Tag Archives: #ბირთვული

IAEA-ს ხელმძღვანელი კიევსა და მოსკოვს ეწვევა

რუსული ძალების მიერ უკრაინის ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის, იჰორ მურაშოვის დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი უკრაინასა და რუსეთს ეწვევა. ამის შესახებ IAEA-ს პრესსამსახური იტყობინება. „ქარხნის პერსონალის ნებისმიერი წევრის ასეთი დაკავება იქნება თავისთავად სერიოზული შეშფოთების წყარო, მაგრამ ამას ასევე ექნება ფსიქოლოგიური გავლენა ზეწოლა დანარჩენ პერსონალზე, რაც საზიანოა ბირთვული უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა გროსიმ. როგორც ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო რუსეთს ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო რუსეთს ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტრო სადგურის გენერალური დირექტორის, იგორ მურაშოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. განცხადება სააგენტოს დირექტორმა, რაფაელ გროსიმ გაავრცელა და იმედი გამოთქვა, რომ მურაშოვი ოჯახს “უსაფრთხოდ და დაუყოვნებლივ დაუბრუნდება და შეძლებს ბირთვულ ობიექტზე მნიშვნელოვანი ფუნქციების აღდგენას“. მისივე თქმით, რუსეთის მიერ მურაშოვის დაკავება საფრთხეს უქმნის ობიექტზე ბირთვულ უსაფრთხოებას.

Read More »

ირანი მოითხოვს გარანტიას, რომ აშშ უერთგულებს აღდგენილ ბირთვულ შეთანხმებას

ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მოთხოვნა – გარანტია, რომ აშშ აღარ გამოეთიშება ირანის ბირთვული პროგრამის შემზღუდველ ხელშეკრულებას, თუკი მოლაპარაკებები, რომლებიც ამ ხელშეკრულების აღდგენას ემსახურება, წარმატებული აღმოჩნდება. 21 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, რაისიმ ილაპარაკა აშშ-ის მხრიდან ხელშეკრულების დატოვებაზე და თქვა: “ამ გამოცდილებით და ამგვარი პერსპექტივით, შეგვიძლია კი უგულებელვყოთ გარანტიის მნიშვნელოვანი საკითხი სიცოცხლისუნარიანი ხელშეკრულებისთვის?”. რაისის თქმით, ირანი არ ...

Read More »

რუსების მიერ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის მორიგი დაბომბვის შედეგად, ერთ-ერთი ენერგობლოკის საკომუნიკაციო მოწყობილობა დაზიანდა

“ტერორისტების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მორიგი დაბომბვის შედეგად, დაზიანდა მე-6 ენერგობლოკის საკომუნიკაციო მოწყობილობა, ატომური ელექტროსადგურის გამანაწილებელ მოწყობილობასთან ერთად“, – წერს უკრაინული მედია უკრაინის ატომური ელექტროსადგურების ოპერატორზე – „ენერგოატომის“ განცხადებაზე დაყრდნობით. გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროენერგიის შეწყვეტის შემდეგ, საწვავის გაგრილების ტუმბოების მუშაობის უზრუნველსაყოფად, საგანგებოდ ჩაირთო უსაფრთხოების სისტემების ორი დიზელის გენერატორი. „რუსები აგრძელებენ ბირთვული ტერორისტული აქტების ჩადენას უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე. მათ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორების ყოფნაც კი ...

Read More »

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კვლავ უკრაინის ენერგოსისტემასთან არის მიერთებული

ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარში ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგური კვლავ იღებს ელექტროენერგიას პირდაპირ უკრაინის ელექტრო ქსელიდან. ამის შესახებ შაბათს, 17 სექტემბერს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა. სააგენტოს თქმით, ინჟინერებმა ოთხი ძირითადი ელექტროგადამცემი ხაზიდან ერთ-ერთი შეაკეთეს, რომელიც ატომურ ელექტროსადგურს კიევის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიასთან აკავშირებს. დარჩენილი სამი ძირითადი ხაზი კი ისევ დაზიანებულია. “ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ექვსივე რეაქტორი ცივ გამორთვაშია, მაგრამ მათ მაინც სჭირდებათ ...

Read More »

ცხოვრება ბირთვული საფრთხის ქვეშ

ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობენ, რომლებსაც ახლა ბომბებზე მეტად სწორედ ატომური კატასტროფის ეშინიათ. ისინი ცდილობენ დაიცვან საკუთარი თავი, ოჯახის წევრები, მცირეწლოვანი ბავშვები. მოქალაქეები ჯანდაცვის ცენტრებში მიდიან და იღებენ იოდის აბებს, სამედიცინო ნიღბებს. შეტაკებები და და საოკუპაციო ძალების მხრიდან საჰაერო თავდასხმები ბირთვული რეაქტორის მახლობლად კი გრძელდება. თავად ელექტროსადგურის ტერიტორიას კვლავ რუსული საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. ადგილზე არიან საერთაშორისო ატომური სააგენტოს ...

Read More »

საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ ირანის პოზიცია IAEA-ის გამოძიების მიმართ საფრთხეს უქმნის ბირთვულ მოლაპარაკებებს

საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ 10 სექტემბერს იმედგაცრუება გამოთქვეს ირანის მოთხოვნის გამო, რომ გაეროს ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ დახუროს გამოძიება თეირანის წარსული ბირთვული საქმიანობის შესახებ. ამის გარეშე, აცხადებს ირანი, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლება შესაძლებელი ვერ იქნება. საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია თვლიან, რომ ეს საფრთხეს უქმნის მოლაპარაკებებს. ამ თვის დასაწყისში ირანმა თავისი პასუხი გააგზავნა ევროპის კავშირის მიერ შეთავაზებულ ტექსტთან დაკავშირებით. ტექსტი ...

Read More »

ბირთვული კატასტროფის საფრთხე მანამდე იარსებებს, ვიდრე დაბომბვა არ შეწყდება – რაფაელ დე გროსი

ბევრს აფიქრებს ის, თუ რა შეიძლება მოხდეს ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი ამბობს, რომ, ერთი შეხედვით, ორივე მხარე, რუსეთიც და უკრაინაც, დაინტერესებულია, რომ ელექტროსადგურის ირგვლივ უსაფრთხო ზონა შეიქმნას. გასულ უქმეებზე კონტროლირებად ვითარებაში 6 რეაქტორიდან უკანასკნელიც გამორთეს. ბოლო ცნობებით, ისინი ცდილობენ, შეთანხმდნენ ენერგიის გარე, მთავარი წყაროს აღდგენის საკითხზე. თუმცა, გროსის თქმით, ზოგიერთი ელექტროგადამცემი ხაზი რუსების ...

Read More »

ახალი ბირთვული შეთანხმება: რა ხდება ირანის გარშემო?

ირანთან ბირთვული შეთანხმება (ერთობლივი, ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა) პირველად 2015 წელს გაფორმდა. აშშ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხვა მუდმივ წევრებთან ერთად, ირანს მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ მძიმე ეკონომიკური სანქციების მოხსნას დაჰპირდა. შეთანხმების საფუძველზე, ირანმა შეამცირა ბირთვული წარმოება, გადააკეთა საწარმოები და გაეროს სადამკვირვებლო მისიას რეგულარული მონიტორინგის უფლება მისცა. სანაცვლოდ, სანქციების შემსუბუქებამ ირანს დამატებით ათობით მილიარდი დოლარის ნავთობშემოსავლები და, ასევე, დასავლური ქვეყნების მიერ გაყინულ აქტივებზე წვდომა დაუბრუნა. 2018 წელს ტრამპმა აშშ ...

Read More »

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გარე კვების წყარო ჩაირთო

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გარე კვების წყარო ჩაირთო. ამის შესახებ საერთაშორისო ატომური სააგენტო იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, აღდგენილია ელექტროგადაცემის სარეზერვო ხაზი, რაც რეაქტორის გასაგრილებლად და უსაფრთხოების ნორმების დასაცავად არის აუცილებელი. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, მარტიდან საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. გაერო სადგურის ტერიტორიის სასწრაფო დემილიტარიზაციას ითხოვს.

Read More »