მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში ქართულ ბაზარზე ყველა ტიპის საწვავის ფასმა მნიშვნელოვნად დაიკლო.
მაჩვენებელი 10-დან 50 თეთრამდე მერყეობს. მთავარი ფაქტორებია: საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასის ვარდნა და ეროვნული ვალუტის გამყარება.
კონკურენციის სააგენტოს განმარტებით, აგვისტოში, პრემიერის რეკომენდაციის შემდეგ, გარკვეულიყო ბაზარზე არსებული ვითარება საწვავის ტარიფთან დაკავშირებით, სააგენტომ მოკვლევა დაიწყო, რის შემდეგაც საწვავის ფასმა დაიკლო.
მთავრობის ეკონომიკურ გუნდს საწვავის ფასის კლებასთან დაკავშირებით, ოქტომბერშიც დადებითი პროგნოზი აქვს.