ყაზახეთი ნავთობს, რომელიც რუსული საზღვაო პორტების გავლით გააქვს ექსპორტზე, სახელს გადაარქმევს. ამიერიდან რუსული პორტებით გატანილი ნავთობის სახელი Kazakhstan Export Blend Crude Oil (KEBCO) იქნება. ცვლილების მიზეზი ყაზახური ნავთობის რუსულისგან დიფერენცირებაა.
„მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების გამო და ქვეყნის ნავთობის ექსპორტზე ნეგატიური ცვლილებების თავიდან ასარიდებლად, 2022 წლის ივნისიდან გამოიყენება შემდეგი სახელი – KEBCO (Kazakhstan Export Blend Crude Oil)“, – წერია ყაზახური ნავთობის მწარმოებლის, CNPC-Aktobemunaigaz-ის მიერ Reuters-ისთვის მიწერილ წერილში.
ყაზახეთს რუსული საზღვაო პორტების გავლით საექპორტო ნავთობის 20% გააქვს, რაც 2021 წელს 13.3 მილიონ ტონას უდრიდა.
წყარო: bpn.ge