ნავთობზე ფასი დაეცა

2022 წლის ივლისში ევროკავშირს 103,6 მილიონი ტონა ნავთობის საავარიო მარაგი ჰქონდა

2022 წლის ივლისში ევროკავშირს 103,6 მილიონი ტონა ნავთობის საგანგებო მარაგი ჰქონდა, რაც 2022 წლის იანვართან შედარებით 2,5% – იანი ზრდაა – ამის შესახებ ინფორმაციას eurostat ავრცელებს. მათივე მონაცემებით, ივლისში წინა  თვესთან შედარებით ნავთობის მარაგები გაჯანსაღებულია. აღსანიშნავია, რომ ნავთობის მარაგი ივნისში ისტორიულ მინიმუმზე იყო, რამაც 101,1 მილიონი ტონა შეადგინა. რაც 2022 წლის იანვრის მაჩვენებელზე 4,5%-ით ნაკლებია, ხოლო  2021 წლის ივნისზე 10,3%-ით ნაკლებია.

ნავთობპროდუქტებს და ნედლ ნავთობს ევროკავშირის ეკონომიკაში გადამწყვეტი ადგილი უჭირავს, ხოლო ნავთობის იმპორტზე დამოკიდებულების გათვალისწინებით ნავთობის საგანგებო მარაგების  შენარჩუნება მეტ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას  ნიშნავს.

ევროკავშირის კანონმდებლობა მოითხოვს, რომ ევროკავშირის  წევრმა ქვეყნებმა შეინარჩუნონ, როგორც ნედლი ნავთობის, ასევე ნავთობპროდუქტების მინიმალური საგანგებო მარაგი.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აღნიშნულმა მოთხოვნებმა შესაძლებელი გახადა 2022 წლის მარტსა და აპრილში გადაუდებელი მარაგების ორჯერ გამოშვება, რისი მიზანიც ბაზრის სტაბილიზაცია იყო.

2022 წლის ივნისში ნავთობის მარაგების დაბალი დონე ასახავს ზემოხსენებულ გამოშვებებს, რომლებიც კოორდინირებული იყო ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ და რამდენიმე წევრ სახელმწიფოს უჭერდა მხარს.

2022 წლის  ივლისში საგანგებო მარაგების დონე ოდნავ აღდგა და ის ძირითადად ნედლი ნავთობისგან შედგებოდა ( 4,5 მილიონი ტონა ევროკავშირში)  მას მოჰყვებოდა გაზი, დიზელი, ზეთი (ჯამში 35 მილიონი ტონა)  და შემდეგ (ბენზინი 9,5 მილიონი ტონა).

ევროკავშირის ზოგიერთი წევრი  ქვეყანა, რომელიც ერთობლივ  ქმედებებში და  ნავთობის  მარაგების  გამოშვებაში მონაწილეობდა მათი მარაგები მინიმალურ საჭირო დონეზე  დაეცა, რომელიც 2021 წლის ივნისიდან 2022  წლის  ივნისამდე  იყო  ძალაში.

ასევე  აღსანიშნავია  ისიც, რომ 2022  წლის ივლისიდან ახალი  მოთხოვნები ამოქმედდა, ევროკავშირის წევრ უმეტეს  ქვეყანაში  ეს  მოთხოვნები  უფრო  მაღალი იყო.

გადაუდებელი მარაგებისგან განსხვავებით, რომლებიც ჩვეულებრივ სტაბილურია, კომერციული მარაგები შესაძლოა ბაზრის ტენდენციების მიხედვით მერყეობდეს. 2020 წლის აგვისტოში COVID-19-ის კრიზისის გამო მოთხოვნა შემცირდა და ნავთობის კომერციულმა მარაგმა რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა (63.2 მტ), ზოგიერთ ქვეყანაში შენახვის მაქსიმალური სიმძლავრის ზღვარსაც კი მიაღწია.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply