Tag Archives: #ნავთობი

ერთი თვის განმავლობაში საქართველოში საწვავი 5%-დან 9%-მდე გაძვირდა

2022 წელს ნავთობის ღირებულება იზრდება და ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. უკანასკნელი მონაცემებით, Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულებამ ბარელზე 93 აშშ დოლარს გადააჭარბა, WTI-ის ტიპის საწვავზე ფასმა კი 92 დოლარს. მსოფლიოში ნავთობზე ფასების ზრდის პარალელურად საწვავის ფასი საქართველოში ზრდის ტენდეციას ისევ ინარჩუნებს. უფრო კონკრეტულად, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში თითქმის ყველა ტიპის საწვავის ღირებულება გაზრდილია. რაც შეეხება კონკრეტულად საწვავის ტიპებს – Regular 92 ...

Read More »
დოლარის გაუფასურების ფონზე ნავთობი გაძვირდა

ნავთობის ფასმა ბოლო 7 წლის მაქსიმუმს მიაღწია

რუსეთ-უკრაინის საზღვარზე მზარდი დაძაბულობის ფონზე ნავთობის საერთაშორისო ფასმა ბოლო 7 წლის მაქსიმუმს მიაღწია. საერთაშორისო სტანდარტად მიჩნეული Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა 96 დოლარს გადააჭარბა, რაც 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია. ნავთობის ფასები ბოლო კვირების განმავლობაში მოთხოვნისა და მიწოდების დისპროპორციის გამო იზრდება. ამგვარ დინამიკას ხელს უწყობს დაძაბულობა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე და უკრაინაში რუსეთის შეჭრის რეალური საფრთხე. JP Morgan-ის ანალიტიკოსების აზრით, უკრაინაზე ...

Read More »
რუსულმა საწვავმა ქართული ბაზარი დაიპყრო

„წლის დასაწყისიდან ნავთობინდუსტრია ერთადერთია, სადაც ფასი არ შეცვლილა“ – ნავთობიმპორტიორთა კავშირი საწვავის გაძვირებას აანონსებს

„არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საწვავზე ფასი 3.5-4 ლარამდე გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასი ბოლო 7 წლის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა“, – ამის შესახებ ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა. ვანო მთვრალაშვილის პროგნოზით, მოკლევადიან პერსპექტივაში რეგულარის ტიპის საწვავზე ფასი 5 თეთრით მოიმატებს, ხოლო შედარებით დიდ დროში ფასის 25 თეთრამდე ზრდაცაა მოსალოდნელი. „არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საწვავზე ფასი ...

Read More »

ნავთობის ფასი რეკორდულ ზრდას განაგრძობს

2022 წლის 14 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 96,48  (+ 2,04)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  95,46 (+  2,36)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებში

წლის დასაწყისიდან ევროპაში საწვავის საშუალო ფასი გაიზარდა  – 0,10-0,15 ევროთი/ლიტრაზე. ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ნორვეგიაში და ფინეთში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. 14 თებერვლის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 2,18 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2.26  ევროს, დიზელის საწვავი – 1,87 ევროს; ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი ...

Read More »

საით წავა ნავთობის ფასი და რა გავლენას მოახდენს საქართველოზე?

მცირედი გაიაფების შემდეგ, ნავთობის ფასი ისევ მკვეთრად გაიზარდა და ბარელზე აპრილის ფიუჩერსულმა ღირებულებამ $95-ს გადააჭარბა. ბაზარი ჯერ ისევ გაურკვევლობაშია. აშშ-ირანის მოლაპარაკების შედეგები და უკრაინაში შექმნილი ვითარების შესაძლო ცვლილება ფასებზე გარანტირებულ გავლენას მოახდენს. ფასების ვარდნა საქართველოზეც დადებითად აისახება და ინფლაციის ტემპს შეამცირებს, მატების შემთხვევაში პროგნოზი ნეგატიურია. ნავთობზე ფასები დრამატულად კოვიდამდე 2016 წელს შემცირდა, მიზეზი ირანთან წარმატებული მოლაპარაკებები აღმოჩნდა, რის შედეგადაც ირანს ...

Read More »

“OPEC +”-ის ქვეყნებმა იანვარში მოპოვების შეზღუდვის შეთანხმება 127%-ით შეასრულეს

იანვრის თვეში “OPEC +”-ის ქვეყნებმა შეთანხმება მოპოვების შეზღუდვის შესახებ 127%-ით შეასრულეს, ამასთან OPEC-ის ქვეყნებმა შეთანხმების შესრულებას 29%-ით გადააჭარბეს, ხოლო ქვეყნებმა, რომლებიც არ შედიან ორგანიზაციაში – 23%-ით. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ექსპერტების განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ამრიგად, ნოემბრის თვეში ბაზარზე არ შევიდა გეგმასთან შედარებით 900 ათასი ბარელი ნავთობი/დღე-ღამეში. „OPEC +-ის მიერ შეთანხმების შესრულებამ იანვარში 127%-ს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2020 წლის ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2022 წლის 11 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 94.44  (+ 3.03)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  93.10 (+  3.22)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

იანვარში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდის შემოსავალმა აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოებიდან $683,114 მილიონი შეადგინა

მიმდინარე წლის იანვარში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდის (SOFAZ) შემოსავალმა აზერი-ჩირაგ-გუნეშლის (ACG) ნავთობისა და გაზის საბადოების ბლოკიდან 683,114 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2,8-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამის პერიოდს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 244,946 მილიონი დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, ACG ფონდის მთლიანმა შემოსავალმა 2001 წლიდან (ფუნქციონირების დასაწყისი) 2022 წლის 1 თებერვლამდე 156,056 მილიარდ დოლარს მიაღწია. წყარო: bfm.ge

Read More »

ნახშირორჟანგის კომპენსირებისა და შემცირების სქემის ეტაპობრივი დანერგვის ფარგლებში, საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს მოთხოვნები დაუწესდათ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების (ავიაკომპანიების) საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს, რომ ICAO-ს ნახშირორჟანგის კომპენსირებისა და შემცირების სქემის (CORSIA) ეტაპობრივი დანერგვისა და საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების მიერ, ატმოსფეროში გაფრქვეული ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მონიტორინგის მიზნით, ცვლილება შევიდა „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესში“ (სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს N142 ბრძანება). აღნიშნული ცვლილების თანახმად, ავიაკომპანიები, რომლებიც ახორციელებენ ...

Read More »