Tag Archives: #ნავთობკომპანიები

2023 წელს ნავთობის ფასი 105 დოლარს მიაღწევს – Goldman Sachs

საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-ის თანახმად, 2023 წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდის შედეგად ფასებიც მოიმატებს და 100 აშშ დოლარსაც გადააჭარბებს, Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ღირებულება კი მეოთხე კვარტალში 105 დოლარამდე იქნება. ბანკის პროგნოზით, მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა წელს დღეში 2.7 მილიონი ბარელით გაიზრდება და ბაზარზე დეფიციტი წლის მეორე ნახევარში გაჩნდება. ჩინეთის მიერ ვიზიტორებისთვის საზღვრების გახსნამ და ნავთობის იმპორტზე კვოტების დაწესებამ გაზარდა მოლოდინი, რომ ...

Read More »

ნავთობის ფასის ზრდას აგრძელებს

2023 წლის 11 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80.10  (+  0.45)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.12  (+   0,49)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ყულევში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და თიზ-ს SOCAR-ის მონაცვლე "ფაზის ოილი" ააშენებს

Samsung-ი კატარში ნავთობქიმიურ ქარხანას ააშენებს

კომპანიამ Samsung Engineering, რომელიც არის სამხრეთ-კორეული სამრეწველო გიგანტის Samsung Group-ის განყოფილება, ტაივანურ კომპანია CTCI Corporatio-თან ერთად კატარში ნავთობქიმიური ქარხნის მშენებლობის ტენდერი მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სამხრეთ-კორეული კომპანია ავრცელებს. კონტრაქტი შეფასებულია 2,5 მლრდ დოლარად. ტენდერის პირობების თანახმად Samsung Engineering პასუხისმგებელი იქნება ეთილენის მწარმოებელი ქარხნის შექმნაზე, ხოლო ტაივანური კომპანია ქარხნის დანარჩენს ინფრასტრუქტურას ააშენებს. მოსალოდნელია, რომ სამშენებლო სამუშაოები 2026 წლისთვის დასრულდება. „აღსანიშნავია, ...

Read More »

რუსული ნავთობი, ზღვრულ ფასზე გაცილებით იაფად იყიდება

რუსული ნავთობი, მსოფლიო ბაზარზე G7-ის მიერ შემოღებულ ზღვრულ ფასზე გაცილებით იაფად იყიდება. ამის შესახებ Bloomberg დამოუკიდებელი ფასების სააგენტო Argus-ის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. გამოცემის ცნობით, 6 იანვარს პრიმორსკის პორტში ვაჭრობისას „ურალის“ ბრენდის ნავთობი (ბარელი) $37,80 გაიყიდა, როცა მსოფლიო სტანდარტის Brent-ის ტიპის (ბარელი) ნავთობი იმავე დღეს $78,57 დოლარი ღირდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ემბარგომ და რუსულ ნედლეულზე დანახარჯების შეზღუდვამ რუსეთი ჩინეთსა და ინდოეთზე ...

Read More »

ყოველდღიურად რამდენ მილიონ დოლარს კარგავს რუსეთი ნავთობზე ფასის ჭერის დაწესების შემდეგ

ჰელსინკის ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) თანახმად, დასავლეთის მიერ დაწესებული ფასის ჭერი რუსულ ნავთობზე კრემლს ყოველდღიურად 160 მილიონი ევრო (172 მილიონი დოლარი) უჯდება.  ეს მაჩვენებელი, 5 თებერვლიდან, როდესაც შეზღუდვა ნავთობპროდუქტებზე გავრცელდა, დღეში 280 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. CREA-ს თანახმად, თუ ფასის ზღვარი კიდევ შემცირდება 60 დოლარიდან 25-35 დოლარამდე ბარელზე, ეს შეამცირებს რუსეთის ნავთობის შემოსავალს მინიმუმ €100 მილიონით. სხვა შემოთავაზებული ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

2023 წლის 10 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  79.65  (+  1.08)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  74,63  (+   0,86)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

2022 წელს საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2022 წლის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 21,71 ათასი ტონა, რაც 2,85 ათასი ტონით ანუ 15,1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (18,86 ათასი ტონა) შედარებით. 2022 წლის 12 თვის განმავლობაში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 4,52 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 20,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი – 3,91 ათასი ტონა (18%); ...

Read More »

ჩინეთი იშვიათი კლასის რუსულ არქტიკულ ნავთობს ყიდულობს

ჩინეთი იშვიათი არქტიკული კლასის რუსული ნავთობის იმპორტს ახორციელებს. საუბარია Arco, Novy Port და Varandey-ზე. ამის შესახებ Bloomberg ანალიტიკურ კომპანია Vortexa-ს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსული ნავთობის ფასის ზღვრის (ბარელზე $60) შემოღებამდე ეს კლასები ევროპაში ექსპორტზე იყო ორიენტირებული. ჩინეთმა არქტიკული ნავთობის სამი გადაზიდვა იყიდა იანვრის ან თებერვლის მიწოდებისთვის, იტყობინება Bloomberg. თუმცა, Vortexa-ს ცნობით, პეკინმა პირველი მიწოდება ნოემბერში მიიღო. ანალიტიკოსები ...

Read More »

რუსული ნავთობის, Urals-ის ფასი $40-ზე დაეცა

6 იანვარს რუსეთის ფედერაციის მიერ ექსპორტირებული ნავთობის მთავარი ბრენდის, Urals-ის ფასი ბალტიის ზღვის პრიმორსკის პორტში ბარელზე 37.8 დოლარი იყო. ამის შესახებ Bloomberg-მა ორშაბათს, Argus Media-ს მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა. ამავდროულად, იმავე დღეს ჩრდილოეთ ზღაში Brent-ის ღირებულებამ 78.57 დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ მეტია Urals-ის ფასზე. პარასკევს რუსული ნავთობის ფასი ასევე G7-ის ქვეყნების მიერ დაწესებულ “ფასის ზღვარზე”, ბარელზე 60 დოლარზე საკმაოდ დაბალი ...

Read More »

ჯანსაღი კონკურენცია და დაბალფასიანი პროდუქციის გაქრობა – ვანო მთვრალაშვილი დიზელის „ევრო 5“-ის სტანდარტზე გადასვლას აფასებს

1-ელი იანვრიდან დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები გამკაცრდა და ის  „ევრო 5“-ის შესაბამისი სტანდარტის საწვავს გაუთანაბრდა. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ადრე ბაზარზე სხვადასხვა სტანდარტის დიზელის საწვავის რეალიზაცია ხდება და ფასიც ხარიხის გათვალისწინებით განსხვავებული იყო, უკვე მიმდინარე წლიდან ყველა ნავთობიმპორტიორი ვალდებულია ქსელში  „ევრო 5“ სტანდარტის შესაბამისი საწვავი გაყიდოს. „გლობალური სავაჭრო ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ვანო მთვრალაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ახალი დადგენილება ...

Read More »