Tag Archives: #ნავთობი

ნავთობის დაბალი ფასები TAP-ის პროექტის განხორციელებაზე არ იმოქმედებს

გაზის ბაზრის ანალიტიკოსები ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გაფართოებას ვადაზე ადრე პროგნოზირებენ

ბუნებრივი გაზის ბაზრის ანალიტიკოსები ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გაფართოებას თავდაპირველ გრაფიკზე ადრე პროგნოზირებენ. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ მილსადენით გაზის გადაზიდვების სიმძლავრემ უკვე მიაღწია დაახლოებით 24 მილიონ კუბურ მეტრს დღეში, შესაძლებელია, რომ TAP-ის გაფართოება დაგეგმილზე ადრე მოხდეს“, – ამის შესახებ ბუნებრივი გაზის ბაზრის ანალიტიკოსი ნორვეგიის საკონსულტაციო კომპანია Rystad Energy -ის წარმომადგენელი ზუნციან ლოუ აცხადებს. „2021 წელს TAP მილსადენმა გადაიტანა დაახლოებით ექვსი მილიარდი კუბური მეტრი გაზი იტალიაში ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

2022 წლის  8  ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  120.57  (+  1.06)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  119.41  (+  0.91)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ინდოეთის ხელისუფლება 13 ნავთობკომპანიის გაერთიანებას გეგმავს

ინდოეთს რუსული ნავთობის იმპორტის ორჯერ გაზრდა სურს

რუსეთისადმი დაწესებული სანქციების ფონზე, რუსული ნავთობმომპოვებელი კომპანიები იძულებულნი არიან საკუთარი ნავთობი დიდი ფასდაკლებით გაყიდონ – სწორედ ამ ფაქტმა მიიზიდა ინდოეთი, რომელსაც რუსული ნავთობის იმპორტის ორჯერ გაზრდა სურს, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. საგულისხმოა, რომ ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვა დიდი სიახლე სულაც არ არის. რუსული ნედლი ნავთობის აქტიური შესყიდვა ინდური სახელმწიფო და კერძო ნავთობგადამამუშავებელმა საწარმოებმა იმის ფონზე დაიწყეს, რაც ამ ნავთობზე ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა $127-ს გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,2 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 127,13 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ნავთობისა და გაზის კორპორაციას გიორგი ჩიქოვანი უხელმძღვანელებს

ენერგოკომპანიების მენეჯმენტში ცვლილებებია. ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორად გიორგი ჩიქოვანი დანიშნა, მან ამ თანამდებობაზე ენერგეტიკის განვითარების ფონდიდან გადაინაცვლა. კორპორაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტაძე კი თბოსადგურ “გარდაბანი 1”-ს უხელმძღვანელებს. საკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია “ბიზნესპარნტიორს” ნავთობისა და გაზის კორპორაციაში დაუდასტურეს. რაც შეეხება ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე, “ბიზნესპარნიოტრის” ინფორმაციით, “გარდაბანი 1”-ის დირექტორი ჯაბა ხმალაძე დაინიშნა.

Read More »

მცირედით კლების შემდეგ, ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა

2022 წლის 7  ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  120.72 (+1.24)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  119.83 (+1.24)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აშშ ორ ნავთობკომპანიას ვენესუელური ნავთობის ევროპაში იმპორტის ნებას რთავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობით, იტალიურმა ნავთობკომპანია Eni SpA-მ და ესპანურმა Repsol SA-მ მომდევნო თვიდან, რუსული ნავთობის ემბარგოს დასაკომპენსირებლად, შესაძლოა ვენესუელური ნავთობის იმპორტი უზრუნველყონ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს თქმით, Eni-სა და Repsol-ის კომპანიების მიერ მიღებული ნავთობის მოცულობა მცირეა, შესაბამისად, ის ენერგორესურსის გლობალურ ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს, თუმცა ეს შესაძლოა გახდეს ერთგვარი სტიმული ვენესუელის ხელისუფლებისთვის. ევროპამ და აშშ-მ ვენესუელიდან ...

Read More »

სერბეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე დაწესებული ნაწილობრივი ემბარგო სერბეთს წელიწადში 600 მილიონი დოლარი დაუჯდება

ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე დაწესებული ნაწილობრივი ემბარგო სერბეთს წელიწადში 600 მილიონი დოლარი დაუჯდება, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან – RTS-თან ინტერვიუში განაცხადა. ვუჩიჩის განმარტებით, ევროკავშირი ემბარგოს გამო, სერბეთს ერაყული ნედლი ნავთობის იმპორტი მოუწევს, რომლის ბარელი დაახლოებით 31 დოლარით ძვირია. სერბეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება ხორვატიის ომიშის პორტში ტანკერებით ხდებოდა. ევროკავშირის სანქციები კი, რუსული ნავთობის საზღვაო გზით ...

Read More »

ტოკიოს საფონდო ბირჟაზე ნავთობის ფასმა 2008 წლის ივლისის შემდეგ მაქსიმუმს პირველად მიაღწია

ნავთობის ფიუჩერსების ფასმა ტოკიოს სასაქონლო ბირჟაზე მაქსიმუმს თითქმის 14 წლის განმავლობაში პირველად მიაღწია. ინფორმაციას სააგენტო Kyodo ავრცელებს. ორშაბათს დილით, ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ფასმა ტოკიოს სასაქონლო ბირჟაზე 86000 იენს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის ივლისის შემდეგ. ენერგიის მაღალი ფასები ენერგომომარაგების სისტემაზე სერიოზულ ზეწოლას ახდენს. ორშაბათს დილით იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა ჰიროკაზუ მაცუნომ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მოიწვევა მთავრობის სხდომა ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 3  ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  119.59 (-0.13)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  118.76 (-0.11)  დოლარი/ბარელზე.

Read More »