Tag Archives: #ელექტროენერგია

როგორ დგება ელექტროენერგიის ფასი და რატომ ითხოვს "თელასი" ტარიფის ზრდას?!

რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 94,2%-ით გაიზარდა

2021 წლის თებერვალში ელექტროენერგიის იმპორტი 32,6%-ით გაიზარდა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეს საქართველომ უცხოეთში 413.972 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია იყიდა, 2020 წლის თებერვალში კი 312.037 მლნ კვტ/სთ. თებერვალში იმპორტირებულ ელექტროენერგიაში რუსული დენის წილი 62,2% იყო. გასულ თვეს საქართველომ ჩრდილოეთში 257.624 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია იყიდა, ეს კი 94,2%-ით მეტია 2020 წლის თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით (2020 წლის თებერვალი – ...

Read More »

გიორგი კაპანაძე: “მიჩნდება გონივრული ეჭვი, რომ „ესკოს“ მხრიდან, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს საეჭვო გარიგებებს”

მიჩნდება  გონივრული ეჭვი, რომ „ესკოს“ მხრიდან, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს საეჭვო გარიგებებს“, – ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, „ესკო“ ჯიუტად განაგრძობს ელექტროენერგიის იმპორტის მხოლოდ საშუალო შეწონილი ტარიფების გამოქვეყნებას და თავს არიდებს დღის, ღამის და უქმე დღეების მონაცემების გასაჯაროებას. „ჩემთვის გაუგებარია, მაშინ, როცა „ესკო“ გადაწყვეტილებაზე მუშაობს სწორედ დღის, ღამის ...

Read More »

“ელექტროენერგიის იმპორტზე გაზრდილი დამოკიდებულება ენერგოუსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის”

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის, გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ელექტროენერგიის გათიშვის მომენტში მოხმარების 70%-მდე ელექტროენერგიის იმპორტზე მოდიოდა. მისივე თქმით, ამ დროისთვის ელექტრომომარაგება სრულადაა აღდგენილი. „00:04 საათზე, ახალციხის ქვესადგურში ავარიული გამორთვის გამო, თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა და ენერგომომარაგება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობას, თბილისს, ზუგდიდს, ზესტაფონს, მარნეულს, კახეთის და აჭარის რეგიონს. იმ დროისთვის საქართველოს მოხმარება იყოს 1800 მეგავატი, აქედან 60% იმპორტზე მოდიოდა. ესაა იმპორტის ...

Read More »
როგორ ითვისებს საქართველო არსებულ ენერგოპოტენციალს

საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 27,1%-ით შემცირდა

საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება შემცირდა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის თებერვალში ქვეყანაში გენერირებული ელექტროენერგის მოცულობამ 619.973 მლნ კვტ-სთ შეადგინა, ეს კი 27,1%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან თებერვალში საქართველოში მთლიანად 850.616 მლნ კვტ/სთ დენის გამომუშავება მოხდა. აღსანიშნავია, რომ გენერაციის შემცირების მთავარი მიზეზი არის ქვეყნის მთავარი ჰიდროელექტროსადგურის – ენგურჰესის გაჩერება. მიუხედავად ენგურჰესისი გაჩერებისა, გენერაციიაში ყველაზე დიდი ...

Read More »

რა ტარიფით ყიდულობს საქართველო ელექტროენერგიას რუსეთიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან

„საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ენგურჰესის შეჩერებამ და სხვა საკითხებმაც გამოიწვია“, – ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, კომპანია „ელ გრინის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო ამ ეტაპზე ყველაზე დაბალი ტარიფით ელექტროენერგიას აზერბაიჯანიდან ყიდულობს. მეტიც, ზურაბ ნოღაიდელის თქმით, ქვეყნის ელექტროენერგიის იმპორტის ბაზარზე იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანის კონკურენტი, უკვე თურქეთია და არა რუსეთი. (ცნობისათვის, „ელ ...

Read More »
სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენერგეტიკისთვის 3 უმნიშვნელოვანეს პროექტს დაასრულებს

“ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მოხმარება 70%-მდე იმპორტით იფარება, ასეთ რეჟიმში კი იმპორტის ავარიული შეწყვეტა გავლენას ახდენს ელექტრომომარაგებაზე”

„ენგურჰესის“ სარებილიტაციო, ხოლო გაზსადენის „ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასია“ აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის გამო, ქვეყანაში შემცირებულია ელექტროენერგიის გამომუშავება და ქვეყნის 1 800 მგვტ მოხმარება 70%-მდე იფარება იმპორტით. ასეთ რეჟიმში იმპორტის ავარიული შეწყვეტა გავლენას ახდენს მოხმარების ელექტრომომარაგებაზე, – ამის შესახებ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადებაშია ნათქვამი. „17 მარტს, 00:04 საათზე, ქვესადგურის „ახალციხე-500“ მუდმივი დენის გარდამსახი სადგურის გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა თბილისის, ...

Read More »

საქართველო-ევროკავშირის ენერგეტიკული სისტემების დასაკავშირებლად შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გაყვანა განიხილება

შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გაყვანა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ენერგეტიკულ სისტემას ერთმანეთთან დააკავშირებს, ერთ-ერთი პროექტია, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს სხდომის ფარგლებში ევროპელ კოლეგებთან განიხილეს. პროექტის შესახებ ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მიაწოდა. ნათია თურნავას განცხადებით, პროექტი, რომლის განხორციელების იდეაც ორი-სამი წლის წინ გაჩნდა, ისტორიული მნიშვნელობისაა. „მსოფლიო ბანკმა დაადასტურა მზადყოფნა, დააფინანსოს პროექტის სრული ...

Read More »

ბიტკოინი $54,000-მდე დაეცა

უმსხვილესი კრიპტოვალუტა, რეკორდული ზრდის შემდეგ, გუშინ 5,5% -ით დაეცა. ჰონგ კონგში დილის 11:10 საათზე ბიტკოინი დაახლოებით $54 300 აშშ დოლარად ივაჭრებოდა. კრიპტოვალუტის ბოლოდროინდელი დრამატული ზრდა, გარკვეულწილად, აშშ-ში სტიმულის პაკეტის დამტკიცებას უკავშირდება. სინგაპურში კრიპტო ბირჟის Luno– ს ხელმძღვანელი, ვიჯა აიარი ვარაუდობს, რომ მორიგ კლებამდე, ბიტკოინი, შესაძლოა, $62,000 დოლარამდე ავიდეს. აიარის ვარაუდით, კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა მოიმატებს, რადგან  საფონდო ბირჟა სტიმულის ამოქმედებასთან ერთად უკეთეს მაჩვენებლებს დადებს. ...

Read More »

“ჩემი კომპეტენცია ჰყოფნის იმას, რომ ზუსტად ვიცოდე, რა ელის ქვეყანას უახლოეს რამდენიმე წელიწადში, თუ ელენერგიის წარმოება შევაჩერეთ!”

“ჩემი კომპეტენცია, გამოცდილება, და თუნდაც, ინტელექტი არ ჰყოფნის იმას, რომ გავიგო როგორ უნდა იარსებოს ქვეყანამ ენერგიის გარეშე. სამაგიეროდ, ჩემი კომპეტენცია ჰყოფნის იმას, რომ ზუსტად ვიცოდე, რა ელის ქვეყანას უახლოეს რამდენიმე წელიწადში, თუ ელენერგიის წარმოება შევაჩერეთ!” – ამის შესახებ ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე წერს, რითაც ის ნამახვანი ჰესის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “დიდი თხოვნა მაქვს იმ ...

Read More »

“ჩვენი კარი კვლავაც ღიაა დიალოგისთვის კონსტრუქციულ პლატფორმაზე”

ეკონომიკის მინისტრი ნამახვანჰესთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე ღიაობას აცხადებს. ნათია თურნავამ  ბრიუსელში ჟურნალისტებთან განაცხადა, მოლაპარაკებებში ჩართვა და პროექტის რევიზიაში მონაწილეობა მოსახლეობის წარმომადგენლებს და ექსპერტებს შეუძლიათ. მინისტრის თქმით, სამწუხაროა, რომ საპროტესტო მოძრაობა სულ უფრო რადიკალური ხდება, რადიკალიზაციისკენ მიდის. „ამის დასტურია ისიც, რომ ორი დღის წინ აქციაზე გაისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რასაც კავშირი არ აქვს ეკოლოგიასთან, პროექტთან დაკავშირებულ საკითხებთან. რასაკვირველია, ჩვენთვის მიუღებელია ულტიმატუმის ...

Read More »