Tag Archives: #უკრაინა

კლიჩკო: უკრაინელები ფიქრობენ, რომ გათბობის გარეშე ყოფნა უკეთესია, ვიდრე დანებება

“რუსებს დეპრესიის მოტანა სურთ განსაკუთრებით ახლა, შობის დღესასწაულზე, ახალ წელს. რუსები მიზნად ისახავენ, რომ შავ დროში გადაგვაგდონ, უშუქოდ, გათბობის გარეშე. მაგრამ უკრაინელი ხალხი ძალიან გაბრაზებულია და ფიქრობს, რომ ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე ყოფნა უკეთესია, ვიდრე დანებება.” განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.

Read More »

რუსეთმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსეთი კვლავ განაგრძობს უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვასა და ენერგოინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიშების მიტანას. იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა კიევში. ქალაქ ლვივის 90 პროცენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. თავის ყოველდღიურ მიმართვაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ასეთი სარაკეტო თავდასხმებით მხოლოდ საქმეს ირთულებს და  სულ უფრო ნაკლები რაკეტა რჩება. ამ მომენტისთვის უკრაინის რეგიონების უმეტეს ნაწილში ელექტროენერგიის დეფიციტია. განსაკუთრებით რთული ვითარებაა კიევსა და მის შემოგარენში, ლვივის, ოდესის, ხერსონის, ვინიციისა და ზაკარპატიის რეგიონებში. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ...

Read More »

პუტინის მოკავშირემ უკრაინაში მოინახულა რუსების მიერ კონტროლირებული ზაპოროჟიეს ელექტროსადგური

რუსეთს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მოკავშირემ მოინახულა რუსეთის მიერ კონტროლირებული ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგური, რომელიც მდებარეობს სამხრეთ უკრაინაში – რეგიონში, რომელიც, მოსკოვის განცხადებით, მის მიერაა ანექსირებული. ვიზიტის შესახებ ცნობას ავრცელებს რეგიონში მოსკოვის მიერ დანიშნული ოფიციალური პირი. სერგეი კირიენკომ – კრემლის წარმომადგენელმა, რომელსაც ეხება რუსეთის საშინაო პოლიტიკის ხელმძღვანელობა და რომელიც უწინ რუსეთის სახელმწიფო ბირთვული კორპორაციის დირექტორი იყო – ვიზიტისას განიხილა ...

Read More »

ლვოვის 90% ელექტროენერგიის გარეშეა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული მასობრივი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, ლვოვის მერმა ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რომ ქალაქის 90% ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მერის თქმით, შესაძლოა, წყალმომარაგებაც შეწყდეს. კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები ელექტროენერგიის გენერატორების საშუალებით იმუშავებენ. ლვოვის ოლქის გუბერნატორმა მაქსიმ კოზიცკიმ დაადასტურა, რომ საჰაერო თავდაცვა გააქტიურებულია. მან მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. უკრაინის საჰაერო ძალებმა 29 დეკემბერს განაცხადეს, რომ რუსეთმა ფრთოსანი რაკეტებით ახალი მასობრივი შეტევა დაიწყო.

Read More »

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის 700 ობიექტი დააზიანა

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის 700 ობიექტი დააზიანა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ევგენი ენინმა უკრაინული ერთიანი სატელევიზიო ეთერის დროს განაცხადა. საუბარია გაზსადენებზე, ელეტროსადგურებზე, ხიდებსა და სხვა ობიექტებზე. მინისტრის მოადგილის ცნობით, სულ უკრაინაში რუსეთის დარტყმების შედეგად 35 ათასზე მეტი ობიექტია დანგრეული. მისი ცნობით, მხოლოდ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამართალდამცველებმა 27 დასახლებული პუნქტის მისამართით ცეცხლის ...

Read More »

ზელენსკი: 9 მილიონი უკრაინელი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა

26 დეკემბრის მდგომარეობით, უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დაახლოებით 9 მილიონი ადამიან ელექტროენერგიის გარეშე რჩება, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ღამის ვიდეომიმართვაში. მისივე განმარტებით, გათიშვის რიცხვი და ხანგრძლივობა თანდათან მცირდება. „მადლობელი ვარ თითოეული ადამიანის, ვინც უზრუნველყო ეს შედეგი”, – განაცხადა ზელენსკიმ. „დღეს მე გავმართე სპეციალური შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ენერგეტიკის სექტორში და ინფრასტრუქტურაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვემზადებით მომავალი წლისთვის – და არამხოლოდ ზამთრის ...

Read More »

უკრაინის ენერგეტიკის სექტორისადმი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერამ თითქმის $1,5 მილიარდს მიაღწია – შმიგალი

საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უკრაინის ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერამ თითქმის 1,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. „პარტნიორების მხრიდან ენერგეტიკის სექტორის დახმარება სულ უფრო და უფრო მატულობს. ჩვენ გვაქვს თითქმის 1,5 მილიარდი დოლარის დეკლარირებული მხარდაჭერა. დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად ყოველდღიურად შემოდის დამატებითი აღჭურვილობა. უკვე ჩამოვიდა 200-ზე მეტი ტვირთი ენერგეტიკული აღჭურვილობა”, – განაცხადა შმიგალმა.

Read More »

ბრიტანეთმა უკრაინას 900-ზე მეტი გენერატორი გადასცა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 900-ზე მეტი გენერატორი, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კი ცივი ამინდისთვის 15 000-მდე ჯარისკაცის კომპლექტი გაუგზავნა. უკრაინისთვის მიწოდებული დახმარების შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა. „დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 900-ზე მეტი გენერატორი გადასცა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაუგზავნა 15 000 კომპლექტი ექსტრემალური ცივი ამინდის კომპლექტი, მათ შორის ცივი ამინდის ტანსაცმელი, მძიმე საძილე ტომრები და იზოლირებული კარვები“, – განაცხადა უოლესმა. ...

Read More »

უკრაინამ ყაზახეთისგან სამედიცინო დაწესებულებებისთვის განკუთვნილი 41 მძლავრი გენერატორი მიიღო

უკრაინამ ყაზახეთის რესპუბლიკიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის განკუთვნილი 41 მძლავრი გენერატორი მიიღო. შესაბამისი განცხადება უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ Facebook-ზე გაავრცელა. „ჩვენ მივიღეთ შესანიშნავი საშობაო საჩუქარი ყაზახეთის ხალხისგან: 41 მძლავრი გენერატორი ჩვენი ჯანმრთელობის დაწესებულებებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Read More »

ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას 1000-ზე მეტი ელექტროგენერატორი გადასცეს

ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაონას ათასზე მეტი ელექტრო გენერატორი უკვე გადასცეს. მანამდე არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გამოაცხადეს, რომ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის 3,5-დან 8 კილოვატამდე სიმძლავრის 2500 გენერატორს აგზავნის. პირველი 1200 გენერატორი ვარშავაში დღეს გაიგზავნება, დანარჩენს კი მომავალი წლის იანვარში უკრაინის მოსახლეობა მიიღებს, იტყობინება საუდის საინფორმაციო სააგენტო.

Read More »