Tag Archives: #ენერგეტიკა

აფბამ პრემიერს იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების გასაჯაროების მოთხოვნით მიმართა

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ (აფბა) იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების გასაჯაროების მოთხოვნით საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) თავს არიდებს იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების ჩაშლილი წესით გამოქვეყნებას, რაც  მანიპულაციების და არასწორი დასკვნებისთვის დიდ სივრცეს ტოვებს. ამდენად, აფბა პრემიერმინისტრს სთხოვს, პირადად უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის სისტემური და სრული გასაჯაროვება. აფბას მიმართვას უცვლელად გთავაზობთ. „ბატონო პრემიერო, მოგმართავთ საჯაროდ, რათა ...

Read More »
ენერგიის განახლებადი წყაროები გერმანიაში

მწვანე ენერგიაში 131 ტრილიონი დოლარის ინვესტირება განხორციელდება

2050 წლისთვის სუფთა ენერგეტიკაში ინვესტიციების საერთო რაოდენობა 131 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამ სფეროში ჩადებული თანხების ოდენობა 30%-ით მოიმატებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.  ენერგიის განახლებადი წყაროების სააგენტოს ინფორმაციით, ეს აუცილებელია კლიმატის ცვლილების თავიდან ასაცილებლად, რასაც, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. ანგარიშის სახელწოდებაა „1,5 გრადუსი ცელსიუსით“. ანუ ტემპერატურა ამ დროისთვის მაქსიმუმ 1,5 გრადუსით უნდა გაიზარდოს, რისთვისაც მოპოვებული საწვავის ოდენობა 2050 წლისთვის 75%-ით უნდა შემცირდეს. ანგარიშში ...

Read More »

თუ სუპერმდიდარ ნორვეგიაში წარმოებული ელექტროენერგიის 90%-ზე მეტი ჰიდრორესურსზე მოდის, რატომ უნდა იყოს საქართველო დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე?!

ინტერვიუ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორ ვახტანგ ჭარაიასთან. – რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ჰიდროენერგეტიკის განვითარება საქართველოში მოსახლეობის პროტესტის ფონზე? – საქართველო ენერგოდეფიციტური ქვეყანაა და ეს არა მხოლოდ ელექტროენერგიას ეხება, არამედ ბუნებრივ აირსაც, ნავთობპროდუქტებსაც. იქ, სადაც არსებობს ბუნებრივი შეზღუდვა, რა თქმა უნდა, საქართველომ უნდა შეიძინოს იმპორტირებული რესურსი, თუმცა გასაკვირია, რატომ ვცდილობთ, არ გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელიც ...

Read More »
ირანი მზად არის საქართველოს მიაწოდოს გაზის საკმარისი მოცულობები, როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე ტრანზიტისთვის

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ირანმა ურანის გამდიდრება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით დაიწყო

ირანმა ნათანზის მიწისქვეშა ბირთვულ რეაქტორში ურანის გამდიდრება დაიწყო მაღალტექნოლოგიური ცენტრიფუგების კასკადის გამოყენებით. ეს თეირანის მიერ 2015 წლის შეთანხმების დარღვევის უკანასკნელი შემთხვევაა. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) 17 მარტს განაცხადა, რომ ორი დღის წინ სააგენტოს დირექტორმა რაფაელ გროსიმ წევრ ქვეყნებს შეატყობინა, რომ ირანი ამჟამად უფრო სწრაფ IR-4 ცენტრიფუგებს იყენებს ურანის გასამდიდრებლად 5%-იანი სისუფთავის მისაღწევად. მაღალტექნოლოგიური ცენტრიფუგების გამოყენება არღვევს თეირანსა და მსოფლიოს ...

Read More »

,,დამოუკიდებელ ქვეყანას ფუნქციონირებადი ეკონომიკა და ენერგოდამოუკიდებლობაც ისევ სჭირდება, როგორც შეიარაღებული ძალები”

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე ჰესების მშენებლობის ირგვლივ დაწყებულ დისკუსიას ეხმიანება და აცხადებს, რომ დამოუკიდებელ ქვეყანას ფუნქციონირებადი ეკონომიკა და ენერგოდამოუკიდებლობაც ისევ სჭირდება, როგორც შეიარაღებული ძალები. “ვინც ჰესების საწინააღმდეგო კამპანიაში მონაწილეობს, მათი გულწრფელობის, პატრიოტიზმის, თავდადების მჯერა, მაგრამ ეკონომიკაში და ენერგეტიკაში უფრო საფუძვლიანი ჩახედვაა საჭირო. დამოუკიდებელ ქვეყანას ფუნქციონირებადი ეკონომიკა და ენერგოდამოუკიდებლობაც ისევ სჭირდება, როგორც შეიარაღებული ძალები. არაპროფესიონალიზმი და პოპულიზმი ძირს იმას უთხრის, რის დაცვასაც ...

Read More »

სომხეთის ბირთვული ელექტროსადგური მეწამორში – საფრთხე მთლიანი რეგიონისთვის

სომხეთის ბირთვული ელექტროსადგური მეწამორში რეალურ საფრთხეს უქმნის თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის, ირანის, რუსეთისა და სამხრეთ ევროპის მოსახლეობას, განაცხადა საერთაშორისო ენერგეტიკისა და საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, „გლობალური ენერგიის საკითხთა ცენტრის“ უფროსმა მკვლევარმა ბრენდა შაფერმა. სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ამერიკულ ჟურნალში „ატომური მეცნიერების ბიულეტენი“, შაფერმა განმარტა, თუ რატომ უნდა დაიხუროს სომხეთის მოძველებული ატომური ელექტროსადგური სამუდამოდ: „მეწამორის ატომური ელექტროსადგურის დახურვით, სომხეთი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ საკუთარი ...

Read More »
როგორ დგება ელექტროენერგიის ფასი და რატომ ითხოვს "თელასი" ტარიფის ზრდას?!

რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 94,2%-ით გაიზარდა

2021 წლის თებერვალში ელექტროენერგიის იმპორტი 32,6%-ით გაიზარდა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეს საქართველომ უცხოეთში 413.972 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია იყიდა, 2020 წლის თებერვალში კი 312.037 მლნ კვტ/სთ. თებერვალში იმპორტირებულ ელექტროენერგიაში რუსული დენის წილი 62,2% იყო. გასულ თვეს საქართველომ ჩრდილოეთში 257.624 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია იყიდა, ეს კი 94,2%-ით მეტია 2020 წლის თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით (2020 წლის თებერვალი – ...

Read More »

“ელექტროენერგიის იმპორტზე გაზრდილი დამოკიდებულება ენერგოუსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის”

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის, გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ელექტროენერგიის გათიშვის მომენტში მოხმარების 70%-მდე ელექტროენერგიის იმპორტზე მოდიოდა. მისივე თქმით, ამ დროისთვის ელექტრომომარაგება სრულადაა აღდგენილი. „00:04 საათზე, ახალციხის ქვესადგურში ავარიული გამორთვის გამო, თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა და ენერგომომარაგება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობას, თბილისს, ზუგდიდს, ზესტაფონს, მარნეულს, კახეთის და აჭარის რეგიონს. იმ დროისთვის საქართველოს მოხმარება იყოს 1800 მეგავატი, აქედან 60% იმპორტზე მოდიოდა. ესაა იმპორტის ...

Read More »
როგორ ითვისებს საქართველო არსებულ ენერგოპოტენციალს

საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 27,1%-ით შემცირდა

საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება შემცირდა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის თებერვალში ქვეყანაში გენერირებული ელექტროენერგის მოცულობამ 619.973 მლნ კვტ-სთ შეადგინა, ეს კი 27,1%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან თებერვალში საქართველოში მთლიანად 850.616 მლნ კვტ/სთ დენის გამომუშავება მოხდა. აღსანიშნავია, რომ გენერაციის შემცირების მთავარი მიზეზი არის ქვეყნის მთავარი ჰიდროელექტროსადგურის – ენგურჰესის გაჩერება. მიუხედავად ენგურჰესისი გაჩერებისა, გენერაციიაში ყველაზე დიდი ...

Read More »

რა ტარიფით ყიდულობს საქართველო ელექტროენერგიას რუსეთიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან

„საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ენგურჰესის შეჩერებამ და სხვა საკითხებმაც გამოიწვია“, – ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, კომპანია „ელ გრინის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო ამ ეტაპზე ყველაზე დაბალი ტარიფით ელექტროენერგიას აზერბაიჯანიდან ყიდულობს. მეტიც, ზურაბ ნოღაიდელის თქმით, ქვეყნის ელექტროენერგიის იმპორტის ბაზარზე იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანის კონკურენტი, უკვე თურქეთია და არა რუსეთი. (ცნობისათვის, „ელ ...

Read More »