Tag Archives: #ნავთობი

ნავთობდამოკიდებულება: რუსეთის ავადმყოფობის ისტორია

ნავთობზე დამოკიდებულებამ ერთხელ უკვე დაღუპა რუსეთის საბჭოთა იმპერია, რომელსაც გასული საუკუნის 60-იან წლებში აღმოჩენილმა საბადოებმა არ მისცა გეგმურ ეკონომიკაში თავისუფალი ბაზრის ელემენტების შეტანისა და ეკონომიკის მოდერნიზების საშუალება. როგორც ჩანს, ნავთობდამოკიდებულება სასიკვდილო საფრთხეს შეუქმნის პოსტსაბჭოთა რუსეთსაც, რომელსაც, წლების წინ, სენატორმა მაკკეინმა ბენზინგასამართი სადგური უწოდა. საბჭოთა კავშირის ეკონომიკა ნავთობის გაიაფებამ დაანგრია, დაანგრევს თუ არა რუსეთს ნავთობის ემბარგო? რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტში ...

Read More »

ნოვაკმა კოლაფსი იწინასწარმეტყველა, თუ რუსეთის ნავთობისა და გაზის მიმართ სანქციები დაწესდება

რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერის ალექსანდრე ნოვაკის აზრით, რუსეთის ნავთობისა და გაზის წინააღმდეგ სანქციები თუ დაწესდება, რუსული ნახშირწყალბადების გარეშე კოლაფსი მოხდება. აღნიშნულის შესახებ იუწყება “ნავთობპროსუქტების “რუსეთი არის ენერგორესურსების უმსხვილესი მიმწოდებელი მსოფლიო ბაზრებზე, რუსული ენერგორესურსების ექსპორტის წილი მსოფლიო სავაჭრო დონის დაახლოებით 20%-ს შეადგენს. ცხადია, გაზისა და სანავთობის ბაზრებზე რუსული ნახშირწყალბადების გარეშე კოლაფსი მოხდება. ამავე დროს, ენერგორესურსებზე ფასების ზრდა შეიძლება აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი იყოს”, განაცხადა ...

Read More »
საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

ზაფხულამდე გერმანია რუსული ნავთობის შესყიდვას გაანახევრებს

გერმანიის ხელისუფლება ზაფხულისთვის რუსული ნავთობის შესყიდვას ორჯერ შეამცირებს. ამის შესახებ გამოცემა Spiegel ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ მემორანდუმზე დაყრდნობით წერს. უახლოეს 2 თვეში გერმანია რუსული ნავთობის შესყიდვას 25%-ით შეამცირებს, ხოლო ზაფხულისთვის შესყიდვები განახევრდება. გარდა ამისა დოკუმენტში ნათქვამია, რომ  – “წლის ბოლოსთვის ჩვენ შევეცდებით პრაქტიკულად სრულად დამოუკიდებლები ვიყოთ რუსული ნავთობისგან”. გარდა ამისა დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გერმანია სწრაფად და ეფექტურად ამცირებს ენერგეტიკულ დამოკიდებულებას რუსეთზე. ...

Read More »

შემცირების შემდეგ ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა

2022 წლის 25 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზრდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  120.19 (+0.97)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  113.68 (+1.35)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ხანძარმა კანადაში ნავთობი გააძვირა

კანადა გაზრდის ნავთობის ექსპორტს, რათა ჩაანაცვლოს ნედლეული რუსეთიდან ევროკავშირში

კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე ოტავას შეუძლია ნავთობისა და გაზის ექსპორტი დღეში დაახლოებით 300 000 ბარელით გაზარდოს, რათა “რუსული ნავთობი და გაზი ჩაანაცვლოს”. კანადას, უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე, სურს გაზარდოს ნავთობის ექსპორტი დაახლოებით 5 პროცენტით, რათა დაეხმაროს ევროკავშირს სწრაფად შეეშვას რუსული ენერგიის იმპორტს. ამის შესახებ კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ჯონათან ვილკინსონმა განაცხადა. “წლის ბოლომდე, კანადის ინდუსტრიას აქვს შესაძლებლობა, ...

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

რა ღირს საწვავი საქართველოში – ქართულ ბაზარზე მოქმედი ძირითადი კომპანიების ფასები

საქართველოში საწვავის ფასი საგრძნობლად გაიზარდა და ამას უკვე ყველა ამჩნევს. ეს ფაქტი, პირველ რიგში, გლობალურ ბაზარზე ფასების მატებითაა გამოწვეული. ზოგადად, საწვავის ფასის დადგენისას რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი. მათ შორის, გადამუშავებული საწვავის საერთაშორისო ფასი (Platts), ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით. ასევე, საწვავის ფასზე მოქმედებს სახელმწიფო აქციზის გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) და საოპერაციო ხარჯები. 2021 წლის მარტის პერიოდში, ბარელი ნავთობის ფასი ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2.5 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2.5 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 413.4 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა  2.9  მილიონი ბარელით  და შეადგინა  238.0 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა  2.1 მილიონი ბარელით და შეადგინა  112.1 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 200 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,6 ...

Read More »

ვანო მთვრალაშვილი: ომის პირობებში გადასახადების გადახედვა საწვავს 90 თეთრით გააიაფებს

ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი  მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს და ისეთ  ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როგორშიც ახლა მსოფლიოა (ომის პირობებში) საწვავზე გადასახადების  დროებით გადახედვას  ურჩევს. მისივე განცხადებით, ერთადერთი ბერკეტი, რითაც შეიძლება საწვავზე ფასების ზრდა შეკავდეს გადასახადების შემცირებაა. ამის მაგალითად მთვრალაშვილს პოლონეთი მოჰყავს. ანალოგიურ მოდელს განიხილავს ავსტრია, ჩეხეთი და გერმანიც. „პოლონეთმა თებერვალში დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) 23%-დან 7%-მდე შეამცირა. შესაბამისად, გადასახადების შემცირებით, შიდა ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 24 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  121.60  (+  6.12)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  114.93  (+  5.66)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »
რატომ უნდა გაკონტროლდეს საწვავის ხარისხი საქართველოში

“ბიოლი”: საწვავზე მოგების მარჟა 15-20 თეთრს არ აღემატება

„ბიოილის“ გენერალური დირექტორის რუსუდან რამაზაშვილის განცხადებით, როგორც ბრენდირებული ასევე არაბრენდირებულ ბენზინგასამართი სადგურების მოგების მარჟა ამ ეტაპზე 15-20 თეთრს არ აღემატება და საწვავის ფასი საქართველოში იმ რეალობას ასახავს, რაც ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ბაზრებზეა. „არაბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ამ ეტაპზე 3.52 ლარიდან 3.80 ლარის ფარგლებში მერყეობს, გააჩნია საწვავის ტიპს. თუ ერთი ბარელი ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზარზე 117-120 დოლარის ფარგლებში დარჩა საწვავის ფასის ...

Read More »