Tag Archives: #ბრიტანეთი

რუსთავის აზოტი ქარხნის მოდერნიზება-რეკონსტრუქციას გეგმავს

ბრიტანეთში ელექტროენერგიის ფასის გაძვირების შემთხვევაში ქარხნების 60% შეიძლება დაიხუროს

ბრიტანული მწარმოებლების ორგანიზაციის განცხადებით, მწარმოებელი სექტორის კლება მომავალში შესაძლოა გაძლიერდეს, თუ მთავრობა არ მიიღებს ზომებს საწარმოების მხარდასაჭერად. „ამჟამინდელი კრიზისი ბიზნესს რთული არჩევანის წინაშე აყენებს. შეზღუდოს წარმოება ან საერთოდ დახუროს მაღაზიები, თუ მთავრობა მათ მალე არ დაეხმარება“, – ნათქვამია MakeUK-ის ანგარიშში. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროპაში ელექტროენერგიის ღირებულებამ პირველად 1000 ევროს გადააჭარბა. წყარო: pia.ge

Read More »

შოლცი: გერმანია ზამთარს რუსული გაზის გარეშეც გადალახავს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია, სავარაუდოდ, ზამთარს კრიზისის გარეშე გაივლის, თუნდაც რუსული გაზის მიწოდება შეწყდეს. ოლაფ შოლცის თქმით, გერმანიას შეუძლია გამოიყენოს გაზის თავისი მარაგები და მეტი მიწოდება მიიღოს ნორვეგიიდან ან ნიდერლანდებიდან. მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობამ ადრევე მიიღო პრევენციული ზომები ასეთი კრიზისის წინააღმდეგ. „სიტუაცია რომც გართულდეს, ალბათ ზამთარს გადავლახავთ“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

Read More »

ბრიტანეთმა შესაძლოა ევროპისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტოს

თუ გაერთიანებული სამეფო გაზის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, ქვეყანას შეუძლია შეწყვიტოს ენერგიის მიწოდება კონტინენტური ევროპისთვის სადენით, რომელიც გადაკვეთს ჩრდილოეთ ზღვას და მიდის ბელგიაში. აღნიშნულის შესახებ Financial Times იუწყება. არაერთმა ბრიტანულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ მოუწოდა მთავრობას თავი შეიკავოს მსგავსი გადაწყვეტილებებისგან ეკონომიკისთვის შესაძლო უარყოფითი შედეგების გამო. თავის მხრივ, ევროპული გაზის კომპანიებმა მოუწოდეს დიდ ბრიტანეთს გააგრძელოს თანამშრომლობა ევროკავშირთან და გააფრთხილეს მიწოდების გათიშვის უსიამოვნო შედეგების თაობაზე.

Read More »

ბირთვული ენერგიის განვითარებისთვის ბრიტანეთი $120 მილიონს გამოყოფს

დიდი ბრიტანეთი 120 მილიონ ფუნტს ($147 მილიონს) ატომური ენერგიის განვითარების ახალ ფონდში ჩადებს. ქვეყანა მიზნად ისახავს ბირთვული ენერგია ელექტროენერგიის გამომუშავების ხერხემლად აქციოს. მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბირთვული მომავლის ფონდი დაეხმარება მთავრობას 2030 წლისთვის რვა ახალი რეაქტორის ამოქმედებაში, რასაც ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგია ითვალისწინებს. ფონდის მიზანია წაახალისოს კერძო ინვესტიციები ბრიტანულ პროექტებში. “ფონდი გააგრძელებს ჩვენს გეგმას ახალი ატომური ელექტროსადგურების შესახებ, როგორც ბრიტანეთის ბირთვული ...

Read More »
"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

ბრიტანეთმა რუსულ „გაზპრომთან“ ანგარიშსწორების უფლება მაისის ბოლომდე გასცა

დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციების დაცვის უზრუნველყოფის სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია „გაზპრომბანკთან“, ან მის შვილობილ ორგანიზაციებთან ანგარიშსწორების უფლების დაშვების შესახებ იმ კონტრაქტებზე, რომლებიც ევროკავშირში გაზის მიწოდებ გულისხმობს. ამის შესახებ kommersant.ru წერს. რუსული მედიის ცნობით, აღნიშნული ლიცენზია მომსახურების იმ კონტრაქტებზე ვრცელდება, რომლებიც სანქციების ძალაში შესვლამდე, ანუ 21 აპრილამდე გაფორმდა. ეს შეღავათი 31 მაისამდე იმოქმედებს. დიდმა ბრიტანეთმა „გაზპრომს“ სანქციები მარტში დაუწესა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ...

Read More »

ჯონსონი: ვერ დავუშვებთ, მსოფლიო რუსულ გაზსა და ნავთობზე იყოს დამოკიდებული

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დაუშვებელია მსოფლიო რუსულ გაზსა და ნავთობზე იყოს დამოკიდებული. “ვერ დავუშვებთ, მსოფლიო რუსულ გაზსა და ნავთობზე იყოს დამოკიდებული, სწორედ ამიტომ, ვასწორებთ წარსულის შეცდომებს. ჩვენ ვდგამთ უზარმაზარ ნაბიჯს წინ იმის უზრუნველსაყოფად, რომ წელიწადში ერთი რეაქტორი ავაშენოთ მომავალი 8 წლის განმავლობაში. ასე რომ, ვგეგმავთ დამატებით 8 რეაქტორის აშენებას. ვგეგმავთ დიდ პროექტებს, რაც საშუალებას მოგვცემს გვქონდეს სუფთა, ...

Read More »

რუსეთზე დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად ბრიტანეთი ახალ ატომურ ელექტროსადგურებს ააშენებს

რუსეთზე დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად დიდი ბრიტანეთი ახალ ატომურ ელექტროსადგურებს ააშენებს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკის მინისტრმა, კვასი კვარტენგმა განაცხადა. ინფორმაციას The Sunday Telegraph-ზე დაყრდნობით, Epravda იუწყება. კვასი კვარტენგის თქმით, დიდი ბრიტანეთი 2050 წლისთვის, ბირთვული სიმძლავრის მნიშვნელოვნად გაფართოებას გეგმავს, ახალ ელექტროსადგურებს კი, გაცილებით მეტი სიმძლავრე ექნებათ. ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ შემდეგ კვირას პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი ახალი ატომური ელექტროსადგურების აშენების გეგმებზე ისაუბრებს. „გეგმები ...

Read More »

დიდი ბრიტანეთი უარს ამბობს რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე

დიდი ბრიტანეთი უარს ამბობს რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ახალი განკარგულების თანახმად, ე.წ. არამეგობრულ ქვეყნებთან ბუნებრივი აირით ვაჭრობისას კომპანიებს რუსულ ბანკებში უნდა ჰქონდეთ ანგარიშები და საფასური რუბლებსი გადაიხადონ. „დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც ე.წ. არამეგობრულ სახელმწიფოებთან რუსული ბუნებრივი აირით ვაჭრობის წესებს ადგენს. ჩვენ ვთავაზობთ, რომ ამ ...

Read More »
მაისის თვეში საწვავის იმპორტი შემცირდა

ანტირუსული სანქციების ფონზე, ბრიტანეთში ბენზინის ფასი რეკორდულად გაიზარდა

ანტირუსული სანქციების ფონზე, ბრიტანეთში ბენზინის ფასები კვლავ იზრდება. ამ მომენტისთვის მისი ღირებულება 1,67 ფუნტს (2,2 აშშ დოლარს) აღემატება ლიტრზე, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყნის სტატისტიკის ისტორიაში, იტყობინება The Independent ინდუსტრიის კვლევებზე დაყრდნობით. აღნიშნულია, რომ დიზელი ახლა ლიტრზე მაქსიმუმ 1,79 ფუნტ სტერლინგად (2,35 აშშ დოლარი) იყიდება, რაც ასევე მაქსიმალური მაჩვენებელია. მიუხედავად მარტის დასაწყისში ევროპის ბაზრებზე ნავთობისა და გაზის ღირებულების შემცირებისა, ექსპერტები ...

Read More »
რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

ბრიტანეთი Gazprom-ის ადგილობრივი განყოფილების დროებითი ნაციონალიზაციისთვის ემზადება

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა Gazprom-ის ადგილობრივი ერთეულის – Marketing & Trading Retail-ის დროებითი ნაციონალიზაციისთვის ემზადება. კომპანია, რომელიც საცალო მიწოდებით არის დაკავებული, დასავლური სანქციების ზეწოლის ქვეშაა. Bloomberg-ი საკითხში გარკვეულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თუ კომპანია გაზის უწყვეტ მიწოდებას ვერ უზრუნველყოფს, ის გაერთიანებული სამეფოს მიერ სპეციალურ ადმინისტრაციულ რეჟიმში გადასვლის მთავარი კანდიდატია. ოფიციალური პირები ყურადღებით აკვირდებიან კომპანიის მდგომარეობას, რომელსაც 30 000-ზე მეტი ბიზნეს მომხმარებელი ...

Read More »