Tag Archives: #ნამახვანი

„რიონის ხეობის მცველები“ რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის გადაკეტვას აპირებენ

„რიონის ხეობის მცველები“ და მათი მხარდამჭერები თავისუფლების მოედნიდან მსვლელობით რუსთაველის პროსპექტის მიმართულებით დაიძრნენ. ისინი აპირებენ რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაკეტონ მოძრაობა. „ჩვენ რადგან სცენა გვაქვს მოწყობილი რესპუბლიკის მოედანზე და ასევე კარვები გვაქვს გაშლილი იქ, ბუნებრივია იმ ტერიტორიას ვერ დავტოვებთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიძრათ რესპუბლიკის მოედანზე და იქ რუსთაველის ქუჩა გადაიკეტება დღეს ჩვენგან და არ გაიხსნება. ამავდროულად ახლოს ვიქნებით იმ ...

Read More »

გოლეთიანი: „26 მაისს აღლუმის ნაცვლად მოდით ჩვენთან“

აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს მიმართა და ისაუბრა იმაზე, თუ რატომ მოეწყო მსვლელობა სწორედ იუსტიციის სახლთან. „ჩვენ ახლა მოვედით ადგილზე, სადაც კანონდება ის უკანონო პროცესი, რომელიაც რიონის ხეობაში ხდება, ამიტომ, როდესაც ვამბობთ, რომ ნამახვანჰესი არის სისტემური პრობლემების სახე, ამაში იგულისხმება ბევრი რამ. ერთ-ერთი კი არის სწორედ მიწის კანონი, რომელიც არ გვაქვს მოწესრიგებული და იძლევა საშუალებას არასწორად და არამართლზომიერად განისაზღვროს საერთო ...

Read More »

ვახტანგ ძაბირაძე: საზოგადოება რადიკალიზმით დაიღალა, ხალხს დესტაბილიზაცია და არეულობა აფრთხობს

ძალიან გამაკვირვა იმ რადიკალიზმმა, რაც დავინახეთ. აქამდე „რიონის ხეობის მცველები” გაცილებით თანამიმდევრული მოქმედებებით გამოირჩეოდნენ. ასე ულტიმატუმების წამოყენება, მოთხოვნების შესრულებისთვის ვადების დათქმა, სიმართლე გითხრათ, მათი მოქმედების სტილს არ ჰგავს, – ასე აფასებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას „რიონის ხეობის მცველების“ მიერ ხელისუფლებისადმი წაყენებულ იმ მოთხოვნებს, რომელიც მათ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე აქციის ჩატარებისას გააცნეს საზოგადოებას. ვახტანგ ძაბირაძის თქმით, მისთვის გაუგებარია „რიონის მცველების“ ...

Read More »

კახა კუჭავა “ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს პარლამენტში სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა აცხადებს, რომ მისი აპარატიდან ვარლამ გოლეთიანთან დაკავშირების მიზეზი იმის გარკვევა იყო, ხედავენ თუ არა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები პროცესში პარლამენტის ჩართვის საჭიროებას. „მასთან დაკავშირების მიზეზი ძალიან მარტივი იყო – რომ გამეცნო და მომესმინა, რეალურად, რამდენად ხედავენ ისინი საშუალებას, რომ პარლამენტი ამ დისკუსიაში ჩაერთოს, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი და რაც შეიძლება, მოკლე ვადებში დაახლოვდეს პოზიციები, მიიღწეს შეთანხმება ან – არა და, რაც ყველაზე მთავარია, ეს პროცესი ...

Read More »

“დარწმუნებული ვარ, „ნამახვანი“ გაცილებით სრულყოფილი პროექტი გახდება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა”

ჩვენ შევქმენით რამდენიმე ძალიან კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. ერთი ასეთი პლატფორმა ჩვენი და გარემოს დაცვის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივაა, ექსპერტთა საბჭოს ფარგლებში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღესაც ელოდებიან ნებისმიერი ექსპერტისგან დასაბუთებულ წინადადებას, შენიშვნას, კრიტიკასა თუ რეკომენდაციას, რისი გათვალისწინებაც სავალდებულო იქნება კომპანიისთვის. „ასევე ძალიან ...

Read More »

„ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

„ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. ამ წუთებში ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია. აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლამდე მსვლელობით „რესპუბლიკის მოედნიდან“ თაბუკაშვილის ქუჩის გავლით მივიდნენ. აქციის მონაწილეები საზოგადოებას მიმართავენ, შეურთდნენ მათ აქციას და სკანდირებენ: „გამოდი“, „გამოდი“. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

Read More »

“ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სწორი ფორმატები – მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება დიალოგს აზრი და მივიღებთ შედეგს”

ვფიქრობ, რომ კომუნიკაცია შეიძლება სრულყოფილი არ იყო. ამაზე პრემიერ-მინისტრსაც ჰქონდა განცხადება, როდესაც მინისტრებს ეთხოვათ, რომ უშუალოდ თვითონ ჩართულიყვნენ კომუნიკაციაში. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე, „ნამახვანჰესზე“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, რომლებსაც უშუალოდ ეხებოდათ გადაწყვეტილებების მიღება, მოსახლეობასთან კომუნიკაციის რეჟიმში მუდმივად იყვნენ. „ესენი არიან როგორც ეკონომიკის, ისე ჩვენი სამინისტროს წარმომადგენლები. კომუნიკაცია არსებობდა, მათ ...

Read More »

კუჭავა თანახმაა, აქციის მონაწილეებთან შეხვედრა ლაივით გადაიცეს

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა, რომ მზად არის შეხვდეს რიონის ხეობის მცველებს ტელევიზიების თანდასრწებითა და პირდაპირ ეთერში. “ჩემი კარები ყოველთვის ღიაა. თუ მათ სურვილი ექნებათ, შემიძლია, შევხვდე, რამდენი ადამიანიც იქნება, იმისთვის, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ის ფორმატი, რომელსაც შევთავაზებთ, მისაღები იქნება, დიდი სიამოვნებით გავაგრძელებთ სრულიად გამჭვირვალედ ამ პროცესში ყველა ჩართული მხარის მონაწილეობას ნებისმიერი ფორმით, ლაივი იქნება ...

Read More »

“არ არის სწორი ულტიმატუმების ენით საუბარი”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ამბობს, რომ აუცილებელია მოისმინონ ის, რასაც ნამხვანჰესის მოწინააღმდეგე აქციაზე შეკრებილი ადამიანები ითხოვენ. ეს არის ერთ-ერთი პირველი კომენტარი, რომელიც მმართველი გუნდის წევრმა აქციის მონაწილეების მხრიდან დაყენებული მოთხოვნების შემდეგ გააკეთა. ‘”მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ, რას ითხოვეს ეს ხალხი… არ არის სწორი ულტიმატუმების ენით საუბარი და ეს ნამდვილად, არ წაადგება საქმეს. მე არ ვიცი, ამ პროცესში ვინ არის ჩართული და ...

Read More »

თურნავა გადადგომის მოთხოვნაზე – ერთი წამით მაინც რომ მეპარებოდეს ეჭვი, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე, არანაირი მოწოდება არ დამჭირდებოდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მის გადადგომასთან დაკავშირებით „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მოთხოვნას გამოეხმაურა. როგორც თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეჭვი რომ ეპარებოდეს და დარწმუნებული არ იყოს იმაში, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა ენერგოდამოოუკიდებლობაზე გადის და „ნამახვანჰესის“ პროექტი სტრატეგიული არ იყოს, ამ თანამდებობაზე არ იქნებოდა. „რაც შეეხება აქციის მონაწილეების მოთხოვნებს და ჩემს გადადგომას, მე შემიძლია ერთი რამე ვთქვა, ერთი წამით მაინც რომ ...

Read More »