Tag Archives: #ნავთობკომპანიები

საუდის არაბეთმა აშშ-ს ნავთობმოპოვებაში ლიდერობა ჩამოართვა

საუდის არაბეთი აშშ-სთვის ნავთობის ფასებს ზრდის – ვაშინგტონი სტრატეგიულ რეზერვებს ხსნის

საუდის არაბეთის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ – Saudi Aramco, გაზარდა ნოემბრის ნავთობის ფასი შეერთებული შტატებისთვის, იტყობინება Bloomberg-ი, კომპანიის მონაცემებზე დაყრდნობით. „ფასები ყველა ტიპის ევროპის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში შემცირდა. აშშ-ში ყველა კლასზე ფასები გაიზარდა 20 ცენტით“, – წერს სააგენტო. ამავდროულად, Saudi Aramco-მ არ გაზარდა თავისი ძირითადი Arab Light ნავთობის ფასი აზიისთვის, თუმცა გადამამუშავებელი მწარმოებლები და მოვაჭრეები, რომლებიც გამოკითხულ იქნა Bloomberg-ის ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

აგვისტო-სექტემბერში ქართულ ბაზარზე ყველა ტიპის საწვავის ფასმა მნიშვნელოვნად დაიკლო

მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში ქართულ ბაზარზე ყველა ტიპის საწვავის ფასმა მნიშვნელოვნად დაიკლო. მაჩვენებელი 10-დან 50 თეთრამდე მერყეობს. მთავარი ფაქტორებია: საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასის ვარდნა და ეროვნული ვალუტის გამყარება. კონკურენციის სააგენტოს განმარტებით, აგვისტოში, პრემიერის რეკომენდაციის შემდეგ, გარკვეულიყო ბაზარზე არსებული ვითარება საწვავის ტარიფთან დაკავშირებით, სააგენტომ მოკვლევა დაიწყო, რის შემდეგაც საწვავის ფასმა დაიკლო. მთავრობის ეკონომიკურ გუნდს საწვავის ფასის კლებასთან დაკავშირებით, ოქტომბერშიც დადებითი პროგნოზი აქვს.

Read More »

ნავთობის ფასი კვლავაც იზრდება

2022 წლის  7 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  94.42 (+  1,05)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  88.45  (+ 0.69)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,36 მილიონი ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,36 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 429,203 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა 4,73  მილიონი ბარელით  და შეადგინა  207,46 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა  3,44 მილიონი ბარელით და შეადგინა  110,916 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,0 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »

გამოიწვევს თუ არა OPEC-ის გადაწყვეტილება ნავთობის ფასის ზრდას?

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წევრები, ასევე რუსეთი და ნავთობის მომპოვებელი რამდენიმე სხვა ქვეყანა, რომელიც OPEC-ში არ შედის, ვენაში გამართულ მინისტერიალზე შეთანხმდნენ ნოემბრიდან დღე-ღამეში 2 მილიონი ბარელით ნავთობის მოპოვების შემცირებაზე. Reuters-ისა და Bloomberg-ის ცნობები დაადასტურა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა. ეს ნავთობის მოპოვების ყველაზე მსხვილმასშტაბიანი შემცირება იქნება COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ. როგორც მოსალოდნელია, ეს იმას გამოიწვევს, რომ მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები ...

Read More »

ბულგარეთმა რუსულ საწვავზე სანქციები გააუქმა

ბულგარეთი საწვავზე მძიმე ვითარებამ აიძულა შეზღუდვები მოეხსნა რუსულ საწვავზე. კერძოდ, ახალმა  მთავრობამ რუსული საწვავის მომწოდებელი კომპანიები სანქციებიდან ამოიღო. 10 ოქტომბრიდან ბულგარულ ფირმებს უფლება ექნებათ დადონ სახელმწიფო კონტრაქტები და ჩარჩო ხელშეკრულებები რუსულ ფირმებთან. აღნიშნული 2024 წლის ბოლომდე იმოქმედებს. წყარო: bfm.ge

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის  6 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  93.39 (+0.01)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  87.77 (+ 2.89)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

რუსეთი ნავთობს არ მიაწოდებს ქვეყნებს, რომლებიც ფასის ზღვარს დააწესებენ

რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი ნავთობს არ მიაწოდებს ქვეყნებს, რომლებიც შეზღუდვებს დააწესებენ რუსული საწვავის ღირებულებაზე, რადგან ეს შეუსაბამოა. „ჩვენთვის შეუსაბამოა ასეთი ინსტრუმენტის დანერგვით  მოვამარაგოთ ის მომხმარებლები, რომლებიც გამოიყენებენ ფასების შეზღუდვას. ნავთობს მივაწოდებთ მხოლოდ მათ, ვინც უზრუნველყოფს საბაზრო ფასების მექანიზმებს“, – განაცხადა მან. ნოვაკის თქმით, რუსეთი ეწინააღმდეგება ასეთ არასაბაზრო ინსტრუმენტებს, რადგან ისინი სერიოზულ ზიანს აყენებენ ენერგეტიკულ ბაზარს, რაც ...

Read More »

ნავთობის ფასი ზარდას განაგრძობს

2022 წლის 5 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91.80 (+  2.94)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86.51  (+ 2.89)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა 93 დოლარს გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,66 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 93,34 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »