Tag Archives: #ნავთობი

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5.4 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5.4 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 526.6 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა  0.7   მილიონი ბარელით  და შეადგინა  219.00  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა  0,5  მილიონი ბარელით და შეადგინა  106.4 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,9 ...

Read More »

ევროპულმა კომპანიებმა თითქმის გააორმაგეს რუსული ნავთობის მიწოდება

ვლადიმერ პუტინის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროპულმა კომპანიებმა თითქმის გააორმაგეს რუსული ნავთობის მიწოდება. ეს ყველაფერი ხდება ევროკავშირის ლიდერების სასოწარკვეთილი მცდელობების ფონზე, სრულად განდევნონ რუსეთის ფედერაცია ევროპის ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ბაზრიდან. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემის The Independent-ის ახალ მასალაშია ნათქვამი. გამოცემა მოჰყავს ანტიკორუფციული ჯგუფის Global Witness-ის მიერ Refinitiv-ის გადაზიდვის მონაცემების ახალ ანალიზი. ეს გვიჩვენებს, თუ როგორ გაზარდეს ევროპის სამმა მთავარმა ...

Read More »

Rosneft-ის 49%-იანი წილი “პეტროკასსა” და “გალფში” ქართულმა მხარემ გამოისყიდა

“პეტროკას ენერჯი გრუპის” დამფუძნებელმა პარტნიორმა და კომპანიის CEO-მ ვანო ნაკაიძემ კომპანიაში რუსული ენერგოგიგანტის, Rosneft-ის მინორიტარული წილი გამოისყიდა. Rosneft-ი კომპანიაში 49%-იან წილს 2014 წლის დეკემბრიდან ფლობდა. ამის შესახებ BM.ge კომპანიის განცახდებაზე დაყრდნობით წერს. შესაბამისად, Rosneft-ი აღარც “გალფის” აქციონერთა რიგებში აღარაა. “პეტროკას ენერჯი გრუპი” 2010 წელს დაფუძნდა და ნავთობის საბითუმო და საცალო ქსელის ერთ-ერთი ლიდერია. საქართველოში მის შემადგენლობაში შედის “გალფის” ბრენდის ბენზინგასამართი ქსელი, ...

Read More »

„ახლა ჩვენ გვაქვს ნავთობის, გაზის და ელექტროენერგიის კრიზისი ერთდროულად“ – ფატიჰ ბიროლი

ენერგეტიკის ამჟამინდელი და ყოფილი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან, რომ მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისისკენ მიდის, რომელიც გაუთანაბრდება ან გადააჭარბებს 1970-იან და 1980-იანი წლების დასაწყისის ნავთობის კრიზისებს. ამჯერად, ეს არ არის მხოლოდ ნავთობი. „ახლა ჩვენ გვაქვს ნავთობის, გაზის და ელექტროენერგიის კრიზისი ერთდროულად“, – განაცხადა საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა ფატიჰ ბიროლმა. – „ეს ენერგეტიკული კრიზისი გაცილებით დიდია, ვიდრე 1970-იან და 1980-იანი ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

WEG: საქართველო შეღავათიან ფასად მიღებს გატარებული გაზის 5%-ს

“მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG)-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირის ახალი გეგმის (REPower EU) მიხედვით, რუსულ საწვავზე კრიტიკული დამოკიდებულება 2030 წელზე ადრე უნდა მოიხსნას. ევროკავშირი გეგმავს, 2022 წლის ბოლომდე ორი მესამედით შეამციროს რუსულ გაზზე დამოკიდებულება. ევროკომისია ასევე აღნიშნავს, რომ „ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, უზრუნველყოფილი იყვნენ საიმედო და მდგრადი ენერგიით“. ევროკავშირში იმპორტირებული რუსული გაზის ჩანაცვლების საკითხში აზერბაიჯანის როლიც ...

Read More »

მაისში რუსეთის ბიუჯეტმა ნავთობისა და გაზიდან დამატებით 263,7 მილიარდი რუბლი მიიღო

რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის მაისის ბოლოს, ფაქტობრივად მიღებულმა შემოსავლებმა ნავთობისა და გაზისგან, გადააჭარბა მოსალოდნელ შემოსავალს 263,7 მილიარდი რუბლით. 2022 წლისთვის საბიუჯეტო წესების გარკვეული დებულებების შეჩერების გამო, რომელიც დაკავშირებულია ფედერალური ბიუჯეტის ნავთობისა და გაზის დამატებითი შემოსავლების გამოყენებასთან დაკავშირებით, ამ თანხების ხარჯზე უცხოური ვალუტისა და ოქროს შესყიდვა არ განხორციელდება. წყარო: bfm.ge

Read More »

საფრანგეთი რუსული ნავთობის ალტერნატივას პოულობს

დამოუკიდებელ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის მეოთხე თვეში საფრანგეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან რუსული ნავთობის შესყიდვის შესაცვლელად, რომელიც შეჩერდება ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის აკრძალვის შემდეგ. ამის შესახებ საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა,-წერს Reuters. “მიდის დისკუსია არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან. ჩვენ უნდა მოვძებნოთ რუსული ნავთობის ალტერნატივა”, – განაცხადა მინისტრმა.

Read More »

აზერბაიჯანი ირანის გავლით, თურქმენული გაზის იმპორტის მოცულობას ზრდის

2022 წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანმა ირანის გავლით 1,5 მილიარდი კუბური მეტრი თურქმენული გაზის იმპორტი განახორციელა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ირანელი მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტისას შესაბამისი შეთანხმებები მიღწეულია. „ირანი გააგრძელებს მონაწილეობას ამ თანამშრომლობაში“, – განაცხადა შაჰბაზოვმა. მანამდე, ირანის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოვჯიმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი, თურქმენეთი და ირანი ბუნებრივი აირის გაცვლების მოცულობას გააორმაგებენ, რაც 2021 წლის შეთანხმების ნაწილია. მან აღნიშნა, რომ ...

Read More »

ყაზახეთი სანქციებისგან თავის ასარიდებლად ნავთობს სახელს გადაარქმევს

ყაზახეთი ნავთობს, რომელიც რუსული საზღვაო პორტების გავლით გააქვს ექსპორტზე, სახელს გადაარქმევს. ამიერიდან რუსული პორტებით გატანილი ნავთობის სახელი Kazakhstan Export Blend Crude Oil (KEBCO) იქნება. ცვლილების მიზეზი ყაზახური ნავთობის რუსულისგან დიფერენცირებაა. „მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების გამო და ქვეყნის ნავთობის ექსპორტზე ნეგატიური ცვლილებების თავიდან ასარიდებლად, 2022 წლის ივნისიდან გამოიყენება შემდეგი სახელი – KEBCO (Kazakhstan Export Blend Crude Oil)“, – წერია ყაზახური ნავთობის მწარმოებლის, ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის 2  ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  117,61  (+  1,32)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  116,87  (+  1,61)  დოლარი/ბარელზე.

Read More »