Tag Archives: #ბირთვული

“ბირთვულ ენერგიას სხვა მიზეზების გამო აქვს პრობლემები” – ბილ გეითსი ბირთვული ენერგიის შესახებ საუბრობს

Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი თვლის, რომ ბირთვული ენერგიის გამოყენება უნდა გაგრძელდეს. ეს აზრი მან გერმანულ გაზეთ Handelsblatt-თან ინტერვიუში გამოთქვა. ”მე დავტოვებდი რეაქტორებს მუშა მდგომარეობაში, ისინი უზრუნველყოფენ სუფთა ენერგიას და შედარებით უსაფრთხოა”, – თქვა გეითსმა და უპასუხა კითხვას, აკეთებს თუ არა სწორ საქმეს გერმანიის მთავრობა ქვეყანაში დარჩენილი ბოლო ატომური ელექტროსადგურების დახურვით. ”ხელისუფლებებმა, რომლებიც არჩეულ იქნა რთული საკითხების გადასაჭრელად, უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები”, – ...

Read More »

ზელენსკი – რუსეთის ატომური ენერგეტიკის წინააღმდეგ სანქციები უნდა იყოს გლობალური სანქციების პაკეტის ნაწილი

რუსეთის ატომური ენერგეტიკის წინააღმდეგ სანქციები უნდა იყოს გლობალური სანქციების პაკეტის ნაწილი, მაგრამ ახლა ამას გარკვეული წინააღმდეგობა აქვს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ძალაში შევიდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ატომურ ენერგეტიკასთან დაკავშირებული 200 ადამიანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა დაისაჯოს რადიაციული შანტაჟისთვის, რისთვისაც ოკუპირებული ზაპოროჟიეს ...

Read More »

ზელენსკი: რუსეთის ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აამოქმედა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. „უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ძალაში შევიდა. ეს არ არის უკანასკნელი გადაწყვეტილება რუსეთის ამ ინდუსტრიასთან დაკავშირებით. ჩვენი ქმედებების მიზანი ასევე არის ისიც, რომ გავაძლიეროთ ჩვენი დიპლომატების ძალისხმევა, გაავრცელონ გლობალური სანქციები რუსული აგრესიის მანქანის ...

Read More »

სამხრეთ კორეულ კომპანიას თურქეთში ოთხი ბირთვული რეაქტორის აშენება სურს

კორეის ელექტროენერგეტიკული კორპორაციის (KEPCO) გენერალურმა დირექტორმა ჩუნგ სუნგ ილმა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ფატიჰ დონმეზს წარუდგინა წინასწარი განაცხადი ქვეყანაში ოთხი ატომური რეაქტორის მშენებლობის შესახებ. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 30 მლრდ დოლარზე მეტია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Yonhap ავრცელებს. სამხრეთ კორეის მხარის მიერ შედგენილ დოკუმენტაციაში დეტალურადაა გაწერილი პროექტის დეტალური გეგმა. KEPCO გეგმავს, რომ მიმდინარე წელს ობიექტის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება დაიწყოს და ხელშეკრულებაც ...

Read More »

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინელ თანამშრომლებს სამსახურში აღარ უშვებენ

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინელ თანამშრომლებს, რომლებიც „როსატომთან“ კონტრაქტის გაფორმებაზე უარს ამბობენ, სამსახურში აღარ უშვებენ. იმ ნაწილს კი, ვინც კონტრაქტს მოაწერა ხელი, ხელფასები შეუმცირეს. სადგურს საოკუპაციო ძალები გასული წლის მარტიდან აკონტროლებენ.

Read More »

ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელი: უკრაინა ატომურ სადგურებში იარაღს არ ინახავს

გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ თქვა, რომ უკრაინის ატომური ელექტროსადგურების ინსპექციის შედეგად იქ ვერ მიაგნეს სამხედრო აღჭურვილობას. გროსიმ ეს განაცხადა ევროპარლამენტში გამოსვლისას 24 იანვარს და ამით უპასუხა რუსეთის ბრალდებას, რომ უკრაინა იარაღს ინახავს ბირთვულ სადგურებში. გროსის სიტყვები სააგენტო Reuters-ს მოჰყავს, მან ევროპის პარლამენტარებს უთხრა, რომ „ინსპექციის დასკვნა უარყოფითი იყო“. გროსის ეს ნათქვამი გაისმა ერთი დღის შემდეგ მას ...

Read More »

უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე, IAEA-ს მუდმივმა მისიებმა დაიწყეს მუშაობა

უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მუდმივმა წარმომადგენლობამ დაიწყეს მუშაობა. ამის შესახებ NNEGC „ენერგოტომის“ შეტყობინებაშია ნათქვამი. „გასული კვირის განმავლობაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები ჩავიდნენ შიდა ბირთვულ ობიექტებში. ახლა სპეციალისტებმა დაიწყეს მუშაობა KhNPP-ში, ასე რომ, ახლა მუდმივი მისიები იმუშავებენ რივნის, ჩერნობილის, სამხრეთ უკრაინისა და ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურებზე“, – ნათქვამია „ენერგოატომის“ ანგარიშში. კომპანიამ აღნიშნა, რომ მისიების ამოცანაა უკრაინის ...

Read More »

უკრაინა, ამერიკული ტექნოლოგიით ორ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს

უკრაინაში, ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურის ორი ახალი ბლოკი ამერიკული ტექნოლოგიის გამოყენებით აშენდება. ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს. „ამერიკული კომპანია Westinghouse-ის მიერ უკრაინაში AP1000®️ რეაქტორების მშენებლობა რუსეთთან ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის დასასრულებლად, მნიშვნელოვანია. დღეს მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვიტა, რომ დავიწყებთ ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავებას ახალი ტიპის რეაქტორებისთვის, რომლებიც უკრაინაში პირველად აშენდება“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან გალუშჩენკომ. მისივე თქმით, ამ გზით უკრაინაში საბჭოთა ...

Read More »

რუსები ოკუპირებული ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის მოდერნიზაციას იწყებენ

რუსი სპეციალისტები ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის მოდერნიზაციას იწყებენ. როგორც „როსენერგოატომის“ კონცერნის ხელმძღვანელის მრჩეველმა რენატ კარჩაამ „ინტერფაქსთან“ განაცხადა, ატომურმა ელექტროსადგურმა კოლოსალური ზარალი განიცადა, რაც მისი გათვლით 1,5 მლნ დოლარს აღემატება. გამოცემა იმასაც წერს, რომ „ელექტროსადგური უკრაინის შეიარაღებული ძალების დაბომბვით დაზიანდა“. რუსულმა მხარემ სამუშაოების დასაგეგმად, ჯერ აუდიტი უნდა ჩაატაროს. რენატ კარჩაას თქმით, ელექტროსადგურის მოდერნიზაციისთვის ბევრი ფული გამოიყო, მაგრამ რეალურად არაფერი გაკეთებულა. მან ისიც თქვა, ...

Read More »

IAEA-ს გენერალური დირექტორი კიევში ჩავა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი მომავალ კვირას უკრაინას ეწვევა, რათა ქვეყნის ყველა ბირთვულ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების ექსპერტების მუდმივი ყოფნა უზრუნველყოს. ამის შესახებ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. IAEA-ს უკვე ჰყავს 4-მდე ექსპერტი უკრაინის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე, ზაპოროჟიეში, ხოლო ორკაციანი გუნდი ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე უახლოეს დღეებში განთავსდება.

Read More »