Tag Archives: #ევროკავშირი

ევროკომისია გაზის ფასის შეზღუდვის ზომებს განიხილავს

ევროკომისია გაზის ფასის შეზღუდვის ზომებს სწავლობს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული სააგენტო dpa ევროკომისიის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, არსებობს შესაძლებლობა შეთანხმდეს რუსეთიდან გაზის მაქსიმალური ფასი. კიდევ ერთი ვარიანტი, როგორც დოკუმენტის ავტორები ამბობენ, არის გაზის ფასის დაფიქსირება ევროპულ სავაჭრო მოედნებზე. ეს ნაბიჯი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც გადაუდებელი ზომა. პირველი შესაძლებლობის განხორციელებისას გაზის საფასურის ზღვარი შეიძლება განისაზღვროს სპეციალური კანონით.

Read More »

ევროკომისია: „გაზპრომის“ განცხადება სიცრუეა

ევროკომისია მიიჩნევს, რომ „გაზპრომმა“ ევროპას გაზი ცრუ საბაბით გაუთიშა. შესაბამისი განცხადება Twitter-ზეა ხელმისაწვდომი. „გაზპრომის“ განცხადება, რომ ის კიდევ ერთხელ აჩერებს NorthStream1-ით გაზის მიწოდებას მცდარი საბაბით, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ის არასანდო მომწოდებელია. ეს რუსეთის ცინიზმის კიდევ ერთი დასტურია, რადგან მას კონტრაქტების პატივისცემის ნაცვლად, გაზის დაწვა ურჩევნია“, – აცხადებს ევროკომისიის წარმომადგენელი. „გაზპრომი“ აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, ევროპისთვის გაზის მიწოდება ...

Read More »

რუსეთის ენერგეტიკული გავლენის შეფერხების მიზნით ევროკავშირი ტაჯიკეთში მდებარე მსოფლიოს ყველაზე მაღალ კაშხალში ინვესტიციას გეგმავს

ევროკავშირი გეგმავს, რომ ტაჯიკეთში, მსოფლიოში ყველაზე მაღალი კაშხლის ინვესტორი გახდეს – ამის შესახებ ინფორმაციაზე როიტერზე  დაყრდნობით გამოცემა euractiv.com ავრცელებს. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებმა როიტერს განუცხადეს, ინვესტიცია მიზნად ისახავს, რომ დაეხმაროს ცენტრალურ აზიას რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შემცირებაში. ტაჯიკეთმა გიგანტური ჰიდროელექტროსადგურის როგუნის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, სადგურს ყოფილი საბჭოთა კავშირში მყოფი ერისთვის სრული ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მინიჭება შეეძლო. ევროკავშირის საინვესტიციო ფილიალს, ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB), ჯერჯერობით ...

Read More »

“ევროკავშირმა გააცნობიერა სამხრეთ დერეფნის გაფართოებაში ინვესტიციის ჩადების აუცილებლობა”

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რომელიც 6 თვეზე მეტია გრძელდება, აზერბაიჯანის, როგორც სანდო პარტნიორის როლი ევროპის ენერგოუსაფრთხოების საკითხებში სულ უფრო და უფრო იზრდება. შეგახსენებთ, რომ დასავლეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული სანქციები ითვალისწინებს რუსული ბუნებრივი აირის მოხმარების ეტაპობრივ შეწყვეტას. აღნიშნული კი საფრთხეს უქმნის დასავლეთის ენერგეტიკულ მდგრადობასა და სტაბილურობას, რის გამოც ის ცდილობს მოძებნოს გაზის მიწოდების ალტერნატიული გზები. ერთ-ერთი მათგანია აზერბაიჯანი. აზერბაიჯანი, ...

Read More »

ევროპულმა საბჭომ გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების შესახებ რეგულაცია მიიღო

ევროპულმა საბჭომ ზამთარში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების შესახებ რეგულაცია მიიღო. ამის შესახებ ევროპული საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი. „ევროკავშირის ენერგომომარაგების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, საბჭომ დღეს მიიღო რეგულაცია ზამთარში ბუნებრივ აირზე მოთხოვნის ნებაყოფლობითი შემცირების შესახებ (15%-ით). რეგლამენტი ითვალისწინებს საბჭოს შესაძლებლობას აამოქმედოს გაფრთხილება მიწოდების უსაფრთხოების შესახებ, ამ შემთხვევაში გაზის მოთხოვნის შემცირება გახდება სავალდებულო“, – ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაზის მოთხოვნის შემცირების მიზანი ზამთრისთვის გაზის ...

Read More »

ევროკავშირი: რუსული ნედლეულით შერეული ნავთობი არ დაიშვება

ევროკავშირმა რეკომენდაცია გაუწია ნავთობის იმპორტიორებს კონტრაქტებში მიუთითონ, რომ მათ მიერ მიწოდებულ საწვავში რუსული ნედლეული არ არის, ვინაიდან სხვა წარმოშობის ნავთობთან შერეული სახით ტრანსპორტირებული რუსული ნავთობი ექვემდებარება ემბარგოს, შესაბამისად, იმპორტიორებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში. „იმპორტიორებს ვურჩევთ ხელშეკრულებებში შეიტანონ პუნქტი, რომლის მიხედვითაც ექსპორტიორი დაადასტურებს, რომ გაყიდული ნავთობი არ შეიცავს რუსულ ნედლეულს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა“, – ნათქვამია ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 4%-ით გაიზარდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 4%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 2 200 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »

რუსული გაზი შესაძლოა დასავლური სანქციების მომდევნო პაკეტში მოხვდეს

ევროკავშირში რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა შესაძლოა სანქციების მერვე ან მეცხრე პაკეტით დაწესდეს. ამის შესახებ ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელმა, რიინა სიკუტმა განაცხადა. “მიუხედავად იმისა, რომ რუსულ გაზზე ემბარგო არ არსებობს, ჩვენ მაინც მხარს ვუჭერთ მას. შესაძლოა, ეს იყოს სანქციების მერვე პაკეტში, ან მეცხრე პაკეტში. ომი ჯერ კიდევ გრძელდება და დაწესებული სანქციები საკმარისი არ აღმოჩნდა”, – განაცხადა მინისტრმა ევროკავშირის საბჭოს ...

Read More »

ევროკავშირში რუსული ნახშირის იმპორტი აიკრძალა

1-ელი აგვისტოდან ევროკავშირში რუსული ნახშირის იმპორტი აიკრძალა. აღნიშნული შეზღუდვები უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო დაწესდა. ამ სანქციის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირმა 2022 წლის აპრილში მიიღო. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, 2021 წელს ქვეყანამ ევროპაში 48,7 მილიონ ტონაზე მეტი ნახშირი გაიტანა. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლაი შულგინოვმა განაცხადა, რომ არსებული ვითარების პირობებში რუსულ კომპანიებს ალტერნატიული ბაზრების მოძებნა მოუწევთ.

Read More »

რუსეთიდან გაზის მიწოდების პრობლემა ევროკავშირის 12 ქვეყანას შეეხო

ევროკომისიის თავმჯდომარის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთმა ევროკავშირის 12 სახელმწიფოს სრულად ან ნაწილობრივ შეუწყვიტა გაზის მიწოდება. „ჩვენ უნდა მოვემზადოთ რუსული გაზის სრული ან ნაწილობრივი შეზღდვისთვის“, – დაამატა მან. მისი თქმით, ევროკავშირი რეკორდულად მაღალი ოდენობის გაზს ამჟამად ამერიკისგან, ნორვეგიისგან, ალჟირისგან და კასპიის ზღვის რეგიონიდან იღებს. მანამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ...

Read More »