Tag Archives: #ენერგეტიკა

ბაქოში აზერბაიჯან-თურქეთის პირველი ენერგეტიკული ფორუმი გაიმართება

21-22 დეკემბერს ბაქო აზერბაიჯან-თურქეთის პირველ ენერგეტიკულ ფორუმს უმასპინძლებს, რომელსაც აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი და თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ფატიჰ დონმეზი გაუძღვებიან. აღნიშნულის შესახებ, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აზერბაიჯანული report იუწყება, 21 დეკემბერს, ფორუმის ფარგლებში, დაგეგმილია სამუშაო ჯგუფების შეხვედრები, რომელსაც  ნახშირწყალბადებისა და ნავთობქიმიის, ელექტროენერგიის, განახლებადი ენერგიის წყაროების და რეგულირების დარგში ორი ქვეყნის სპეციალისტები დაესწრებიან. ასევე, ...

Read More »
საქართველოსა და სომხეთს შორის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება

ელექტროენერგიის იმპორტი, ადგილობრივი წარმოება და ენერგეტიკული უსაფრთხოება: დინამიკა, გამოწვევები და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების მნიშვნელობა საქართველოში

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ენერგეტიკული უსაფრთხოების ორგვარ განმარტებას გვთავაზობს: ფართო გაგებით, ენერგეტიკული უსაფრთხოება არის „ენერგიის წყაროების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა ხელმისაწვდომ ფასად“, მოკლევადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოება კი ნიშნავს, რომ ენერგეტიკულ სისტემას შეუძლია, დაუყოვნებლივ დააბალანსოს მოთხოვნა-მიწოდების წონასწორობის ნებისმიერი დარღვევა. ენერგეტიკული უსაფრთხოება არ არის ცალკე მდგომი საკითხი, ვინაიდან მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საერთაშორისო ურთიერთობებში (იერგინი, 2006). უფრო მეტიც, ენერგეტიკული უსაფრთხოება მრავალგანზომილებიანი კონცეფციაა და არ შემოიფარგლება ენერგიის რომელიმე ...

Read More »

კვლავ გადაიდება თუ არა ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება?

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის დაწყება კიდევ ერთხელ, 2022 წლის პირველ მარტამდე გადაიდო. როგორც ბირჟის გენერალური დირექტორი ირინა მილორავა განმარტავს, ვადის გადაწევის მიზეზი სიახლეებთან დაკავშირებით ბაზრის მონაწილეების ნაკლები მზადობაა. იმის გასარკვევად, არის თუ არა საფრთხე, რომ ბირჟის ამოქმედება კვლავაც გადაიდოს, რასთან იქნება აღნიშნული დაკავშირებული და თუ არის შემუშავებული პრევენციული ზომები აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, “ენერგონიუსი” საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალურ დირექტორს ირინა მილორავას ესაუბრა: ქ-ნი ...

Read More »
მტკვარის ჰესის მშენებლობის განახლების სამუშაოების დაწყება მომავალ კვირას იგეგმება

ახლადაშენებული სადგურების წილად გამომუშავებული ელექტროენერგიის ~25% მეტი მოდის

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) 2021 წლის 11 თვეში თბო, ქარის და ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს ესკოს მონაცემების თანახმად, 2021 წლის 11 თვის მანძილზე თბო, ქარის და ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია 11452,2 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია. გამომუშავებული ელექტროენერგიიდან 72,4 მლნ კვტ.სთ ქართლის ქარის სადგურის, 1878,6 მლნ კვტ.სთ თბოსადგურების, ხოლო 9495,3 მლნ კვტ.სთ ჰიდროსადგურების წილად მოდის. მიმდინარე წლის 11 თვეში ...

Read More »

კონკურენციის სამართალი და ენერგეტიკა

2012 წლი­დან 2020 წლამ­დე სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელწოდებით მოქმედი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი მისი არსებობის ყველა ეტაპზე არეგულირებდა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს და დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მიუხედავად აღნიშნულისა, ამ წლების განმავლობაში არ არსებობდა დეტალური საკანონმდებლო ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც მოხდებოდა რეგულირებად სექტორებში, კერძოდ კი ენერგეტიკის სექტორში, კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტების გამოვლენა და განხილვა. დეტალური საკანონმდებლო ბაზის ...

Read More »

ნათია თურნავა: ენერგეტიკა სტრატეგიულ მნიშვნელობის დარგია

პრემიერ-მინისტრმა თავის ანგარიშში დარგებიდან განსაკუთრებით გამოყო ენერგეტიკის დარგი, რაც ხაზს უსვამს ენერგეტიკის სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის შესახებ მედიასთან საუბრისას განაცხადა. „ჩვენი ენერგეტიკული პორტფელი გამდიდრდა ისეთი ახალი, განახლებადი ტექნოლოგიებით, როგორც არის ქარის, მზის, მწვანე წყალბადის ტექნოლოგიები – ამაზე ისაუბრა პრემიერმა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“ ...

Read More »

ენერგოკრიზისის პირობებში რუსეთი ევროპაში გაზის მიწოდებას ამცირებს

ნოემბერში რუსეთმა ევროპას მხოლოდ 12,7 მლრდ. კუბური მეტრი გაზი მიაწოდა. როგორც წესი, „გაზპრომი“ ევროპის გაზის მოხმარების 1/3-ს უზრუნველყოფს, მაგრამ ნოემბერში მისი წვლილი 6-წლიან მინიმუმამდე შემცირდა. რუსეთის მიერ ევროპაში გაზის მიწოდება პანდემიამდელ მაჩვენებელს უკვე რამდენიმე თვის მანძილზე ჩამორჩება. ეს ხდება მსოფლიოში გაზზე მოთხოვნის ნახტომისებრი ზრდის, მწვავე დეფიციტის და კატასტროფულად მაღალი ფასების ფონზე. ევროპაში გაზის ექსპორტის შემცირება ასევე „დაემთხვა“ რუსულ-უკრაინული ურთიერთობების უკიდურეს ...

Read More »

„თელმიკომ“ დიდ დიღომსა და გლდანში კლიენტთა მომსახურების ცენტრები გახსნა

დღეს თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანია „თელმიკომ“ კლიენტთა მომსახურების ორი ახალი ცენტრი დიდ დიღომსა და გლდანში გახსნა. ამიერიდან, თბილისის მოსახლეობა ელექტროენერგიასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მომსახურების მიღებას, საბურთალოს გარდა, ორ სხვა ლოკაციაზეც შეძლებს. ახალი ცენტრების მისამართებია: გლდანი – ომარ ხიზანიშვილის №8 და დიდი დიღომი – პეტრე იბერის №16. ცენტრებში მისულ აბონენტებს გაუწევენ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა: ● ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვა; ● ბრუნვის ისტორიის მიღება; ...

Read More »

EU-ში ნახშირბადის ფასზე დავის გამო ენერგეტიკაზე შეთანხმებას ვერ აღწევენ

ევროკავშირის ლიდერებმა გაზის კრიზისის საპასუხო ზომებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ბრიუსელში გამართულ სამიტზე ცხარე მოლაპარაკებების შემდეგ, მთავრობების მეთაურებმა უარი თქვეს ენერგეტიკულ კრიზისზე განცხადების გამოქვეყნებაზე. ელექტროენერგიის, ბუნებრივ აირსა და ემისიებზე ფასების ზრდის შესახებ შეფასებებში განსხვავებები გადაულახავი აღმოჩნდა. ასევე საკამათო საკითხი იყო ევროკავშირის დაგეგმილი აღმასრულებელი რეგულაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა კლასიფიცირდეს ბირთვული ენერგია და გაზი ბლოკის მწვანე რეგულაციებში. 27 წევრი ქვეყნიდან უმრავლესობამ ...

Read More »

მოსწავლეებმა ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის ინოვაციური მოწყობილობა გამოიგონეს

დავით რუსია, საბა ხაბურზანია და ანი ესართია– სკოლის მოსწავლეები არიან, რომლებმაც ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის ინოვაციური მოწყობილობა “თერმული წყლები” გამოიგონეს. პროექტი 2021 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – “ლეონარდო და ვინჩის” გამარჯვებულიც გახდა. დავით რუსია “ბიზნესპარტნიორთან” ამბოობს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში გუნდმა, მენტორ უტა კილასონიასთან ერთად, უამრავი ეტაპი გაიარა ონლიან შეხვედრებიდან დაწყებული, პროექტის რეალურად დანერგვამდე. მისივე თქმით, გამოგონილი მოწყობილობა ცხოვრებაში ...

Read More »