იანვრის თვეში “OPEC +”-ის ქვეყნებმა შეთანხმება მოპოვების შეზღუდვის შესახებ 127%-ით შეასრულეს, ამასთან OPEC-ის ქვეყნებმა შეთანხმების შესრულებას 29%-ით გადააჭარბეს, ხოლო ქვეყნებმა, რომლებიც არ შედიან ორგანიზაციაში – 23%-ით. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ექსპერტების განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
ამრიგად, ნოემბრის თვეში ბაზარზე არ შევიდა გეგმასთან შედარებით 900 ათასი ბარელი ნავთობი/დღე-ღამეში.
„OPEC +-ის მიერ შეთანხმების შესრულებამ იანვარში 127%-ს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2020 წლის მაისში რეკორდული შემცირების შემოღების შემდეგ. ნავთობის მოპოვება OPEC-ის ქვეყნებში გაიზარდა 130 ათასი ბარელით/დღეში 28.1 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში. ქვეყნებმა, რომლებიც არ არიან OPEC-ის წევრები, შეამცირეს ნავთობის მოპოვება 40 ათასი ბარელით/დღეში 15,55 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში”, – ნათქვამია ანგარიშში.
OPEC-ის ქვეყნებს შორის შეთანხმებას ყველაზე მეტად გადამეტებით ასრულებს ნიგერია, რომელმაც იანვარში მოპოვება 170 ათასი ბარელით გაზარდა დეკემბერთან შედარებით, მაგრამ ჯერ კიდევ 360 ათასი ბარელით/დღეში ნაკლებს მოიპოვებს მის დასაშვებ დონესთან შედარებით.