„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ოქტომბერში კომპანიის სპეციალისტებმა დედაქალაქის მასშტაბით 1 390 კუსტარული და მკვლელი გაზის დანადგარი ჩახსნეს საცხოვრებელი ბინებიდან. საუბარია ღია კამერიან წყლის გამაცხელებლებზე, ეგრეთ წოდებულ კალონკებსა და სხვა კუსტარულად დამონტაჟებულ გაზის დანადგარებზე.
„თბილისი ენერჯი“ მოქალაქეებს მოუწოდებს გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა საკუთარი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებისთვის. დაიცვან გაზის უსაფრთხო მოხმარების აუცილებელი წესები.