Tag Archives: #ატომური

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტრომომარაგება აღდგა

ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური კვლავ უკრაინულ ელექტროქსელს მიუერთეს. ამის შესახებ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვების შედეგად დაზიანებული ორივე გარე ხაზის შეკეთება მოხერხდა. ამჟამად სადგურის ექვსივე ბლოკზე ენერგიის მიწოდება აღდგენილია, დიზელის გენერატორები კი გამორთულია. ზაპოროჟიის ატომურ ელექტრო სადგურს საოკუპაციო ძალები მარტიდან აკონტროლებენ. ამ დროის განმავლობაში სადგურის ტერიტორია რამდენჯერმე დაიბომბა, რაშიც მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებენ.

Read More »

პოლონეთის მთავრობა ატომური ელექტროსადგურის აშენებას იწყებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, ამერიკული კომპანია Westinghouse 2033 წლისთვის, პოლონეთში ატომური ელექტროსადგურის აშენებას დაასრულებს. “ჩვენი დათვლით, პროექტის ღირებულება 20 მილიარდი დოლარი იქნება” – აღნშინა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, საინვესტიციო თანხა დიდია, თუმცა, ელექტროსადგურის მოქმედებაში შესვლის შემდეგ, თანხის დაზოგვა ელექტროენერგიის გამომუშავებით მოხდება. პოლონეთის ხელისუფლების სურვილია, რომ აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, ქვეყნის დამოკიდებულება ქვანახშირზე, რომელიც ახლა 70%-ს აღწევს და ასევე რუსულ ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, უკრაინის სამ ბირთვულ ობიექტზე ე.წ. ბინძური ბომბის დამზადების ნიშნები არ აღმოჩნდა

უკრაინის სამ ბირთვულ ობიექტზე ჩატარებული ინსპექციის შედეგად ე.წ. ბინძური ბომბის დამზადების ნიშნები არ აღმოჩნდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მათ ვერ მიაკვლიეს არასანქცირებული და გამოუცხადებელი ბირთვული აქტივობის ნიშნებს. ამასთან, ატომური ენერგიის სააგენტოში აცხადებენ, რომ აღებული ნიმუშების ანალიზი კიდევ გაგრძელდება. გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა ამზადებს ე.წ. ბინძურ ბომბს. ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

პოლონეთი სამხრეთ კორეასთან ერთად ოთხ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს

ორშაბათს პოლონეთმა სამხრეთ კორეასთან ოთხი ბირთვული რეაქტორის აშენებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა იაცეკ სასინმა, ქვეყნის პირველი ატომური სადგურის აშენებაზე აშშ-სთან შეთანხმების ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში, განაცხადა. სასინისა და კორეის ენერგეტიკის მინისტრის ლი ჩანგ-იანგის მიერ სეულში ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი შეაფასებს სამხრეთ კორეის ტექნოლოგიით რეაქტორების მშენებლობის მიზანშეწონილობას. “ატომური ენერგია უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთაა”, – თქვა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ. სასინმა ...

Read More »

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი: რუსეთი ენერგეტიკულ ბრძოლას წააგებს

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) აღმასრულებელი დირექტორის, ფატიჰ ბიროლის თქმით, რუსეთი წააგებს ენერგეტიკულ ბრძოლას, რომელსაც დასავლეთის წინააღმდეგ აწარმოებს. „უკრაინაში შეჭრამდე, რუსული გაზის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 65%, ხოლო რუსული ნავთობის ექსპორტის 55% ევროპაზე მოდიოდა. ევროპა იყო ყველაზე დიდი ბაზარი, ყველაზე დიდი მყიდველი რუსეთისთვის და რუსეთმა ის სამუდამოდ დაკარგა“, – განუცხადა ბიროლმა Euronews-ს.

Read More »

ამერიკული კომპანია პოლონეთში პირველ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს

ამერიკული კომპანია Westinghouse Electric პოლონეთში პირველი ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს. აღნიშნული სიახლის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. „ჩვენ ვადასტურებთ, რომ ჩვენი ბირთვულ-ენერგეტიკული პროექტი Westinghouse Nuclear სანდო და უსაფრთხო ტექნოლოგიას გამოიყენებს“, – წერს მორავეცკი სოციალურ ქსელში. მან დაადასტურა გადაწყვეტილება ნახშირბადის მოხმარების შემცირებისა და ნახშირზე უარის თქმის შესახებ ქვეყანაში. Westinghouse კონკურენციას უწევდა კორეულ სახელმწიფო კომპანიას, Korea Hydro Nuclear Power-ს, რომელმაც განაცხადი აპრილში ...

Read More »

IAEA: სპეციალისტები ამ კვირაში შეამოწმებენ რუსეთის განაცხადს, თითქოს უკრაინაში “ბინძური ბომბი” მზადდება

გაეროს ბირთვული სააგენტოს განცხადებით, მიმდინარე კვირაში ის დამოუკიდებლად შეამოწმებს რუსეთის განაცხადს იმის შესახებ, თითქოს უკრაინაში “ბინძური ბომბი” მზადდება. IAEA-ის სპეციალისტები უკრაინაში ორ ადგილას იმუშავებენ, განაცხადა 27 ოქტომბერს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ. სპეციალისტების გაგზავნა თავად უკრაინამ ითხოვა წერილობით, დასძენს იგი. რუსეთი უკრაინას ბრალს სდებს, რომ ის “ბინძური ბომბის” გამოსაყენებლად ემზადება და აცხადებს, რომ იარაღი უკვე დამზადების ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ ე.წ. ბინძური ბომბის შესაძლო კვალს უკრაინაში მდებარე ორ ბირთვულ ობიექტზე შეისწავლიან

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები ე.წ. ბინძური ბომბის შესაძლო კვალს უკრაინაში მდებარე ორ ბირთვულ ობიექტზე შეისწავლიან. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, ინსპექტორები შეეცდებიან, მიაკვლიონ ნებისმიერი სახის ბირთვული საქმიანობისა და მასალის კვალს, რომლის შესახებაც უკრაინამ ინფორმაცია დამალა და შეიძლება, იყოს დაკავშირებული ე.წ. ბინძური ბომბის მომზადებასთან. „როგორც კი ჩვენი შემოწმება დასრულდება, ჩვენს შედეგებს შევაფასებთ და მათ შესახებ ინფორმაციას გავასაჯაროებთ ისე, როგორც მიღებული პრაქტიკა ...

Read More »

უკრაინა არ გამორიცხავს, რომ რუსეთი აფეთქებებს მოაწყობს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქებებს მოაწყობს, რასაც შემდეგ კიევს დააბრალებს. გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის, ოლექსი გრომოვის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ე.წ. მეორე არმიას არ გააჩნია არანაირი ჰუმანურობა, ხოლო კრემლი და მისი მხარდამჭერი პოლიტიკოსები და პროპაგანდისტები “პათოლოგიური მატყუარები არიან”, სავარაუდოა, რომ მოწინააღმდეგე უკან დახევისას განახორციელებს ტერაქტებს საცხოვრებელი რაიონების და ...

Read More »

კიევის მოთხოვნით, IAEA იმ ადგილებს შეამოწმებს, სადაც, რუსეთის მტკიცებით, “ბინძური ბომბი” მზადდება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) უკრაინის ორ ბირთვულ ობიექტზე უახლოეს დღეებში ინსპექტორებს გაგზავნის, რომ, კიევის მოთხოვნით, ამ ობიექტების ინსპექტირება მოხდეს. ამის შესახებ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ დასახლებული ობიექტები ორგანიზაციის ინსპექტირების რეჟიმის ქვეშ იმყოფება და ინსპექტორები მათ რეგულარულად ამოწმებენ, “ერთ-ერთი მათგანის ინსპექტირება ერთი თვის წინ მოხდა”. „ერთი თვის წინ IAEA-მ ...

Read More »