ნოვაკმა კოლაფსი იწინასწარმეტყველა, თუ რუსეთის ნავთობისა და გაზის მიმართ სანქციები დაწესდება

რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერის ალექსანდრე ნოვაკის აზრით, რუსეთის ნავთობისა და გაზის წინააღმდეგ სანქციები თუ დაწესდება, რუსული ნახშირწყალბადების გარეშე კოლაფსი მოხდება. აღნიშნულის შესახებ იუწყება “ნავთობპროსუქტების

“რუსეთი არის ენერგორესურსების უმსხვილესი მიმწოდებელი მსოფლიო ბაზრებზე, რუსული ენერგორესურსების ექსპორტის წილი მსოფლიო სავაჭრო დონის დაახლოებით 20%-ს შეადგენს. ცხადია, გაზისა და სანავთობის ბაზრებზე რუსული ნახშირწყალბადების გარეშე კოლაფსი მოხდება. ამავე დროს, ენერგორესურსებზე ფასების ზრდა შეიძლება აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი იყოს”, განაცხადა ნოვაკმა სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას.

როგორც ცნობილია, მარტის თვის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა დააწესა აკრძალვა რუსული ნავთობისა და სხვა სახის ენერგომატარებლების იმპორტზე. ასევე დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე შეწყვეტს რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტს.

Leave a Reply