Tag Archives: #ნავთობპროდუქტები

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,26 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 95,06 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ესტონეთი რუსულ ნავთობს 5 დეკემბრიდან სრულად აკრძალავს

ესტონეთის გადაწყვეტილება, რომელიც დეკემბრის დასაწყისში რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას გულისხმობს, ევროკავშირის სანქციებით დადგენილ ვადას ორი თვით უსწრებს, განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ Postimees-თან ინტერვიუს დროს. ევროკავშირმა სანქციების მერვე პაკეტი ოფიციალურად დაამტკიცა. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი ნავთობის ფასებზე ლიმიტს, ფოლადის, ხის, ტექნიკის, ავიაციის, პლასტმასის, ქიმიკატების იმპორტისა და ექსპორტის ახალ აკრძალვას მოიცავს. საუბარია სულ 7 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქტზე.

Read More »

გაზის ფასთან ერთად ნავთობის ფასიც მცირდება

2022 წლის  25 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  93.26 (- 0,24)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84,58  (-  0.47)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რუსეთი ნავთობის „ჩრდილოვან ფლოტს“ ქმნის

რუსეთი ქმნის ნავთობის ტანკერების „ჩრდილოვან ფლოტს“ უცნობი მფლობელებით, იტყობინება Bloomberg ექსპერტებზე დაყრდნობით. აღნიშნულია, რომ მოვლენები ვითარდება რუსეთის ნავთობის მიწოდებაზე ევროკავშირის ემბარგოს გარდაუვალი ძალაში შესვლის ფონზე. „თუ დააკვირდებით რამდენი ხომალდი გაიყიდა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უცნობ მყიდველებზე, ცხადი გახდება, რომ შენდება ფლოტი მათ გადასატანად“, – თქვა კრისტიან ინგერსლევმა, Maersk Tankers-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. გადაზიდვის ბროკერი Braemar თვლის, რომ რუსეთს დასჭირდება 240 ხომალდი, ...

Read More »

პაკისტანი მზადაა რუსული საწვავი შეისყიდოს

პაკისტანი მზად არის იყიდოს რუსული საწვავი იმ ფასად, რომელსაც რუსეთი ინდოეთს სთავაზობს. ამის შესახებ პაკისტანის ფინანსთა მინისტრმა, იშაკ დარმა შეერთებულ შტატებში ვიზიტისას განაცხადა, იუწყება NDTV. მინისტრმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში ყოფნის ოთხი დღის განმავლობაში მან 58 შეხვედრა გამართა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, აშშ-ის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების ხელმძღვანელებთან. ისლამაბადი იმედოვნებს, რომ დასავლეთი არ შეეწინააღმდეგება მსგავს მიწოდებას იმ ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რომელიც ...

Read More »

რომპეტროლი შემოსავალს 73%-ით ზრდის

2021 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით შპს ,,რომპეტროლ საქართველო’’ შემოსავალს $228.1მლნ-ს აფიქსირებს, ეს მაჩვენებელი 73%-ით მეტია პანდემიის წელზე (2020). აღნიშნულ პერიოდში კომპანიას 7.3%-ით ეზრდება დისტრიბუციის ხარჯები და $9.8მლნ უფიქსირდება. კომპანიას ასევე 28.9%-ით ეზრდება ადმინისტრაციული ხარჯები და $5.9მლნ უფიქსირდება. კომპანიის ზრდის აქტივებს $53.6მლნ-მდე (+20% Y.Y), ხოლო კომპანიის კაპოტალი $8.3მლნ-მდე იზრდება(+42.2% Y.Y). 2021 წელს კომპანიის საერთო მოგებამ $19.7მლნ შეადგინა, რაც პანდემიის წელთან შედარებით ...

Read More »

ოქტომბერში საწვავზე ფასის კლების ტენდენცია შენარჩუნდება – ირაკლი ლექვინაძე

„აგვისტოდან ბაზარზე კლების პროცესი შეინიშნება, კომპანიებიც ცდილობენ, რომ საწვავი იაფი წყაროებიდან შემოიტანონ, რადგან  მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა სწორედ იაფი საწვავია“ –  ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ ეთერში, „კომერსანტის დილა“  კონკურენციის სააგანეტოს ხელმძღვანელმა ირაკლი  ლექვინაძემ ისაუბრა. მისი თქმით, აგვისტოში ყველა ტიპის საწვავზე 40-50 თეთრიანი კლება იყო. ტენდენცია სექტემბერშიც გაგრძელდა და 30-40 თეთრიანი კლება შეინიშნებოდა. ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, ფასების კლებით ოქტომბერიც გამორჩეულია და ყველა  ...

Read More »

შოლცი: ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის ონკანის ჩაკეტვით დაგვაშანტაჟებდა, მაგრამ აქაც არასწორად გათვალა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის ონკანის ჩაკეტვით დაგვაშანტაჟებდა, მაგრამ აქაც არასწორად გათვალა, – ამის შესახებ ბუნდესტაგში გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. “გერმანია რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდა და მუშაობს ენერგომატარებლების საფასურის შემცირებაზე, თუმცა ბერლინმა ასევე გააფრთხილა ევროკავშირი, რომ გაზის ფასის ზედა ზღვარის დაწესებას შესაძლოა ნეგატიური ეფექტი მოჰყვეს”, – განაცხადა შოლცმა. მისივე თქმით, ბერლინი გააგრძელებს უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენას იმდენხანს, რამდენიც საჭირო ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,7 მილიონი ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,7 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 4437,4 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა 0,1  მილიონი ბარელით  და შეადგინა  209,4 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა  0,1 მილიონი ბარელით და შეადგინა  106,2 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,0 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »
ნავთობზე ფასი დაეცა

2022 წლის ივლისში ევროკავშირს 103,6 მილიონი ტონა ნავთობის საავარიო მარაგი ჰქონდა

2022 წლის ივლისში ევროკავშირს 103,6 მილიონი ტონა ნავთობის საგანგებო მარაგი ჰქონდა, რაც 2022 წლის იანვართან შედარებით 2,5% – იანი ზრდაა – ამის შესახებ ინფორმაციას eurostat ავრცელებს. მათივე მონაცემებით, ივლისში წინა  თვესთან შედარებით ნავთობის მარაგები გაჯანსაღებულია. აღსანიშნავია, რომ ნავთობის მარაგი ივნისში ისტორიულ მინიმუმზე იყო, რამაც 101,1 მილიონი ტონა შეადგინა. რაც 2022 წლის იანვრის მაჩვენებელზე 4,5%-ით ნაკლებია, ხოლო  2021 წლის ივნისზე 10,3%-ით ნაკლებია. ნავთობპროდუქტებს ...

Read More »