Tag Archives: #აირი

დავით ნარმანია – ბუნებრივ აირზე ტარიფის რაიმე სახის ზრდა მოსალოდნელი არ არის

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, დეკემბერში მარეგულირებელი კომისია ბუნებრივი აირის ახალ სამომხმარებლო ტარიფს დაადგენს, თუმცა ტარიფის რაიმე სახის ზრდა მოსალოდნელი არ არის. „დეკემბერში მარეგულირებელი კომისია მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ახალ სამომხმარებლო ტარიფებს დაადგენს, ვინაიდან ადრე დადგენილ ტარიფებს დეკემბერში ეწურება ვადა,  რაიმე სახის ზრდა მოსალოდნელი არ არის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Read More »
კლიმატის ცვლილებაზე თბილისში ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია ჩატარდება

ევროპაში არანორმალურად თბილი ზამთარი გაზზე მოთხოვნას მნიშვნელოვნად ამცირებს

მომავალ ზამთარში ევროპას სავარაუდოდ არანორმალური სიცხე დაემუქრება – ტემპერატურა ისტორიულ მაჩვენებლებს გადააჭარბებს. აღნიშნულის თაობაზე Copernicus-ის კვლევაზე დაყრდნობით, Bloomberg-ის კლიმატის სამსახური იუწყება. მეცნიერები თვლიან, რომ საშუალოზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება ბალტიის, ხმელთაშუა და ჩრდილოეთის ზღვების სანაპირო რეგიონებში. დიდ ბრიტანეთში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში ზამთარი ასევე თბილი იქნება, ხოლო საფრანგეთსა და გერმანიაში ნალექი გაცილებით ნაკლები მოვა. მასალაში აღნიშნულია, რომ მაღალი ტემპერატურა სავარაუდოდ შეამცირებს ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

გერმანული გაზსაცავები 100%-ითაა შევსებული

გერმანიამ სრულად შეავსო გაზის საცავები. გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოს ყოველდღიური ანგარიშზე დაყრდნობით, რომელიც სამშაბათს განახლდა, აზერბაიჯანული Report იუწყება. “ინექციები გრძელდება. გერმანიაში შევსების საერთო დონემ 100%-ს მიაღწია”, – ნათქვამია ანგარიშში.  

Read More »
ევროკომისიამ ადრიატიკის ზღვის გავლით გაზსადენის მშენებლობას მხარი დაუჭირა

ბოსნია-ჰერცოგოვინა, იონი-ადრიატიკის მილსადენის პროექტის გაფართოებას გეგმავს

ბოსნია-ჰერცეგოვინა ძალიან დაინტერესებულია აზერბაიჯანულ გაზზე წვდომით. ამის შესახებ დღეს Trend-ს ბოსნია-ჰერცეგოვინის ყოფილმა პრეზიდენტმა მლადენ ივანიჩმა განუცხადა. მისი თქმით, ბოსნია და ჰერცეგოვინა ძალიან დაინტერესებულია იონი-ადრიატიკის მილსადენის (IAP) პროექტით, რომელიც დაკავშირებულია ტრანსადრიატიკის მილსადენთან (TAP), რომელიც თავის მხრივ სამხრეთ გაზის დერეფნის ნაწილია. „ჩვენ უკვე გავაფორმეთ რეგიონალური შეთანხმება. ეს პროექტი შესაძლოა გაგრძელდეს ალბანეთიდან ჩერნოგორიის, ხორვატიის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და დასავლეთ ევროპის მიმართულებით. მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის გამო, ჩვენ ...

Read More »
ერდოღანის ბრძანებით ბოსფორისა და დარდანელის სტურეები რუსული გემებისთვის დაიხურა

ერდოღანი აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერებთან გაზის ჰაბის შექმნის საკითხს განიხილავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაზის ჰაბის შექმნის საკითხს, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერებთან დეკემბრის დასაწყისში, აშხაბადში ვიზიტისას განიხილავს. ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა ინდონეზიაში G20-ის სამიტზე გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა ოფიციალურმა პირებმა, უკვე გააკეთეს განცხადებები თურქეთში ენერგეტიკული ჰაბის შექმნასთან დაკავშირებით. იმ ნაბიჯების წყალობით, რომელიც იგეგმება, თურქეთი ბუნებრივი აირის განაწილების ცენტრი გახდება. გაზის ჰაბის შექმნის საკითხის განხილვა მომავალი ...

Read More »

როგორ ამოვიცნოთ მკვლელი გაზის დანადგარები – „თბილისი ენერჯის“ განმარტება

გაზგამანაწილებელმა კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ 2022 წელს გეგმიური შემოწმებისას, დღეის მონაცემებით, 300 000- მდე მომხმარებელი გადაამოწმა, აქედან დარღვევა 11 000 მომხმარებელთანაა აღმოჩენილი. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „თბილისი ენერჯის” წარმომადგენელმა, დავით ბალავაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის სპეციალისტები წელიწადში ერთხელ, გეგმიურად ბინებში დადიან და მობინადრეებთან გაზის ქსელსა და დანადგარებს ამოწმებენ. „მოგეხსენებათ, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად გაზის დანადგარებისგან გამოწვეული უბედური შემთხვევების რისკი იზრდება. უბედური შემთხვევების თავიდან ...

Read More »

რამდენიმედღიანი შემცირების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასი გაიზარდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 2,7%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 112,2 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »

Repubblica: ევროპაში გაზის ფასი 3 წლის განმავლობაში 100 ევროზე ნაკლები არ იქნება

ევროკავშირში მომდევნო წლებში ბუნებრივი აირის ფასი მგვტ-ზე 100 ევროზე ნაკლები არ იქნება, რაც გამოიწვევს ფულის გადინებას ევროპიდან გაზის მომწოდებელ ქვეყნებში. ამის შესახებ იტალიური გაზეთი La Repubblica საექსპერტო საზოგადოებაზე დაყრდნობით წერს. გამოცემა არ გამორიცხავს, რომ ტრანსფორმაცია მოხდება ასევე ევროპის მრეწველობის, რომელმაც ძვირიანი ენერგორესურსების ფონზე უნდა შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა გლობალურ ბაზარზე. მიუხედავად ფასების ნახტომისა რაც სპეკულაციებითაა განპირობებული, გაზზე ფასს დაადგენს საბაზრო მექანიზმები, პირველ ...

Read More »

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ოქტომბერში კომპანიის სპეციალისტებმა დედაქალაქის მასშტაბით კუსტარული და მკვლელი გაზის 1 390 დანადგარი ჩახსნეს

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ოქტომბერში კომპანიის სპეციალისტებმა დედაქალაქის მასშტაბით 1 390 კუსტარული და მკვლელი გაზის დანადგარი ჩახსნეს საცხოვრებელი ბინებიდან. საუბარია ღია კამერიან წყლის გამაცხელებლებზე, ეგრეთ წოდებულ კალონკებსა და სხვა კუსტარულად დამონტაჟებულ გაზის დანადგარებზე. „თბილისი ენერჯი“ მოქალაქეებს მოუწოდებს გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა საკუთარი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებისთვის. დაიცვან გაზის უსაფრთხო მოხმარების აუცილებელი წესები.

Read More »

ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში: რუსულ გაზს ერთობლივად არ შევისყიდით

ევროკავშირის წევრები ერთობლივად არ შეიძენენ რუსულ გაზს. ამის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა “Радіо Свобода”-ს 11 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განუცხადა. “ჩვენი მიწისქვეშა გაზსაცავები სავსეა, ჩვენ ჩავანაცვლეთ რუსული გაზის ყველა დაკარგული მოცულობა ალტერნატიული მომწოდებლებით. ჩვენმა სანდო პარტნიორებმა საგრძნობლად გაზარდეს შეთავაზებები. გარდა ამისა, მომავალ წელს ჩვენ ვქმნით გაზის შესყიდვის საერთო პლატფორმას და შევიძენთ გაზს ყველა სანდო პარტნიორისგან. და გვაქვს ნათელი პრინციპი, ...

Read More »