წარმატებით Rolls-Royce-ის AE 2100-A თვითმფრინავის ძრავამ გაიარა, რომელიც ქარისა და ტალღის ენერგიით გამომუშავებულ წყალბადზე მუშაობდა. ბრიტანულმა კომპანიამ აღნიშნული გამოცდა პარტნიორ easyJet-თან ერთად ჩაატარა. კომპანიების მიზანი იმის დამტკიცებაა, ...

Read More »

ნიდერლანდებში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი ელექტრო მანქანა შექმნეს

ნიდერლანდების სტარტაპმა Lightyear-მა მსოფლიოში პირველი ელექტრო მანქანა გამოუშვა, რომელიც ენერგიას პირდაპირ მზისგან გამოიმუშავებს. ამის შესახებ  Autonews Europeიტყობინება. სტარტაპის ხელმძღვანელის ლაქს ჰუფსლოფის თქმით, მანქანას მზის პანელები აქვს, რომლებიც მის სახურავზეა დამონტაჟებული. ამსტერდამში, ავტომობილს დატენის გარეშე 2 თვე შეუძლია გადაადგილება, ხოლო პორტუგალიაში 7 თვე. მზის ენერგიის შედეგად, ავტომობილს დღეში 70 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. მისი ღირებულება $259 ათასია. ამ მოდელზე სტარტაფმა უკვე 150 შეკვეთა ...

Read More »

Mazda, 2030 წლისთვის, ელექტრომობილებში $10.6 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

იაპონური ავტომწარმოებელი Mazda 2030 წლისთვის ელექტრომობილებზე გადასვლის დასაჩქარებლად $10.6 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. მიღებული გადაწყვეტილებით, კომპანია მის კონკურენტ ავტომწარმოებლებს შეუერთდება, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად ცდილობენ ელექტრომობილების ხაზის განვითარებას. როგორც ცნობილია, იაპონური Mazda ჩინური კომპანიის საკუთრებაში არსებულ ავტობატარეების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელთან, Envision AESC-თან გაერთიანდა. ავტომწარმოებლის გეგმებში იაპონიაში მდებარე Mazda-ს ქარხნების ბატარეებით უზრუნველყოფა და ელექტრომობილების წარმოების ზრდა შედის. ცნობისთვის, ბატარეები ელექტრომობილების წარმოების ...

Read More »

საფრანგეთმა და ესპანეთმა განაცხადეს, რომ 2035 წლისთვის ბენზინზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვებს შეაჩერებენ

საფრანგეთი და ესპანეთი შეუერთდნენ დაპირებას, რომ 2035 წლისთვის, ადრე დაგეგმილზე ხუთი წლით ადრე, შეაჩერებენ ბენზინზე მომუშავე მანქანების გაყიდვებს, რაც არის ნახშირბადის დაბალი შემცველობის ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარების მცდელობის ნაწილი. ამის შესახებ Reuters წერს. ქვეყნებმა თავიანთი პირობა ეგვიპტის შარმ ელ-შეიხში, COP27 კლიმატის მოლაპარაკებებზე დადეს, ნულოვანი ემისიის მანქანების დეკლარაციის (ZEVD) ახალ ხელმომწერთა ჯგუფს შორის, რომელიც გასულ წელს გლაზგოში გამართულ კონფერენციაზე დაიწყო. ხელმომწერებმა, მათ ...

Read More »

BMW ჩინეთში ელექტრომობილების ელემენტების წარმოების გასაზრდელად $1.4 მილიარდს გამოყოფს

ავტომწარმოებელი BMW ჩინეთში ელექტრომობილების ელემენტების წარმოების გაფართოებისთვის $1.4 მილიარდის ინვესტირებას გეგმას. კომპანიის მიზანი ჩინეთში ელექტრომობილებზე არსებული მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება და როგორც ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, ასევე Tesla-სთვის კონკურენციის გაწევაა. გერმანულმა ავტოკომპანიამ შეთანხმებას ხელი შენიანგში, ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქში უკვე მოაწერა, სადაც საწარმო BMW Brilliance-ი მდებარეობს. ხელმოწერის ცერემონიაზე, BMW Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ქვეყანაში ელექტრომობილებზე არსებულ მზარდ მოთხოვნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანიის ინვესტიცია ...

Read More »

BMW აშშ-ში ელექტრომობილების წარმოებაში 1.7 მილიარდ დოლარს ჩადებს

გერმანულმა საავტომობილო კონცერნმა BMW-მ გამოაცხადა, რომ აპირებს 1.7 მილიარდი დოლარის ინვესტირებას შეერთებულ შტატებში ელექტრომობილების წარმოებაში. კომპანია გეგმავს 1 მილიარდი დოლარის ინვესტირებას სპარტანბურგის ქარხანაში, ასევე 700 მილიონი აშშ დოლარის ახალ ბატარეის წარმოების ქარხანაში ვუდროფში. ორივე საწარმოო ობიექტი განთავსდება სამხრეთ კაროლინაში. ეს კონცერნის მიერ განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიციაა, განაცხადა BMW Group-ის თავმჯდომარემ ოლივერ ზიპსემ. სამხრეთ კაროლინას გუბერნატორის ჰენრი მაკმასტერის თქმით, კომპანიის კაპიტალის ...

Read More »

რა კეთდება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის?

რა კეთდება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის? როგორც „კომერსანტს“ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განუცხადეს, ამ მიზნით სააგენტოს მხრიდან მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა და უკვე ამოქმედებული სტანდარტების პარალელურად მომავალი წლიდან კიდევ დამატებითი სტანდარტი ამოქმედდება. სააგენტოში აცხადებენ, რომ 2023 წლიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის მიმართ სტანდარტი მეტად მკაცრდება. როგორც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განმარტავენ, დღეისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე გამონაბოლქვის მიმართ მოქმედებს შემდეგი სტანდარტი: 1. ...

Read More »

თურქეთმა პირველი ელექტრომობილი გამოუშვა

რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით, თურქეთში პირველი ელექტრომობილის, Togg-ის პრეზენტაცია შედგა, – ამის შესახებ Anadolu წერს. ავტომობილის მასობრივი წარმოება ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, ბურსაშია დაგეგმილი. ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ყოველწლიურად 175,000 ავტომობილის წარმოება იგეგმება. საწარმო ათასობით ადამიანს დაასაქმებს. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მოქალაქეებს Togg-ის ავტომობილების წინასწარ შეკვეთა 2023 წლის თებერვლიდან შეეძლებათ.

Read More »

ევროპარლამენტში მიღწეული შეთანხმებით, 2035 წლიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ახალი ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება

2035 წლიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ახალი ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება. შესაბამისი გადაწყვეტილებაზე წინასწარ შეთანხმებას ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და ევროპარლამენტმა მიაღწიეს. როგორც ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეთანხმება მიღწეულია, რათა 2035 წლისთვის CO2-ის გაფრქვევა 100 პროცენტით შემცირდეს, რაც ნიშნავს, რომ შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომბილების ევროპაში გაყიდვა შეუძლებელი გახდება. დროებითი გამონაკლისი დაიშვება იმ ავტომწარმოებლებისთვის, რომლებიც წელიწადში 10 ათასზე ნაკლებ მანქანას ამზადებენ. საუბარია ისეთ ძვირადღირებული ბრენდების ავტომობილებზე, როგორიცაა ...

Read More »