მომავალ ზამთარში ევროპას სავარაუდოდ არანორმალური სიცხე დაემუქრება – ტემპერატურა ისტორიულ მაჩვენებლებს გადააჭარბებს.
აღნიშნულის თაობაზე Copernicus-ის კვლევაზე დაყრდნობით, Bloomberg-ის კლიმატის სამსახური იუწყება.
მეცნიერები თვლიან, რომ საშუალოზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება ბალტიის, ხმელთაშუა და ჩრდილოეთის ზღვების სანაპირო რეგიონებში. დიდ ბრიტანეთში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში ზამთარი ასევე თბილი იქნება, ხოლო საფრანგეთსა და გერმანიაში ნალექი გაცილებით ნაკლები მოვა.
მასალაში აღნიშნულია, რომ მაღალი ტემპერატურა სავარაუდოდ შეამცირებს ბუნებრივ აირზე მოთხოვნას, რომელიც მნიშვნელოვნად გაძვირდა მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის პირობებში. თბილმა ამინდმა შეიძლება თავიდან აიცილოს ასევე საწვავის დეფიციტიც, რომელიც ევროპის ქვეყნებს ასევე ემუქრებათ.