Tag Archives: #ენერგოეფექტურობა

ხელოვნური მზე – ენერგიის მომავალი?

2020 წლის 4 დეკემბერს ჩინეთმა წარმატებით გაააქტიურა HL-2M ტოკამაკი, ბირთვული სინთეზის რეაქტორი  ე.წ. ხელოვნური მზე. იმავე თვის ბოლოს სამხრეთ კორეამ იმავე ტექნოლოგიით დამზადებული KSTAR (The Korea Superconducting Tokamak Advanced Research)-ით „ხელოვნური მზის“ რეაქტორის მუშაობის ახალი რეკორდი დაამყარა. რეაქტორმა 20 წამის განმავლობაში 100 მილიონ გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე იმუშავა. რამდენად მდგრადია ეს ტექნოლოგია? რამდენად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და რა პერსპექტივები აქვს მას? ...

Read More »

HyGeorgia – საქართველოში „მწვანე წყალბადის“ წარმოების €11 მლრდ-იანი პროექტის განხორციელება იგეგმება

საფრანგეთში რეგისტრირებულმა საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია H2exagOn-მა, რომლის მმართველი პარტნიორი ქართველი დავით ოთარიშვილია, საქართველოში 11 მლრდ ევროს ღირებულების „მწვანე წყალბადის“ წარმოების პროექტი – HyGeorgia შეიმუშავა. პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ მისი შექმნისა და განხორციელების მიზანი საქართველოში არსებული ეკონომიკური გამოწვევების დაძლევა და ქვეყნის ენერგეტიკული კრიზისიდან გამოყვანაა. კომპანია H2exagOn – მა პროექტზე მუშაობა დაახლოებით 1 წლის წინ საერთაშორისო სპეციალისტებთან ერთად დაიწყო და პროექტის განხოციელების ტექნიკურ-ეკონომიკური ...

Read More »

თუ ელექტრომობილის დამტენი გაქვთ ბიზნესის დაწყებასაც შეძლებთ – E-SPACE-ის შეთავაზება

E-space-ი მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს. ბიზნეს მოდულის საშუალებით, ნებისმიერი პირი, რომელსაც ე.წ ჭკვიანი დამტენი აქვს, E-space-ის აპლიკაციაში ჩართვა და დამტენების მართვა თავად შეუძლია. პროგრამაზე ხელმისაწვდომობა მომხმარებელს საშუალებას მისცემს მსურველებისთვის თავად დააწესოს დამტენით სარგებლობის ტარიფი, შემდეგ კი შემოსავალი მიიღოს. „ბიზნეს მოდულის დახმარებით, ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც ე.წ ჭკვიანი დამტენი აქვს, შეუძლია ჩაერთოს ჩვენს აპლიკაციაში და თავისი დამტენები სწორედ მისი მეშვეობით მართოს. აქამდე ...

Read More »

ბიზნესისთვის ახალი გარემოსდაცვითი ვალდებულებები არ გადავადდება

ბიზნესის მოთხოვნის მიუხედავად, ახალი გარემოსდაცვითი ვალდებულებები არ გადავადდება. როგორც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში აცხადებენ, კომპანიები ახალი რეგულაციის შესახებ დიდიხანია ინფორმირებულები არიან და ვალდებულების გადავადება არ განიხილება. შესაბამისად, კომპანიებს მოუწევთ 1 ივნისამდე დაამონტაჟონ თვითმონიტორინგის სისტემა, რომელიც გარემოს დაბინძურების დონეს განსაზღვრავს. თავის მხრივ კი ბიზნესასოციაციაში განმარტავენ, რომ კერძო სექტორს ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რა მოთხოვნების შესრულება ...

Read More »

Amazon-ი ნიდერლანდების ოფშორული ქარის ელექტროსადგურისგან დიდი რაოდენობით ენერგიას იყიდის

Amazon-ი აცხადებს, რომ გეგმავს, ნიდერლანდებში მშენებარე უმსხვილესი ახალი ქარის ელექტროსადგურისგან ენერგიის ნახევარი იყიდოს. ამის შესახებ CNBC წერს. ცნობისთვის, Shell-მა და Eneco-მ გასულ ივლისს ჩრდილოეთის ზღვაში  759-მეგავატიანი ქარის ენერგიის სადგურის აშენების უფლება მოიპოვეს. Amazon-ი კი ამბობს, რომ იქ გამომუშავებული ენერგიის ნახევარს ანუ 380 მეგავატს  იყიდის, რათა ევროპაში კომპანიის ოპერირება უზრუნველყოს. ზღვაში გაშენებული ქარის ელექტროსადგური ოპერირებას, სავარაუდოდ, 2023 წლისთვის დაიწყებს. სადგური ნიდერლანდების ...

Read More »

IDFI-მ დაადგინა რატომ არ არის სახელმწიფო ავტოპარკში ელექტროავტომობილები

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე არსებული უზუსტობების აღმოფხვრა, რადგან სახელმწიფო ავტოპარკის შემდგომი განახლება ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიკური ავტომობილებით განხორციელდეს. როგორც IDFI-ში აცხადებენ, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა აქტიურად აჟღერებდა გეგმებს მწვანე ეკონომიკის მიმართულებით. აქტიურად ხდება ჰიბრიდული და ელექტრომობილების იმპორტის წახალისება. 2017 წლის იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში” შესული ცვლილებების თანახმად, აქციზის გადასახადი ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში შემცირდა, ხოლო ელექტრომობილები ...

Read More »

EBRD-ის პრეზიდენტი: საქართველოს განახლებადი ენერგიის მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს

“საქართველოს განახლებადი ენერგიის მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს,”- BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ოდილ რენო-ბასომ. მისი თქმით, ბანკი როგორც განახლებადი ენერგიის გენერაციის ობიექტების ასევე გადაცემის ქსელების მშენებლობას უწყობს ხელს. ოდილ რენო-ბასო აღნიშნავს, რომ ეს მხარდაჭერა მიმართულია იქითკენ, რომ EBRD-ის წევრმა ქვეყნებმა პარიზის კლიმატის შეთანხმებით გათვალისწინებულ სამიზნე მაჩვენებლებს მიაღწიონ.  “საქართველოს განახლებადი ენერგიის მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. 2025 წლისთვის ...

Read More »

Ford-ი ელექტრო და უპილოტო ავტომობილების წარმოებაში $29 მილიარდს ჩადებს

ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანია Ford-ი ელექტრო და უპილოტო ავტომობილების წარმოებისთვის $29 მილიარდს გამოყოფს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯიმ ფარლიმ განაცხადა. მისივე თქმით, $7 მილიარდი ავტონომიური მართვის ტექნოლოგიის შემუშავებას მოხმარდება, $22 მილიარდი კი ელექტრომობილების წარმოების განვითარებაზე დაიხარჯება. კომპანია აქტიურ მუშაობას განაგრძობს ავტომობილების კომპიუტერული სისტემის დასახვეწად. 2023 წლისთვის Ford-ის ავტომობილების საბორტო სისტემები Android-ის პროგრამულ უზრუნველყოფასთან იქნება ინტეგრირებული.

Read More »

ევროკავშირში ჰიბრიდი და ელექტრომობილების გაყიდვები 1 მილიონამდე გაიზარდა

ევროკავშირის ქვეყნებში ჰიბრიდი და ელექტრონული ავტომობილების გაყიდვები 1 მილიონამდე გაიზარდა, რაც აღნიშნული ტიპის მანქანებზე მოთხოვნის ზრდით აიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემა ევროპის ავტომობილთა მწარმოებელთა ასოციაციაზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს 1.046 მილიონი ელექტრონული და ჰიბრიდული ავტომობილი გაიყიდა, მაშინ როდესაც 2019 წელს გაყიდული ავტომობილების რაოდენობამ 387,808 შეადგინ. აღსანიშნავია, რომ ე.წ ფლაგ-ინ ჰიბრიდებს, მათი გაყიდვები 59 პროცენტით გაიზარდა, თუმცა ბენზინის ძრავის ...

Read More »

დანიაში მსოფლიოს პირველ „ენერგოკუნძულს“ გააშენებენ

დანიის მთავრობამ დაამტკიცა პროექტი, რომელიც მსოფლიოში პირველი „ენერგოკუნძულის“ აშენებას გულისხმობს, – ამის შესახებ BBC წერს. ენერგოკუნძული 18 საფეხბურთო მოედნის ფართობის (120 ათასი კვადრატული მეტრი) იქნება და მასზე გათავსდება ქარის 200 გიგანტური ტურბინა, რომელიც 3 მილიონამდე ოჯახისთვის საკმარის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ეს დანიის ისტორიაში ყველაზე დიდი სამშენებლო პროექტია, რომლის ღირებულება დაახლოებით 210 მილიარდი კრონია (34 მილიარდი დოლარი). ენერგოკუნძული ატლანტის ოკეანეში, ჩრდილოეთის ზღვაში გაშენდება. ...

Read More »