საფრანგეთი და ესპანეთი შეუერთდნენ დაპირებას, რომ 2035 წლისთვის, ადრე დაგეგმილზე ხუთი წლით ადრე, შეაჩერებენ ბენზინზე მომუშავე მანქანების გაყიდვებს, რაც არის ნახშირბადის დაბალი შემცველობის ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარების მცდელობის ნაწილი. ამის შესახებ Reuters წერს.
ქვეყნებმა თავიანთი პირობა ეგვიპტის შარმ ელ-შეიხში, COP27 კლიმატის მოლაპარაკებებზე დადეს, ნულოვანი ემისიის მანქანების დეკლარაციის (ZEVD) ახალ ხელმომწერთა ჯგუფს შორის, რომელიც გასულ წელს გლაზგოში გამართულ კონფერენციაზე დაიწყო.
ხელმომწერებმა, მათ შორის ქვეყნებმა, მუნიციპალიტეტებმა და კომპანიებმა, პირობა დადეს, რომ 2035 წლისთვის წამყვან ბაზრებზე და 2040 წლისთვის მთელ მსოფლიოში, ნულოვანი გამონაბოლქვი მანქანების 100%-იან გაყიდვაზე გადავლენ.
ახალ ხელმომწერებს შორის იყვნენ Delta Electronic, Coca-Cola EUROPACIFC Partners და ნაწილების მწარმოებელი Valeo (VLOF.PA), ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
დაპირებაზე ხელმომწერთა საერთო რაოდენობა ახლა 214-ს შეადგენს, წინა წელს ეს რიცხვი 130 იყო. შემდგომში, ZEVD-ს ზედამხედველობას გაუწევს ახალი ჯგუფი, კოალიცია Accelerating to Zero, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ხელმომწერებს თავიანთი ვალდებულებების შესრულებაში დაეხმაროს.
მათ სურთ შეამცირონ, ან აღმოფხვრან გამონაბოლქვი მანქანებიდან, სატვირთო მანქანებიდან და ტრანსპორტის სხვა ფორმებიდან, როგორიცაა თვითმფრინავები, რომლებმაც გლობალურ დათბობაში წამყვანი წვლილი შეიტანეს.
BloombergNEF-ის მიერ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ 2022 წელი იქნება რეკორდული წელი ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე მანქანების გაყიდვით.
წყარო: ipress.ge