2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ ირანსა და შეთანხმების ხელმომწერ სხვა ქვეყნებს შორის მოლაპარაკება წარუმატებელი იქნება, თუ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მზად არ არის, გასცეს გარანტიები, რომ ვაშინგტონი შეთანხმებას აღარ მიატოვებს, – ამის შესახებ ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა ალი შამხანიმ განაცხადა. “აშშ-ის პრეზიდენტი არ არის მზად გარანტიების მისაცემად. თუ არსებული სტატუს კვო გაგრძელდება, მოლაპარაკებების შედეგი ნათელია”, – აღნიშნა ალი ...
Read More »Tag Archives: #ბირთვული
აშშ, გერმანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი ირანს ბირთვული პროგრამის შეზღუდვისკენ მოუწოდებენ
აშშ, გერმანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი ირანს ბირთვული პროგრამის შეზღუდვისკენ მოუწოდებენ. აღნიშნული ქვეყნების ლიდერებმა მოლაპარაკებები დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გამართეს. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანის მხრიდან კურსის შეცვლის შემთხვევაში, კვლავ შესაძლებელია ურთიერთგაგების სწრაფი მიღწევა ბირთვული პროგრამის სრულ აღდგენასთან დაკავშირებით. ოთხი ქვეყნის ლიდერების განცხადებით, მათი სურვილია იმის უზრუნველყოფა, რომ ირანი ვერასდროს შექმნის ან შეიძენს ბირთვულ იარაღს. მოლაპარაკებების მთავარი ამოცანა სახიფათო ესკალაციის თავიდან არიდებაა. ...
Read More »ბირთვული ენერგიის უსაფრთხოება
არის თუ არა ბირთვული ენერგია უსაფრთხო? ეს არის ის პრობლემა, რომლის წინაშეც ევროკავშირი დგას. საფრანგეთი და პოლონეთი მხარს უჭერენ ბირთვული ენერგიის გამოყენებას, ავსტრია და გერმანია კი ეწინააღმდეგებიან ამ გადაწყვეტილებას. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ბირთვული ენერგია უსაფრთხოა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი ამბობს, რომ ევროპას სჭირდება ბირთვული ენერგია. უკვე ადამიანებიც ხვდებიან, რომ ეს არის მეცნიერება და ...
Read More »ირანი ბირთვულ მოლაპარაკებებში ნოემბრიდან დაბრუნებას დათანახმდა
ირანი ამ წლის ნოემბრიდან დაუბრუნდება ბირთვულ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანი 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენაა. ამის შესახებ საკუთარ Twitter-ზე დაწერა მოლაპარაკებებზე ირანის დელეგაციის მეთაურმა, ალი ბაღერი ქანიმ. ბაღერუ ქანის თქმით, მას ჰქონდა სერიოზული და კონსტრუქციული საუბარი ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელთან, ენრიკე მორასთან, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ ირანი ბირთვულ მოლაპარაკებებში ნოემბრიდან დაბრუნდება. მოლაპარაკებების გაგრძელების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია და ცნობილი ...
Read More »ირანის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელი: ირანი, შესაძლოა, მოლაპარაკებას ბირთვული პროგრამის განვითარებისთვის აჭიანურებდეს
ირანის საკითხებში აშშ-ის მთავარი წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოლაპარაკება, რომელიც მიზნად ისახავს თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს მიღწეული ხელშეკრულების აღდგენას, “კრიტიკულ ფაზაშია” და გამოდის გაფრთხილებით, რომ ირანი ამ მოლაპარაკებას შესაძლოა თავისი ბირთვული პროგრამის განვითარების მიზნით აჭიანურებდეს. რობ მეილი ამ განცხადებებით გამოვიდა 25 ოქტომბერს, იმ ფონზე, როცა საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩართული, ევროპის წამყვანი დიპლომატი მიმდინარე კვირაში ბრიუსელში უნდა შეხვდეს თავის ...
Read More »IAEA: ირანის ობიექტების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა საფრთხეს უქმნის სადამკვირვებლო პროგრამას
გაეროს ატომური უწყების ხელმძღვანელის თქმით, მისი ორგანიზაციის სადამკვირვებლო პროგრამას ირანში შეზღუდვებს უქმნიან მნიშვნელოვან ობიექტზე, რაც ზრდის შეშფოთებას, რომ 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების ხელმომწერი, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ვერ შეძლებენ ირანის ბირთვული პროგრამის “სურათის რეკონსტრუქციას”. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი ამ განცხადებებით გამოვიდა 23 ოქტომბერს, NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში. გროსი ამჟამად ვაშინგტონში იმყოფება, იმ ფონზე, როცა 2015 წლის ხელშეკრულების ...
Read More »ორთქლის გაჟონვის გამო, როსტოვში ბირთვული ელექტროსადგური გამორთეს
როსტოვის ბირთვული ატომური ელექტროსადგურის მეორე ენერგობლოკი დაიხურა, – ამის შესახებ ინფორმაციას tass-ი ავრცელებს. ელექტროსადგურის დახურვის მიზეზი სადგურიდან ორთქლის გაჟონვა გახდა. ელექტროსადგურის წარმომადგენლების თქმით, რადიაციის დონე ნორმალურია და გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. ბირთვულ ელექტროსადგურზე მუშებმა 18-მილიმეტრიანი ნაპრალი იპოვეს, საიდანაც ორთქლმა გაჟონა.
Read More »ევროკავშირი: 21 ოქტომბერს არ გაიმართება ირანთან მოლაპარაკება
ევროკავშირის განცხადებით, 21 ოქტომბერს ბრიუსელში არ არის დანიშნული ირანთან შეხვედრა, რომლის თემაც უნდა ყოფილიყო მოლაპარაკების განახლება 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების აღდგენის შესახებ. ევროკავშირის ეს ცნობა წინააღმდეგობაში მოდის ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მანამდე გაკეთებულ განცხადებასთან. “ხუთშაბათს შეხვედრა არ გაიმართება” – უთხრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის პრესმდივანმა, ნაბილა მასრალიმ სააგენტო “ფრანს პრესს” 18 ოქტომბერს. “ამ ეტაპზე ვერ ვადასტურებთ როდის, ...
Read More »ირანის პრეზიდენტი: ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს
ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს. „ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით შედეგზე ორიენტირებულ მოლაპარაკებებს. თუ ამერიკელები სერიოზულად განწყობილნი არიან, მათ ირანს უსამართლო სანქციები უნდა მოუხსნან“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა. 13 ოქტომბერს, ირანის საკითხზე აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რობ მელიმ განაცხადა, რომ აშშ მზად არის, ყველა ვარიანტი განიხილოს, თუ ირანი 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას არ დაუბრუნდება. „ჩვენ მზად ...
Read More »საფრანგეთი 2030 წლისთვის მცირე ბირთვულ რეაქტორებს ააშენებს
საფრანგეთის მთავრობა დაეხმარება სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად კომპანიას Electricite de France-ს (EDF) 2030 წლისთვის ეგრეთ წოდებული მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების (SMR) განვითარებაში. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ გაკეთებული განცხადება ნიშნავს, რომ ის გლობალური ნახშირბადის ემისიების შემცირების გასაღებს ბირთვულ ენერგიაში ხედავს. ეს ასევე ხდება მაშინ, როდესაც საფრანგეთი და ცენტრალური ევროპის რამდენიმე ქვეყანა ცდილობს დაარწმუნოს ევროკავშირი, რომ ატომური ენერგია, რომელიც წარმოქმნის ტოქსიკურ ნარჩენებს, მაგრამ ძალიან ...
Read More »